Women Career Mentorship Hub

Women Career Mentorship Hub

Share

WCMH–პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერების ხელშეწყობას როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში.

The WCMH project aims to empower young women both in the capital city and across the regions of Georgia. This page is dedicated for the project of Women Career Mentorship Hub, with the objective of empowering young women and promoting gender equality in the capital city and the regions of Georgia.

30/01/2025

🇬🇧 ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი X-ზე ჩვენი პროექტის შესახებ.

This is a bilingual post. For English please scroll down.

🇬🇪 ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი X-ზე:

“დიდი პატივი მქონდა მემასპინძლა მომავალი ლიდერების დიდი ჯგუფისთვის, რომლებიც Chevening Awards (FCDO) მიერ დაფინანსებულ ქალთა კარიერული მენტორების პროგრამაში
მონაწილეობენ. განათლება და მენტორობა შეუჩერებელი კომბინაციაა.”

🇬🇧 British Ambassador to Georgia, Gareth Ward in his official X account:

“Honoured to host a big group of future leaders participating in the women’s career mentor programme. Education plus mentoring is an unstoppable combination.”

Women Career Mentorship Hub

https://x.com/garethwarduk/status/1882465376874750382?s=46&t=mcydJKwj1Brpz2DK790Jlg

Photos from Women Career Mentorship Hub's post 27/01/2025

🇬🇧 🇬🇪 დიდი ბრიტანეთის საელჩომ 23 იანვარს უმასპინძლა პროექტ– ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამის დასკვნით ცერემონიას.🌟
🔸ღონისძიება გაიხსნა დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მიმართვით.
🔸ორგანიზატორებმა შემდგომ წარადგინეს პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც ნახსენები იყო პროექტის მნიშვნელოვანი მიღწევები:
✔️მონაწილეებმა წარმატებით განავითარეს პროფესიული პორტფოლიოები, განსაზღვრეს კარიერული გზები. დაუკავშირდნენ ჩივნინგის კურსდამთავრებულებს და სხვა ინდუსტრიის პროფესიონალებს თავიანთ სფეროებში.
✔️მენტორების რეკომენდაციით მონაწილეები მიწვეული იყვნენ ინტერვიუებზე, ჩაერთვნენ მიმართულების სხვა პროექტებსა და კონკურსებში.
✔️თითოეულმა მონაწილემ მიიღო დამატებითი ინფორმაციები აკადემიური სასწავლო გრანტების შესახებ.
✔️აღსანიშნავია, რომ მონაწილეების 93%- უახლოეს პერიოდში Chevening–ის სტიპენდიის მოპოვებასაც გეგმავს.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება სიტყვით გამოსულიყვნენ და ასევე ერთმანეთს უკეთ გაცნობოდნენ.
🔸 აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ CAPF-ის მეშვეობით და მხარდაჭერილია თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
🌟 მადლობას ვუხდით პროექტის თითოეულ წევრს ჩართულობისთვის!
ვიმედოვნებთ რომ WCMH მომავალშიც აქტიურად დაეხმარება ქართველი ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას.
British Embassy Tbilisi, Chevening Awards (FCDO)

21/01/2025

✔️ გაგაცნობთ ჩვენს მენტორს– მორეტა ბობოხიძეს!
მიმართულება– ადამიანის უფლებები და გენდერის კვლევა
◾️მორეტას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გენდერული თანასწორობის ადვოკატირების და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით.
მორეტა იკავებდა სამართლის და არჩევნების ანალიტიკოსის თანაშემწის პოზიციას საქართველოში, მის მიერაა მომზადებული მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმების კონკრეტული თავების შესრულების ანალიზი და რეკომენდაციები.
🏆2015–2016 წლების განმავლობაში მორეტა Chevening–ის სტიპენდიით სწავლობდა სამართლის მართლმსაჯულებასა და პენოლოგიას შოტლანდიაში.
◾️2019-2022 წლებში მორეტა გახდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის ექსპერტი.
დღესდღეობით მორეტა აქტიურად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე როგორიცაა, გენდერული თანასწორობა, გენდერული მეინსტრიმინგი და ადვოკატირება, სექსუალური შევიწროების პრევენცია სამუშაო ადგილზე, ოჯახში ძალადობა, ქალთა და უმცირესობათა უფლებები, მონიტორინგის მექანიზმები და სხვა. ის ასევე თანამშრომლობს ლგბტქ+,მედია და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან.
◾️მადლობას ვუხდით მორეტას პროექტში აქტიური ჩართულობისთვის!

13/01/2025

🔊 მეგი, თამთა და ანი ჩვენი პროექტის მონაწილეები არიან!
✔️მეგი ცანავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მე-3 კურსის სტუდენტია.
🔸‘’ინოვაციური პროექტი, რომელიც ქალებისთვის ცოდნის, გამოცდილების და პროფესიული ქსელის განვითარების შანსს აანონსებდა, იყო უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც გაამდიდრებდა ჩემს საგანმანათლებლო მოგზაურობას პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და მენტორთან უშუალო კომუნიკაცია, არის და შემდეგშიც დარჩება საუკეთესო გამოცდილებად, რაც კი აქამდე მიმიღია! ‘’
✔️ თამთა ბეჟანიშვილი– არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი.
🔸‘’ამ პროგრამის პროფესიონალი მენტორები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან იმის შესახებ, თუ რა ეტაპების გავლა მოგვიწევს კარიერული ზრდის გზაზე, როგორ უნდა დავწეროთ სრულყოფილი სივი და სამოტივაციო წერილი, რა პროგრამებსა და სტაჟირებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ა.შ.
ყველა სტუდენტ გოგონას ვურჩევ გაიაროს ეს პროგრამა, ვინაიდან ბევრად უფრო სიღრმისეულად გაერკვევა თავის დარგსა და დასაქმების პერსპექტივებში.’’
✔️ანი გულუა– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია.
🔸‘’პროექტის დიდი ინტერესიდან გამომდინარე მენტორს გავუზიარე, რომ მსურდა მეტი ინფორმაცია გამეგო პროფესიული ტრენინგების, სივის შევსების და სამოტივაციო წერილის სწორად დაწერის ტექნიკების შესახებ. მენტორისგან მივიღე ძალიან კარგი მასალები და ინფორმაციები. გამომდინარე იქიდან, რომ გაცვლით პროგრამებზეც მქონდა შეკითხვები, მენტორმა ამ კუთხითაც დამაკვალიანა, შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ”
📚წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მონაწილეებს ! 🌟
Megi Tsanava, Tamta Bejanishvili, Anni Gulua

06/01/2025

✔️ გაგაცნობთ ჩვენს მენტორს, ამასთანავე, პროექტის ერთ–ერთ იდეის ავტორსა და ორგანიზატორს– ირმა მათოშვილს.
მიმართულება – ბიზნეს ადმინისტრირება.
◾️ირმა გახლავთ მარკეტინგისა და პროექტების მენეჯმენტის სპეციალისტი. მისი სამუშაო გამოცდილება აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: Mandarin Oriental Hyde Park, London, Booking.com, Coca-Cola Bottlers Georgia, Kedari Ventures, Menu.ge Leavingstone. ირმა ასევე ავტორია კურსის ტურიზმისა და ბიზნეს დეველოპმენტის მიმართულებით U.S Embassy in Tbilisi –ს ერთ–ერთ საგანმანათლებლო ცენტრში.
🏆 2022/2023 წლებში ირმა გახდა Chevening–ისა და საქართველოს ბანკის სტიპენდინტი– შედეგად მოიპოვა Oxford Brookes University–ს სამაგისტრო ხარისხი მასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
✅ ირმა პროექტის შესახებ აღნიშნავს:
‘’ ვფიქრობ WCMH უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევს საქართველოში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს განვითარებისთვის, მოხარული ვარ თუ ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი შემაქვს და ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივების ძალიან დიდი საჭიროებაა.
იმედი მაქვს ამ პროექტს მეტი წარმატებული მონაწილე ეყოლება“
◾️მადლობას ვუხდით ირმას პროექტში ჩართულობისთვის.
Irma Matoshvili

24/12/2024

📢🇬🇧 გაცნობებთ, რომ ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ტერიტორიიდან გაიმართება მარში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი პროექტის მენტორები, ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უმაღლესი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
ჩვენ ვუერთდებით საზოგადოების მოთხოვნას:
◾️გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილე!
◾️ დაინიშნოს ახალი თავისუფალი არჩევნები!

Send a message to learn more

30/11/2024

ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ისტორიულ მომავალს ევროპაში!
ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე!
ℹ️ ამასთანავე გიზიარებთ აუცილებელ
ინფორმაციას აქტივისტებისთვის ℹ️
❗ საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი კონტაქტები:
https://tinylink.net/Bh5e6

26/11/2024

🔊ნიტა, ანანო და ნია Women Career Mentorship Hub-ის მონაწილეები არიან!

✔️ნიტა ქოჩიშვილი –საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებულია.
ნიტა აღნიშნავს:
‘’ WCMH უნიკალური სივრცეა ქალების ურითერთგაძლიერებისთვის, კარიერული განვითარებისა მხარდაჭერისთვის. აუცილებელია, ეცნობოდე აღნიშნულ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, რომლებსაც უკვე დაგროვილი აქვთ ცოდნა და გამოცდილება და მზად არიან ამ ყველაფრის გასაზიარებლად, WCMH ამ კუთხით განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით’’

✔️ ანანო კულალაღაშვილი– თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია.
ანანო გვიზიარებს:
‘’ჩემი მიზანი დიპლომატიის, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კარიერულ განვითარებას ემსახურება. პროექტში მონაწილეობა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა და ჩემი ხედვებისა უფრო გაბედული ნაბიჯებით რეალიზებაში მეხმარება. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ მომდევნო აკადემიური საფეხური თანხვედრაში იყოს ჩემს ინტერესებთან, რის მიღწევაშიც მენტორის რჩევებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს’’

✔️ ნია კაჭკაჭიშვილი– საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( GIPA–ს) –ფსიქოლოგიის სტუდენტია.
ნია აღნიშნავს:
‘’დაინტერესებული ვარ განათლების ფსიქოლოგიის სფეროთი და ამ პროექტის ფარგლებში გავიცანი მენტორი- განათლების ნეირომეცნიერი. მასთან კომუნიკაცია მეხმარება მეტად გავერკვე პროფესიაში რომელსაც ვეუფლები და გავიღრმავო ცოდნა ამ მიმართულებით. მენტორი ასევე მეხმარება მოვიძიო უნივერსიტეტი, სადაც შევძლებ მაგისტრატურის სწავლას.’’
📚 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მონაწილეებს !🌟
Nita Kochishvili, ანანო კულალაღაშვილი, Niako Kachkachashvili

18/11/2024

✔️ გაგაცნობთ ჩვენს მენტორს– ეკატერინე სხილაძეს.
მიმართულება – ადამიანის უფლებები, გენდერი.
◾️ეკატერინე გახლავთ ადამიანის უფლებების დამცველი და აქტივისტი, რომელიც მუშაობს გენდერის და თანასწორობის საკითხებზე. 2016-2023 წლებში იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას.
🏆ეკატერინეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართალში, ამასთანავე, გახდა Chevening –ის 2022/2023 წლების გამარჯვებული და მოიპოვა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მაგისტრის ხარისხი გენდერის საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ ეკატერინე 2016 წელს დაჯილდოვდა კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოთი ქალი უფლებადამცველებისთვის.
✅ ეკატერინე პროექტის შესახებ აღნიშნავს:
'' WCMH ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს პროექტში მონაწილე გოგონების შესაძლებლობების გაძლიერებას. საქართველოში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ინიციატივა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და საზოგადოებრივ საქმეს ემსახურება''
◾️უღრმეს მადლობას ვუხდით ეკატერინეს პროექტში
ჩართულობისთვის!

11/11/2024

🔊 წარმოგიდგენთ Women Career Mentorship Hub-ის მონაწილეებს!
✔️ თამუნა ქურციკიძე
🔸თამუნა სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში– ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე.
თამუნა გვიზიარებს, რომ ინდუსტრიის ექსპერტებისგან მიღებული რჩევა ყოველთვის სჭირდებოდა, WCMH–მა კი მისცა უნიკალური შანსი პირადად დაკავშირებოდა მენტორს. პროექტი მის უმთავრეს მიზანსაც შეუწყობს ხელს, რომ მან აკადემიურ განვითარებასთან ერთად შეძლოს ბრიტანულ საბჭოსთან თანამშრომლობა და კვალიფიციური ენის სპეციალისტის სტატუსის მოპოვებაც.

✔️ მარიამ გოგინაშვილი
🔸 მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.
მარიამის თქმით WCMH–ის პროექტი იქნება ახალი, ბევრად მაღალი დონის კარიერული განვითარების წინაპირობა. როგორც მისი ასევე მისი თანატოლების ხელშემწყობი უმთავრესი ფაქტორი, საკუთარი თავის და უნარების აღმოჩენის გრძელ და მნიშვნელოვან გზაზე.

✔️ ია იაძე
🔸ია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტია.
როგორც ია აღნიშნავს, ის დაინტერესებულია გარემოს დაცვითი და კლიმატის საკითხებით.
იამ პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა, იქიდან გამომდინარე, რომ ფიქრობს, ეს მის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებს ბევრად უკეთ დაანახებს. ასევე მენტორი შეძლებს მის უნარებსა და სისუსტეებზე მორგებული სწორი რჩევების გაზიარებას.

📚 Women Career Mentorship Hub– წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მონაწილეებს !🌟
Tamuna Kurtsikidze, Mako Goginashvili, Ia Iadze

09/11/2024

✔️ გაგაცნობთ ჩვენს მენტორს- მარიამ თავდგირიძეს.
მიმართულება– სამართალი
🏆მარიამი გახლავთ Chevening–ის 2022-2023 წლის სტიპენდიატი და ედინბურგის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
🔹️მას ასევე დამთავრებული აქვს გრონინგენის უნივერსიტეტი ნიდერლანდების სამეფოში, ევროკავშირის სამართლის მიმართულებით.
🔹️მარიამის პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან ადამიანის უფლებების დაცვის და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დამყარებას და მის განვითარებას.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო სექტორს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
✅ როგორც მარიამი აღნიშნავს, WCMH არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც შეუძლია რომ პროექტში ჩართული გოგონების ცხოვრება შეცვალოს და სწორ გზაზე დააყენოს უმოკლეს დროში, რესურსების, დროისა და ინფორმაციის მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებით.
◾️პროექტში ჩართული მენტორები სხვადასხვა სექტორის გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებიც არ დაიშურებენ დროს და ენერგიას რომ მონაწილეებს მიაწოდონ ის ინფორმაცია და რჩევები, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს დიდი შრომის და გათენებული ღამეების შედეგად. ეს, რა თქმა უნდა, პროგრამაში ჩართულ გოგონებს დაეხმარებათ თავიანთი მიზნების თუ კარიერული მიმართულების სწორად შერჩევასა და დაგეგმვაში.
◾️უღრმეს მადლობას ვუხდით მარიამს
ჩართულობისთვის!
Mariam Tavdgiridze

06/11/2024

🔊 წარმოგიდგენთ Women Career Mentorship Hub-ის მონაწილეებს!
✔️ ლიზი ხომერიკი
🔸ლიზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და მოხარულია პროექტში მონაწილეობით.
მისი აზრით, WCMH პროფესიული განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტის შემდეგ ნომერ პირველ კარიერულ მხარდაჭერას სთავაზობს. ეს პროექტი მონაწილეებს ასწავლის არა მხოლოდ პროფესიას, არამედ უზიარებს იმ ცოდნას, რომელიც ფორმალური განათლების ფარგლებს სცდება და სამუშაო ბაზარზე უკეთესად ორიენტირებას წარმოადგენს.

✔️ ლიზი თევდორაშვილი
🔸 ლიზი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტია. მისი თქმით, WCMH მას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ექსპერტებისგან სწორი რჩევები და ისწავლოს კარიერული დაგეგმვის პრინციპები. ეს პროექტი თავიდანვე ნათლად აჩვენებს, რომ პროფესიული მიზნების მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

✔️ ელენე წამალაიძე
🔸ელენე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მას უკვე ჰქონდა პირველი სესია მენტორთან, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა პროექტის საჭიროებებსა და მიზნებში. პროექტი მას Chevening-ის პერსპექტივებისა და საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილების შესახებ ინფორმაციასაც აწვდის, რაც დაეხმარება უნარების გაძლიერებაში და პროფესიული წარმატების მიღწევაში.

📚 Women Career Mentorship Hub– ხელს უწყობს ახალგაზრდა ქალების პროფესიულ ზრდას და კარიერული განვითარებას !🌟
ლიზი ხომერიკი, Lizi Tevdorashvili, Elene Tsamalaidze

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Tbilisi
0099

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 11:00 - 14:00