სასწავლო სტიპენდიები იტალიაში "დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სასწავლო სტიპენდიები იტალიაში "დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან"

სასწავლო სტიპენდიები იტალიაში "დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სასწავლო სტიპენდიები იტალიაში "დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან", Education, Tbilisi.

"დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტის" პარტნიორი, იტალიური ენისა და კულტურის ლაბორატორია- "Edulingua" 2017 წლ...
15/02/2017

"დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტის" პარტნიორი, იტალიური ენისა და კულტურის ლაბორატორია- "Edulingua" 2017 წლის 15-26 მაისს გვთავაზობს იტალიური გასტრონომიის პრაქტიკულ და თეორიულ კურსს- სპეციალურ ფასად -მხოლოდ და მხოლოდ 898 ევროდ!

01/02/2017

სასწავლო სტიპენდიები იტალიური ენისა და კულტურის კურსზე სწავლის მსურველთათვის

ქ. არეცოს იტალიური კულტურის სკოლა, ASILS-ის (იტალიური ენის, როგორც მეორე ენის სწავლების სკოლების ასოციაცია) და Eduitalia-ს (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პატრონაჟის მქონე, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ასოციაცია) წევრი, რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის სფეროში, იტალიური ენის შემსწავლელებს 2017 წლისათვის შემდეგ სასწავლო სტიპენდიებს სთავაზობს:
1 სტიპენდია 100%-ანი დაფინანსებით, იტალიური ენის 1 ან 2 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად (და 1 სტიპენდია 30%-ანი დაფინანსებით ამ კურსის 1 ან 2 კვირით გასაგრძელებლად);
2 სტიპენდია 40%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად;
3 სტიპენდია 30%-ანი დაფინანსებით იტალიური ენის 1/2/3/4 კვირიან ინტენსიურ კურსზე დასასწრებად.
აღნიშნული სტიპენდია არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯს.
ენის კურსებთან ერთად, შესაძლებელია იტალიური სამზარეულოს, მუსიკის და ვოკალის, საოქრომჭედლო, ქანდაკებისა და ხელოვნების ისტორიის გაკვეთილების შერჩევა.
განაცხადების წარდგენა ხდება თბილისში იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილებაში, იტალიური ენისა და კულტურის სწავლების ცენტრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების იტალიური ფილოლოგიის ფაკულტეტების მეშვეობით.

სასწავლო სტიპენდიები ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტის იტალიური ენის კურსებზე სწავლის მსურველთათვისიტალიის განათლებისა დ...
01/02/2017

სასწავლო სტიპენდიები ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტის იტალიური ენის კურსებზე სწავლის მსურველთათვის

იტალიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული ვიტერბოს იტალიური ენის ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს 1995 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების იტალიური ენის დეპარტამენტების სტუდენტების 2017 წლისთვის სთავაზობს შემდეგ შეღავათებს:
1 სტიპენდიას იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე უფასოდ დასასწრებად;
4 სტიპენდიას 50%-ანი ფასდაკლებით იტალიური ენის 2 კვირიან კურსზე დასასწრებად.
აღნიშნული შეღავათები არ მოიცავს მოგზაურობისა და საცხოვრებლის ხარჯს და ასევე, არ მოიცავს ინსტიტუტში რეგისტრაციის საფასურს.
განაცხადების წარდგენა ხდება თბილისში იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილებაში, იტალიური ფილოლოგიის ფაკულტეტების მეშვეობით.
ინსტიტუტის, კურსების და საცხოვრებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ იტალიის საელჩოს გვერდს:

http://www.ambtbilisi.esteri.it/Ambasciata_Tbilisi/ka/informazioni_e_servizi/borse%20di%20studio%20ed%20altre%20opportunita/borse-studio-altre-opp.html

სასწავლო სტიპენდიები და სხვა შესაძლებლობები

31/01/2017

სიურპრიზი "დანტეს საზოგადოების თბილისის კომიტეტის" წევრებს

არაჩვეულებრივი სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის
31/01/2017

არაჩვეულებრივი სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის

31/01/2017

ძვირფასო მეგობრებო,

მათთვის, ვინც უკვე დაიწყო იტალიურის სწავლა და სურს ცოდნის დონის გაუმჯობესება იტალიაში, ან სურს პირდაპირ იტალიაში დაიწყოს ამ ულამაზესი ენის სწავლა- ეს გვერდი ნამდვილი მარგალიტია

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასწავლო სტიპენდიები იტალიაში "დანტე ალიგიერის საზოგადოებისგან" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category