Waldorfschule Tbilisi/ვალდორფის სკოლა

Waldorfschule Tbilisi/ვალდორფის სკოლა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
ოფიციალური გვერდი

ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის პირველ დღეს თავისი ჩუმი ჯადოქრობა დაჰყვება. ეს ის ზღურბლია, საიდანაც ბა...
16/09/2026

ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის პირველ დღეს თავისი ჩუმი ჯადოქრობა დაჰყვება. ეს ის ზღურბლია, საიდანაც ბავშვი აღმოჩენებით სავსე დიდ სამყაროში დგამს ნაბიჯს. ირგვლივ კი ისეთი გარემო ხვდება, რომელიც მზადაა, ჩაეხუტოს და გზა გაუკვალოს.

პირველ დღეს ეს მხარდაჭერა სრულიად ხელშესახები იყო: მეექვსეკლასელები ამაყად ედგნენ გვერდით თავიანთ პატარა მეწყვილეებს, ამხნევებდნენ და გზას უნათებდნენ სასკოლო ცხოვრებაში.

დილის ლამაზ განწყობას კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა. ისინი პატარებს გულთბილად მიესალმნენ, სკოლაში გატარებული წლების შესახებ მოუყვნენ და ის გამოცდილება თუ თბილი რჩევები გაუზიარეს, რაც აქ ზრდის, სიხარულისა და სწავლის 12 წლის მანძილზე დააგროვეს.

გარდა ამისა, პატივი გვხვდა წილად, გვემასპინძლა გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენთან ერთად აღნიშნეს. ტრადიციისამებრ, მათ თითოეულ პირველკლასელს ფერადი Schultüte - ტრადიციული სასკოლო საჩუქრები გადასცეს.

თინათინ შუბლაძე

ჩვენი სკოლა და მწვანე მომავალიჩვენს სკოლაში ნარჩენებს უბრალოდ ნარჩენებად არ ვუყურებთ — ვცდილობთ, მათ მეორე სიცოცხლე ვუპო...
11/09/2026

ჩვენი სკოლა და მწვანე მომავალი

ჩვენს სკოლაში ნარჩენებს უბრალოდ ნარჩენებად არ ვუყურებთ — ვცდილობთ, მათ მეორე სიცოცხლე ვუპოვოთ. ვახარისხებთ ქაღალდსა და პლასტმასს, ხოლო მებაღეობის გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ კომპოსტირებას - თუ როგორ იქცევა ნარჩენი ისევ სიცოცხლის მომცემ რესურსად.

შარშან ამ საქმეში ჩვენი სკოლის მეგობარი — ჩეხეთის საელჩოც შემოგვიერთდა. საჩუქრად კომპოსტის სათავსო მოგვიტანა და მაშინდელ მე-6 კლასთან ერთად ცოდნის, გამოცდილებისა გაზიარების მშვენიერი დღე გვაჩუქა. იყო ინტერაქტიური სწავლება, ბევრი კითხვა და აღმოჩენა, ბოლოს კი — ვალდორფული სიმღერა, როგორც მადლიერების გულწრფელი გამოხატულება.

რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი სტუმრები კვლავ დაბრუნდნენ — ამჯერად იმის სანახავად, ნამდვილად „მუშაობდა“ თუ არა ჩვენი კომპოსტის სათავსო.

სკოლას გადაეცა სიგელი, რომელიც საქმის გულიანად შესრულების დასტურია.

გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, გარემოზე ცოდნა, ჩვევად და ბოლოს — ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცეს.
მარიამ ლაგვილავა-ლაჰე

29/06/2026

✨
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბიოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე.
https://teacherjobs.ge/99444

გთხოვთ, გააზიაროთ ეს განცხადება. შესაძლოა, სწორედ თქვენი დახმარებით მივაწვდინოთ ინფორმაცია მომავალ კოლეგას. ✨

დღეს მეთერთმეტე კლასელები კვლავ სცენაზე იდგებიან და კიდევ ერთხელ გაგვაოცებენ თავიანთი თამაშით. ერთი კვირის წინ კი ვალდორ...
28/06/2026

დღეს მეთერთმეტე კლასელები კვლავ სცენაზე იდგებიან და კიდევ ერთხელ გაგვაოცებენ თავიანთი თამაშით.
ერთი კვირის წინ კი ვალდორფის სკოლაში არსებული სავალდებულო პროგრამის, სოციალური პრაქტიკის ფარგლებში დაასრულეს მოხალისეობრივი მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებში და სკოლის საზოგადოებას გაუზიარეს მოპოვებული ცოდნა და გამომუშავებული უნარები.
მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ჩვენს ახალგაზრდებს მისცა საშუალება ეს პრაქტიკა გაევლო.



#თხილისგული

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა გიწვევთ ერთკვირიან თეორიულ და პრაქტიკულ სემინარზე: „ცნობიერების თორმეტი კარიბჭე“ ✨🌿 ...
26/06/2026

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა გიწვევთ ერთკვირიან თეორიულ და პრაქტიკულ სემინარზე: „ცნობიერების თორმეტი კარიბჭე“ ✨
🌿 ადამიანის არსების და მისი სიღრმეების წვდომა, ანტროპოსოფიის საშუალებით, სხვადასხვა კუთხით არის შესაძლებელი. გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო გზას, რომელიც ადამიანის თორმეტი გრძნობის გაცნობიერებითა და განვითარებით ხორციელდება.
📅 თარიღი: 1 ივლისი – 7 ივლისი, 2026
⏰ დრო: ყოველდღე 19:00 საათიდან
📍 ადგილი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
🎼 პრაქტიკული ნაწილი: ყოველ სემინარს თან ახლავს მუსიკალური ევრითმიის ელემენტების პრაქტიკული სავარჯიშოები!
📜 სემინარის პროგრამის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://drive.google.com/file/d/15wf6iUxoEFlCkMXQV2H1-AHHw2Jlt1pN/view?usp=sharing
💰 სემინარის სრული კურსის ღირებულება: 60 ლარი
გელით სემინარზე! 🌱

ძვირფასო მეგობრებო,ვალდორფის სკოლაში მეთერთმეტე კლასის სპექტაკლი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რასაც ყველა მოუთმენლ...
24/06/2026

ძვირფასო მეგობრებო,
ვალდორფის სკოლაში მეთერთმეტე კლასის სპექტაკლი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რასაც ყველა მოუთმენლად ველოდებით ❤️
ამ საქმეში დიდი შრომა არის ჩადებული და ნამდვილად ღირს სანახავად!
P.S: 26 ივნისის ბილეთები უკვე გაყიდულია ;)

ძვირფასო მეგობრებო, მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო!      26/27/28/29 ივნისს, 20:30-საათზე       სკოლის ეზოში,გულ...
21/06/2026

ძვირფასო მეგობრებო, მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო!
26/27/28/29 ივნისს, 20:30-საათზე
სკოლის ეზოში,
გულითადად გეპატიჟებით მეთერთმეტე კლასის სპექტაკლზე

"გამარჯვების" რექვიემი
(ფ.დიურენმატის პიესის "რომულუს დიდი"-ის მიხედვით)

ბილეთები, შეგიძლიათ შეიძინოთ:

☆სკოლაში 11:00-16:00 საათამდე ( ადმინისტრაციის ოთახში )
599 91 21 77 იანა კალანდაძე

☆დისტანციურად, ჩარიცხვით
რუსუდან კონჯარია ( 595 25 68 53 )
BOG: GE07BG0000000176941100
TBC: GE74TB7958545068100034
( დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი/გვარი, ბილეთების რაოდენობა და თარიღი )

☆ ადგილზე, სპექტაკლის დღეს.

ბილეთის ფასი - 20 ლარი

აფიშის ავტორი - ევა წიკლაური

გიწვევთ Xა კლასის ინგლისურენოვან სპექტაკლზე — „რომეო და ჯულიეტა“ 📅 08.06, 2026🕖 19:00📍 თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკო...
07/06/2026

გიწვევთ Xა კლასის ინგლისურენოვან სპექტაკლზე — „რომეო და ჯულიეტა“

📅 08.06, 2026
🕖 19:00
📍 თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ცეკვის დარბაზი
დამდგმელი მასწავლებელი : Sophie Mantra

მოხარული ვიქნებით თქვენი დასწრებით ✨

Address

Topuria Street 2
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 14:00

Telephone

+995322545400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Waldorfschule Tbilisi/ვალდორფის სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Waldorfschule Tbilisi/ვალდორფის სკოლა:

Shortcuts

Share

Category