ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award MIA is a nationwide challenge that promotes STEM education and innovations among 13-18 years old Georgian youth.

Every year, the winning team of the national challenge takes part in the Space Center University at NASA Houston Space Center. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის მეგობარია - ჯეოსელი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს 13-18 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის აპრილში, აშშ–ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ საჩუქრები, ხოლო პროექტში ჩართული ყველა გუნდი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მიღწევებს აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან თუ ორგანიზაციებთან, რაც დაეხმარებათ მათთან სამომავლო პარტნიორობის დამყარებასა და ცოდნის გამყარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ასახულია „საქართველო 2020“ სტრატეგიაშიც.

13/09/2026

#გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების წარმატების ისტორია!

2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი „Risk Trackers“, Liberty • ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდა.

პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს CERN-ში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, ჟენევის უნივერსიტეტში, შვეიცარიის სამეცნიერო ცენტრ Technorama-სა და გაეროს ოფისში.

მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა სტიქიური კატასტროფების ადრეული მონიტორინგისა და კვლევის სისტემა შექმნა. სისტემა რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას ქანების მოძრაობისა და ჰიდროლოგიური ცვლილებების შესახებ, რაც აუცილებელია ადამიანური და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად.

დეტალები იხილეთ იმედის დილაში, რუბრიკაში "გამომგონებლები".

#ათასწლეულისფონდი #ლიბერთი #ათასწლეულისინოვაციისკონკურსი

!!!
13/09/2026

!!!

🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო საზაფხულო პროგრამებიდან დაბრუნდნენ!

🥇2025 წლის კონკურსის პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა „კლასტერები“ NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში NASA-ს მისიებით შთაგონებულ მარსის ექსპედიციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა შექმნეს მარსის ჰაბიტატის პროტოტიპი, მართეს რობოტული როვერები და ასტრონავტთა მომზადების სიმულაციები გაიარეს.

🥈მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა „არმო“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს Tech Park Georgia მხარდაჭერით, სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართულ iD Tech-ის საზაფხულო ბანაკში პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, თამაშების შექმნა და 3D მოდელირება შეისწავლა.

🥉მესამე ადგილზე გასული გუნდი „Risk Trackers“, Liberty • ლიბერთის მხარდაჭერით, შვეიცარიაში CERN-ს, ჟენევის უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრ Technorama-სა და გაეროს ჟენევის ოფისს ეწვია. მოსწავლეები გაეცნენ CERN-ის ALICE-ისა და CMS-ის ექსპერიმენტებს და მონაწილეობა მიიღეს ხელოვნური ინტელექტის, ასტრონომიისა და ბიოფოტონიკის ვორქშოპებში.

🌍 საერთაშორისო გამოცდილებამ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ორგანიზაციები გაეცნოთ და STEM სფეროში მომავალი განათლებისა და კარიერისთვის ახალი მიზნები დაესახათ.

სრულად იხილეთ ბმული კომენტარებში.

#ათასწლეულისინოვაციისკონკურსი

10/09/2026

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 20...

🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში! 🇬🇪🇺🇸ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგ...
21/08/2026

🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში! 🇬🇪🇺🇸

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მთავარი პრიზის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო NASA Space Center University-ის Martian Expedition პროგრამაში. ესაა უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდებს კოსმოსური კვლევების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სამყაროს აცნობს.

🪐 Martian Expedition - მარსის ექსპედიცია ინტენსიური STEM პროგრამაა, რომლის ფარგლებში მონაწილეები მარსის კვლევასთან დაკავშირებულ რეალურ სამეცნიერო და საინჟინრო გამოწვევებზე მუშაობენ. პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ ექსპერიმენტებს, ინჟინერიას, რობოტიკას, კოსმოსური მისიების დაგეგმვას, გუნდურ მუშაობასა და პრობლემების გადაჭრას.

ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი გამარჯვებულები მუშაობდნენ ისეთ ამოცანებზე, რომლებიც მათ საშუალებას აძლევდა, თავი რეალური კოსმოსური მისიის მონაწილეებად წარმოედგინათ: დაეგეგმათ მისია, ემუშავათ გუნდურად, მიეღოთ გადაწყვეტილებები შეზღუდული დროისა და რესურსების პირობებში და პრაქტიკაში გამოეყენებინათ STEM ცოდნა.

🌎 NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიღებული გამოცდილება მონაწილეებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა. ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დაინახონ, როგორ მუშაობს NASA და როგორ იქცევა ცნობისმოყვარეობა კვლევად, იდეა ტექნოლოგიად, ხოლო ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტად.

🔬 პროგრამის მთავარი ღირებულება პრაქტიკული სწავლებაა. ახალგაზრდები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს არა მხოლოდ თეორიულად ეცნობიან, არამედ თავად ხდებიან კვლევის, ექსპერიმენტისა და ინჟინერული პროცესის მონაწილეები.

🏆ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ესაა - აღმოვაჩინოთ საქართველოში ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, წავახალისოთ მათი ინტერესი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ და მივცეთ მათ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში გამოცადონ.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ქართველი მოსწავლეების გზა საკლასო ოთახიდან და საკუთარი ინოვაციური იდეიდან NASA-მდე მიდის. 🚀

#ათასწლეულისინოვაციისკონკურსი

🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ფინალისტები ცნობილია!2026 წლის 16-17 ივლისს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კ...
01/08/2026

🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ფინალისტები ცნობილია!

2026 წლის 16-17 ივლისს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალი, სადაც 28 ნახევარფინალისტმა გუნდმა დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე საკუთარი ინოვაციური STEM პროექტები წარადგინა. 💡

შეფასების შედეგად გამოვლინდა 10 ფინალისტი გუნდი, რომლებიც მიიღებენ მცირე გრანტს თავიანთი იდეების პროტოტიპების შესაქმნელად. 2026 წლის შემოდგომაზე ისინი უკვე დასრულებულ პროტოტიპებს წარუდგენენ ჟიურის, რომელიც წლის გამარჯვებულებს გამოავლენს. 🏆

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მოსწავლეთა ინოვაციური იდეები ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM) მიმართულებით და ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნება და მეცნიერებისადმი ინტერესი გააძლიეროს.

🎉 ვულოცავთ ყველა ფინალისტ გუნდს და წარმატებას ვუსურვებთ ფინალურ ეტაპზე!

🙏 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს

GITA • Tech Park საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს

ლიბერთი ბანკს Liberty • ლიბერთი

Lineate Georgiaს

და კონკურსის ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს 💫

🇺🇸 პროექტი ინიცირებულია 2014 წელს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით. კონკურსს ახორციელებს და აფინანსებს ათასწლეულის ფონდი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA - Georgia.

🚀 2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია!🎉10-მა გუნდმა ჟიურის შეფასებით ფინალისტის სტატუსი მოიპო...
27/07/2026

🚀 2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია!

🎉10-მა გუნდმა ჟიურის შეფასებით ფინალისტის სტატუსი მოიპოვა

🥇წინ ყველაზე საინტერესო ეტაპია - იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნა.

👏ვულოცავთ ყველა ფინალისტს და წარმატებას ვუსურვებთ ფინალში

🚀ფინალისტების სია იხილეთ ბმულზე ⤵️

2026 წლის 16-17 ივლისს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალი გაიმართა. 28 ნახევარფინალისტმა გუნდმა კონკურსის...

💡 ყოველი დიდი იდეა ოდესღაც მხოლოდ გაბედული ოცნება იყო. ამ ფოტოებზე არიან ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთა...
21/07/2026

💡 ყოველი დიდი იდეა ოდესღაც მხოლოდ გაბედული ოცნება იყო. ამ ფოტოებზე არიან ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი იდეები რეალობად ექციათ. ✨

🥇გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ნახევარფინალისტები!

👏 წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA - Georgiaს მიერ

***ENG ***

💡 Every great idea was once just a bold dream. These photos feature young innovators who chose to turn their ideas into reality. ✨

🥇 Meet the 2026 semifinalists of the Millennium Innovations Award!

👏 We wish each and every one of them the very best of luck on their journey ahead!

Millennium Innovations Award is organized since 2014 by the Millennium Foundation 💫

18/07/2026

💡გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტები!

📅 16-17 ივლისს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2026 წლის ნახევარფინალი, სადაც ნახევარფინალში გადასულმა 28 გუნდმა საკუთარი ინოვაციური პროექტები დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგინა.

🎥 ვიდეოში გაიცნობთ შემდეგი ნახევარფინალისტი გუნდების პროექტებს: Firali, AeroGuard, Photocrypt, MethaNova, Oreon, Ignite X

👏 წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ გუნდს!

ვიდეოებისთვის მადლობა Mariam Gurchumelia

18/07/2026

🌟 დიდი იდეები სწორედ აქ იწყება!

📅 16-17 ივლისს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში 28 გუნდმა საკუთარი ინოვაციური პროექტები ჟიურის წარუდგინა.

🎥 ვიდეოში წარმოგიდგენთ ნახევარფინალისტების საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მეშვეობით ცდილობენ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას.

📍 ვიდეოში გაიცანით შემდეგი გუნდები: HPR, SynanptiX, Catalysts, News From Irganchai, GioAeroVision, MineGuard, Aerotech

👏 წარმატებები ნახევარფინალისტებს!

ვიდეოებისთვის მადლობა კონკურსის წინა წლების გამარჯვებულ Mariam Gurchumelia 🙏

18/07/2026

💡 იდეები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს ქმნის!

28 ნახევარფინალისტი გუნდი, 28 უნიკალური პროექტი და უამრავი ინოვაციური გადაწყვეტა! 🚀

📅 16-17 ივლისს დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტებმა საკუთარი პროექტები წარადგინეს.

🎥 უყურეთ ვიდეოს და აღმოაჩინეთ მომავალი ქართველი ინოვატორების იდეები.

📍 ვიდეოში ნახავთ შემდეგ გუნდებს: SeaPulse, Kinara, Hydra, Smartnurse, Agrointellect, Resonance, Blindspot, AgroInnovators

🤝 ვულოცავთ ყველა ნახევარფინალისტს და წარმატებას ვუსურვებთ!

Address

5 Merab Kostava Str
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322428528

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award:

Shortcuts

Share

Category