თბილისი N115 ბაგა-ბაღი

თბილისი N115 ბაგა-ბაღი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისი N115 ბაგა-ბაღი, Nursery, თრიალეთის ქუჩა, Tbilisi.

30/09/2026

🏠👩‍👦‍👦 საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

✅ სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.

📊 ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი- ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

💉 მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ℹ️ დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

28/09/2026

3-4 წლიანი ჯგ.” მაკნატუნა”
აღმზრდელი: მაია მშვენიერიძე
“ ფერები ჩემს გარშემო”
ვითარდება: რიგის დაცვა, ფერთა აღქმა, ხელის და თვალის კოორდინაცია, სივრცითი მიმართულებები❤️❤️❤️

18/09/2026

5-6 წლ. ჯგ” ყოჩაღები”
აღმზრდელი: ნუნუ ანჩაბაძე
მხიარული მათემატიკა 🎉
ვითარდება: რიგითობის დაცვა, სისწრაფე, თვალის და ხელის კოორდინაცია, მათემატიკური უნარების დასწავლა თამაშით❤️❤️❤️

ძვირფასო მშობლებო და პატარებო!🎒 ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება!🎨...
14/09/2026

ძვირფასო მშობლებო და პატარებო!

🎒 ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება!
🎨 გელოდებით მხიარული თამაშებით, შემოქმედებითი აქტივობებითა და სითბოთი სავსე დღეებით! 🎶📚

✨ერთად დავიწყოთ ახალი სააღმზრდელო წელი, სიხარულით და ენერგიით!

ადაპტაცია საბავშვო ბაღში 👫

სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის წასვლა სერიოზული გამოწვევაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. ამ დროს ბავშვებს უწევთ ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან და უცხო ადამიანებთან. მშობლის სწორი ჩართულობა ამ პროცესში, წარმატებული ადაპტაციის საწინდარია.

✅ რჩევები მშობლებისთვის :


❓❓❓როგორ უნდა მოვიქცეთ უშუალოდ ბაღში მიყვანის დღეს ?

🎊 შეეცადეთ დილიდან მხიარული განწყობა შეუქმნათ ბავშვს, ჩააცვით სამოსი, რომელიც მოსწონს და ა.შ.

🎊 გაიღვიძეთ დროულად, რომ არც ბავშვი დააჩქაროთ და არც თქვენ შფოთავდეთ.

🎊 მიეცით მისთვის საყვარელი სათამაშოს წაღების საშუალება, რომ უთქვენობა დაუკომპენსიროს, მასთან ჩახუტება დედასთან ჩახუტების ტოლფასი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა კინესთეტიკი ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ნივთის ჭერას, რომელსაც დედის, სახლის სუნი აქვს.

🎊 ეცადეთ ყველა დასმულ კითხვაზე მშვიდად უპასუხოთ.

🎊 ბაღში მისვლისას, თბილად გამოელაპარაკეთ მასწავლებელს, აჩვენეთ ბავშვს, რომ ეს ადამიანი თქვენთვის სანდოა და მოგწონთ.

🎊 შეიმუშავეთ დამშვიდობების ხანმოკლე რიტუალი.

🎊 დედა არ უნდა ,,გაქრეს". ყოველთვის უთხარით, რომ გარკვეული აქტივობის შემდეგ დაბრუნდებით და როდესაც მიხვალთ, აღნიშნეთ, რომ როგორც დაპირდით იმ დროს მიხვედით მის წამოსაყვანად.

🎊 თუ ბავშვს ძალიან უჭირს დედასთან განშორება ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შევთავაზოთ მამამ, ბებიამ მიიყვანოს ბაღში;

🎊 მიზანშეწონილია პირველ დღეს ბავშვი დარჩეს ბაღში მხოლოდ 1 საათით. შეიძლება ბავშვმა არ იტიროს, მაგრამ დიდი ხნით დარჩენა იქნება სტრესული. ბაღში დარჩენის პერიოდი უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად. #ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპევტი 💙

07/07/2026
07/07/2026

5-6 წლ. ჯგ” ბეღურები”
აღმზრდელი: მარი შანიძე
ჩვენი სასახელო გოგო- ბიჭები❤️🎉❤️🎉❤️

დასრულდა 2025-2026 სასწავლო წელი და შედგა გაფართოებული თანამშრომლების კრება. სადაც სიტყვით მოგვმართა ქ. მერი ჭარელიშვილმ...
01/07/2026

დასრულდა 2025-2026 სასწავლო წელი და შედგა გაფართოებული თანამშრომლების კრება. სადაც სიტყვით მოგვმართა ქ. მერი ჭარელიშვილმა და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც წელს ჩვენს ბაღსა და აქ დასაქმებულ თანამშრომლებს ჰქონდათ. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მშვიდობიანი წლის დასრულებისთვის, ამ წელში კურიკულუმით დაგეგმილი და განხორციელებული ყველა პროექტის შესრულებისთვის. ასევე ბაგა-ბაღის სისუფთავის შენარჩუნებისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის. თანამშრომელს მადლობა გადაუხადეს დირექტორის მოადგილემ ქ. აზა გაზდელიანმა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა ქ. ნინო ხოსიტაშვილმა.
2025-2026 სასწავლო წელს ნაყოფიერი შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელით ბაგა-ბაღის დირექტორმა დააჯილდოვა ხუთი გამოსაშვები ჯგუფი: “ენკი-ბენკი”, “მაკნატუნა”, “ბეღურები”, “ბაჭიები” და “გვრიტები”.
დაჯილდოვდნენ მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებიც: თინათინ მინდიაშვილი, თათია კანთელაშვილი, მეგი გულედანი, ლინა თევზაძე, ქეთი გოხიძე, თამარ გორგაძე, სოფიო სიყმაშვილი, ნინო გურჩიანი, თაკო მარხვაშვილი და ლია გარსევანიშვილი.
სასწავლო წელი დასრულდა, წარმატებებით დახუნძლულ ახალ წელზე ფიქრი კი გრძელდება.
მშვიდობიანი არდადეგები თქვენ!

27/06/2026

5-6 წლ. ჯგ “ ბეღურები”
აღმზდრელი: მარი შანიძე
“დაფრთიანდნენ ბეღურები და გაფრინდნენ სკოლისაკენ “ 🎉🎉🎉❤️❤️❤️

Address

თრიალეთის ქუჩა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისი N115 ბაგა-ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category