Media Engineering at GIPA

Media Engineering at GIPA GIPA
მედია ინჟინერიის სამაგისტრო და სას?

იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. აღარავინ აწარმოებს გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში, ამას ხომ ჩვენს მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დღეს, ერთი ცალკე აღებული კომპანაია უფრო მეტ ახალ ამბავს აგენერირებს ვიდრე ათი ტელევიზია, თხუთმეტი წლის წინ. დღესაც კი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდებთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა?

კურსების მიზანია

კურსის მიზანია მსმენელებს წარმოდგენა შეუქმნას იმ კომპიუტერულ ენებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდის, ვებ სერვისის ან მობილური აპლიკაციის შექმნა. მისცეს მსმენელებს საბაზისო ცოდნა კომპიუტერულ პროგრამირებაში, შეასწავლოს IT პროექტების მართვის უნარები. მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლოეს ტექნოლოგიებს. კურსის ბოლოს ერთი თვის განმავლობაში პროფესორების დახმარებით შექმნიან საკუთარ პროექტებს (ვებგვერდი, ვებსერვისი, მობილური აპლიკაცია).

კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თუ როგორ შექმნან ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია, როგორ მართონ ვებ გვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული პროექტები. ისინი პრაქტიკულად დაეუფლებიან პროგრამირების ენებს (HTML, PHP, AS3) და შეიძენენ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარებს, ისწავლიან როგორ დაგეგმონ და უხელმძღვანელონ სხვადასხვა სახის IT პროექტებს.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც სურს გაერკვეს თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელთა საშუალებითაც შეიძლება სრულფასოვანი მობილური აპლიკაციებისა და ვებ პორექტების შექმნა, რათა მომავალში შეძლოს თავად გაუძღვეს მსგავსი პროდუქტების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ პროექტებს; ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთოიერთობის სამსახურების თანამშრომლებისათვის, რომლებსაც სურთ წარმოდგენა შეიქმნან და დაეუფლონ იმ ტექნოლოგიებს რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია პროგრამული პროდუქტების შექმნა. ადამიანებისათვის ვისაც დიდი ოდენობის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება უხდება.

მედია ინჟნერიის სასერტიფიკატო კურსის მსმენელების ნამუშევრები: https://www.facebook.com/MediaEngineeringatGIPA/app_142583772444750

ინფორმაცია კურსში შემავალი საგნების შესახებ: http://www.js.gipa.ge/page/media_engineering/media-injineria.html?lang=geo

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშორდით შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: დათა ლაპიაშვილი.2014 წლიდან დაიწყო მუშაობა "Direct Solutions"-ში ბიზნეს ა...
14/07/2016

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: დათა ლაპიაშვილი.

2014 წლიდან დაიწყო მუშაობა "Direct Solutions"-ში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რის შემდეგაც მალევე გახდა IT არქიტექტორი.

იგივე პერიოდში მან იმუშავა ისეთ კომპანიებში ERP სისტემის შემუშავება/დანერგვაზე როგორებიც არიან: "ზარაფხანა", "BSG", "ვაგონმშენებელი ქარხანა".

2015 წლიდან კარიერა გააგრძელა "დიდი დიღმის კვლევით ცენტრში" პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე, სადაც ამჟამადაც იკავებს აღნიშულ პოზიციას.

დათას უშუალო მონაწილეობით შეიქმნა: "KSB mobile bank", "Domus Development", "Loyalty Management System" და სხვა აპლიკაციები.

#აირჩიემედიაინჟინერია
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://gipa.ge/caucasus-school-of-journalism-and-media-management/geo/page/me/axali-media-teqnologiebis-injineriis-samagistro-programa.html

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: დავით (დეო) გოჩავა.2014-2016 წლებში მუშაობდა მობილური თამაშებისა და აპლიკ...
11/07/2016

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: დავით (დეო) გოჩავა.

2014-2016 წლებში მუშაობდა მობილური თამაშებისა და აპლიკაციების დეველოპერულ კომპანია "Mobius LLC"_ში Game Developer_ად.

2016 წლიდან მუშაობს მობილური თამაშებისა და აპლიკაციების დეველოპერულ კომპანია Lemondo _ში Game Developer_ად.

2015 წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტში კითხულობს Game Development-ის კურსს და არის ასისტენტი კურსზე "პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია".

#აირჩიემედიაინჟინერია
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://gipa.ge/caucasus-school-of-journalism-and-media-management/geo/page/me/axali-media-teqnologiebis-injineriis-samagistro-programa.html

10/07/2016

10 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ია გორგიშელმა გამართა პრეზენტაცია მობილური აპლიკაციის „Moodstanza - ლექსები" შესახებ.
მობილური აპლიკაცია შექმნილია ნებისმიერი ასაკის ქართულენოვანი მომხმარებლისთვის. მისი საშუალებით შეგიძლიათ წაიკითხოთ XIX - XX საუკუნის პოეზიის ნიმუშები, სულ 27 მწერლის ასამდე ლექსი.
აპლიკაცია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის (GIPA) და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისათვის.

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: ალექსი ამნიაშვილი2012-წლიდან დღემდე მუშაობს ელექტრონული წიგნების სახლი "ს...
08/07/2016

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: ალექსი ამნიაშვილი

2012-წლიდან დღემდე მუშაობს ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" NET დეველოპერად.

2013-2015 წლებში მუშაობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯ “მზიურში” მასწავლებლად.

გავლილი აქვს უკრაინული ტრენინგ ცენტრის “skill up”-ის ტრენინგი Front End-ში.

ალექსი ამნიაშვილი არის პროგრამირების ენა C #-ის შესახებ ბლოგის თანაავტორი : https://csharpge.wordpress.com

მონაწიელობა აქვს მიღებული 3 ჰაკათონში გუნდთან ერთად, აქედან ერთ-ერთზე დაიკავა საპრიზო ადგილი პროექტით urbanpedia : http://challengepost.com/software/urbanpedia-3e10d

#აირჩიემედიაინჟინერია
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://gipa.ge/caucasus-school-of-journalism-and-media-management/geo/page/me/axali-media-teqnologiebis-injineriis-samagistro-programa.html

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: სანდრო ასათიანი 2014 წლიდან უკავია GeoLab • ჯეოლაბი-ის, ინოვაციური ტექნოლ...
07/07/2016

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი: სანდრო ასათიანი

2014 წლიდან უკავია GeoLab • ჯეოლაბი-ის, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობა. იგი ამავდროულად GeoLab-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

2013 წლიდან მუშაობს საქარათველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA ), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში. GIPA-ში მას ასისტენტ პროფესორის თანამდებობა უკავია.

2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტი (GU), კავკასიისუნივერსიტეტი (CU);

სანდრო ასათიანი წლების განმავლობაში მუშაობს ICT სფეროში მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი ონლაინ პროექტები: saba.com.ge, cybegala.me, kavshirebi.ge და სხვა

იგი ასევე წერს სტატიებს სხვადასხვა გამოცემებისათვის. სანდრო ასათიანი არის ავტორი პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოსი და თანაავტორი წიგნებისა „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“, „ვიდეო ადვოკატირება“.

#აირჩიემედიაინჟინერია

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://gipa.ge/caucasus-school-of-journalism-and-media-management/geo/page/me/axali-media-teqnologiebis-injineriis-samagistro-programa.html

10/03/2015

ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

მედია ინჟინერიის მასტერკლასი
29/12/2014

მედია ინჟინერიის მასტერკლასი

13/12/2014

Anita Borg (1949–2003) believed that technology affects all aspects of our economic, political, social and personal lives. A technology rebel with a cause, in her life she fought tirelessly to ensure that technology’s impact would be a positive one. It was this vision that inspired Anita in 1997 to…

09/12/2014

The US president joined a group of middle-school children taking part in the "Hour of Code" computer education project.

21/11/2014

25 ნოემბერს გეპატიჟებით Google-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის პრეზენტაციაზე. შეხვედრაზე საუბარი იქნება Google-ს კონკურსის პირობებზე და მასში ქართველი სტუდენტების მონაწილების მიღების შესაძლებლობებზე:
https://www.facebook.com/events/625152397594495/?ref_dashboard_filter=upcoming

მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო კურსის ლექტორის, სანდრო ასათიანის სტატია: როგორ შეცვალა ლიტერატურა ახალმა ტექნოლოგიებმა
14/11/2014

მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო კურსის ლექტორის, სანდრო ასათიანის სტატია: როგორ შეცვალა ლიტერატურა ახალმა ტექნოლოგიებმა

ელექრონული მოწყობილობების განვითარებასთან ერთად ახალი ლიტერატურული ჟანრებიც გაჩნდა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: kindle single, FanFiction, Illustrated novels და Graphic Novels.

Address

Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Media Engineering at GIPA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Media Engineering at GIPA:

Shortcuts

Share

Category