2012 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღმა. საბავშვო ბაღი მდებარეობს ბასტი ბუბუს სტუდიის გვერდით და აღჭურვილია ბავშვების განვითარებისათვის აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით, სათამაშოებით და რაც მთავარია პედაგოგიკით.
ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღის მთლიანი ცხოვრება, აღმზრდელობითი, განმავითარებელი და სასწავლო პროცესები და მათი შინაარსი ჰუმანური პედაგოგიკის იდეებს ემყარება. ჰუმანური პედაგოგიკა არის მოზარდში პიროვნების აღზრდის თეორია და შემოქმედებითი პრაქტიკა. ჰუმანური პედაგოგიური პროცესი ბავშვის ჯანმრთელობისათვის პროფილაქტიკური და სამკურნალოა. იგი მას უქმნის შინაგანი თანხმობის, სიხარულის, სიყვარულის, პატივისცემისა და წარმატების განწყობილებას.
ბაღი აღჭურვილია ვიდეო აპარატურით, ისე, რომ მშობლებს შეუძლიათ ადევნონ თვალყური მათი ბავშვების ცხოვრებას ბაღში პირდაპირი ეთერით, ბასტი ბუბუს ბაღის ვებ-გვერდის საშუალებით.
ჩვენი ბაღის ძირითადი მიზანია მოზარდ თაობაში კეთილშობილებისა და დიდსულოვნების აღზრდა. ეს საქმე იწყება ადრეული ასაკიდავნე ოჯახში და გრძელდება საბავშვო ბაღსა და სკოლაში.
ჩვენი ბაღი ემყარება შემდეგ აქსიომატიკას:
• სიყვარული სიყვარულით აღიზრდება;
• სიკეთე სიკეთით აღიზრდება;
• კეთილშობილება კეთილშობილებით აღიზრდება;
• თავაზიანობა თავაზიანობით აღიზრდება და ა.შ.
ჩვენთან მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური აღმზრდელები და ძიძები, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევენ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ექპერტები, ფსიქოლოგები და პედაგოგები.
ბავშვები ჩვენს ბაღში სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს. ბაღში ასევე მუშაობს პედიატრი, ხოლო საბავშვო მენიუ შედგენილია გამოცდილი საბავშვო დიეტოლოგების მიერ, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშვის ინდივიდუალ თავისებურებებს.
გარდა აღმზრდელებისა და პედაგოგებისა, ბავშვებთან მუშაობენ ბასტი ბუბუს განმავითარებელი მუსიკალური პროგრამით ბაბილინა და გიო, მოდიან ასევე საინტერესო და სახალისო სტუმრები.