10/02/2020
რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია 5 დღე
▶️მოგესალმებით მეგობრებო ძალიან მაგარი ახალი ამბით. საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოება წარმოგიდგენთ ყოველწლიური ზამთრის სემინარის „ბაკურიანი 2020“.
ზამთრის სემინარი "ბაკურიანი 2020“ გახლავთ ტრადიციად ქცეული საერთაშორისო სემინარი, რომელიც დიდი პოპულარობითა და ერთგულებით სარგებლობს ქართველ სტომატოლოგთა შორის.
✅✅მე-12 ზამთრის საერთაშორისო სემინარი ტრადიციულად ტარდება დაბა ბაკურიანში. მასში მონაწილეობას იღებს 170 სტომატოლოგი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უცხოელი სტუმრები, კლინიკის ხელმძღვანელები, სტომატოლოგიურ ბაზარაზე არსებული წამყვანი კომპანიები და ფარმაცევტული ფირმები.
📌📌სემინარზე სპიკერების რანგში წარსდგებიან საქართველოს წამყვანი კლინიცისტი სტომატოლოგები და ასევე უცხოელი კოლეგები.
📍სემინარი წელს ჩატარდება 28-1 თებერვალი/მარტი, მასპინძელი, განახლებული სასტუმრო " ბაკურიანი ინი". ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით : 555 007 238