საბავშვო ბაღი ჩვენი ეზო აცხადებს 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას. ბაღი ფუნქციონირებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 19:00-მდე.
ფასი:
ორშაბათი – პარასკევი – 700 ლარი (კვირაში 5 დღე)
✔ სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიით, რომლითაც სარგებლობენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების საბავშო ბაღები. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართული, რუსული და ასევე ინგლისური ენების გაძლიერებული სწავლება, მათემატიკა, ისტორია, ხელოვნების გაკვეთილები (ხატვა, ძერწვა), ვიდეო და აუდიო გაკვეთილები, საზეიმოდ მოსამზადებელი სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები. სხვადასხვა ფსიქოლოგიური თამაშები მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების გასავითარებლად.
✔ თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც აქვთ ბავშვებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება. სწავლება მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამითა და ლიტერატურით, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მეტყველების განვითარებას.
✔ კეთილმოწყობა:
1. 24 საათიანი ვიდეო კონტროლი სრულ პერიმეტრზე (მშობლებისთვის იგეგმება ონლაინ რეჯიმში ყურება)
2. დამონტაჟებულია ჰაერგამწმენდები, დაბინძურებული ჰაერის ამომცნობი დეტექტორები და მიმდინარეობს ყოველდღიური სრული დეზინფექცია, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რაიმე დაავადებების გამომწვევი კერები
3. სარემონტო საშუალებები (იატაკის ლაქი, საღებავები) - გერმანული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა მასალა.
4. ბაღში მოიხმარება მხოლოდ ერთჯერადი ხელსახოცები (როგორც ბავშვებისთვის ასევე პერსონალისთვის) და ტუალეტის ქაღალდები, რომლებიც არის მაღალტექნოლოგიურად დამზადებული და დამუშავებული ამერიკული ფირმა კიმბერლი კლარკის მიერ. 5. ბავშვები არიან პედიატრისა და ფსიქოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
✔ სამზარეულო:
6. ხორცი - შვეიცარიული ფირმა ბლაუენშტაინი, აქვთ სასაქონლო ფერმა რაჭაში და აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივ ხორცს.
7. ბოსტნეული - მოაქვთ ადგილზე სოფლის, ქართული ნატურალური პროდუქტი (და არა თურქული, ან სხვა ქვეყნის)
✔შემოქმედება:
უცხო ენები: ინგლისური, რუსული, სამეცნიერო, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სამხატვრო-შემოქმედებითი სწავლება, ხელოვნება,მუსიკა, ვიდეო-მუსიკალური საათი, გახსნილია მოსამზადებელი გჯუფი.
✔ ბაღში ისწავლება ინგლისური და რუსული ენები. ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს დღეში სამჯერ სპეციალურად შემუშავებული სხვადასხვა პროგრამით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
° პირველი საათი მოიცავს პროგრამულ მასალას, ვხემძღვანელობთ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საბავშვო ლიტერატურის მიხედვით.
°° მეორე საათი შეეხება მხატვრულ-ანიმაციური სიმღერების სწავლებას (ვსწავლობთ ინგლისური სიმღერების ტექსტებს).
°°° მესამე საათი მოიცავს ინგლისური ზღაპრის სამყაროს.
ამავე პრინციპით მიმდინარეობს რუსული ენის სწავლებაც.
✔ დღის რეჯიმში შედის აგრეთვე შემეცნებითი საათი (ქართული ლექსები, ზღაპრები, ტექსტების გარჩევა). ამ საათზე ბავშვებს სათანადო ლიტერატურის მიხედვით ვასწავლით უნარ–ჩვევებს, რომელშიც შედის ვერბალური, მათემატიკური, სამხატვრო ნაწილები. აგრეთე, ბავშვებს ამ ლიტერატურის მიხედვით ვეხმარებით ინდივიდუალური ნამუშევრების მომზადებაში.
✔ თეატრალურ-ქორეოგრაფიული სწავლება. წელიწადში რამოდენიმეჯერ ეწყობა სპექტაკლები და სადღესასწაულო გართობები. სპექტაკლებისთვის იწერება ბავშვებისთვის საყვარელი სალიტერატურო ზღაპრებისა და ნაწარმოებების მიხედვით სცენარები. სპექტაკლს ალამაზებს მხატვრის მიერ შესრულებული საინტერესო და თემატურად შერჩეული მიმზიდველი დეკორაციები და კოსტუმები. სპექტაკლები ტარდება ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვების მონაწილეობით დახვეწილი მხატვრულ-თეატრალური და ქორეოგრაფიული შესრულებით.
♪♪♪ მუსიკა - კვირაში სამჯერ ტარდება მუსიკის გაკვეთილი, რომლის დროსაც შესწავლილი სიმღერები შესრულდება სპექტაკლებზე.
✔ კვირაში სამჯერ ისწავლება ხელოვნება, რომელშიც შედის ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია და თიხაზე მუშაობა.
✔ საბავშვო ბაღში გახსნილია სკოლისათვის მოსამზადებელი ჯგუფი. აქ ბავშვებს ცალკე უტარდებათ ქართულისა და მათემატიკის მეცადინეობები. აგრეთვე, უტარდებათ მეცადინეობა, რომელშიც შედის ისტორიის, მითოლოგიისა და საბუნებისმეტყველო სწავლებები. მოსამზადებელ ჯგუფში სწავლება მიმდინარეობს საგანგებოდ მომზადებული პროგრამისა და შერჩეული ლიტერატურის მიხედვით.
⌘⌘⌘ ძვირფასო მშობლებო, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურება და პირობები თქვენი ბავშვებისთვის იქნება ის აუცილებელი საფუძველი, რომელიც შემდგომში გაამდიდრებს თქვენი პატარების შინაგან სამყაროს და ნოყიერ ნიადაგს მოუმზადებს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად! ⌘⌘⌘