20/10/2020
სოფო კაკაჩია:მოგესალმებით ბავშვებო გაწვდით ინფორმაციას პროექტზე ,,მეტი შეგვიძლია", სკოლაში ვატარებთ იმიტირებულ არჩევნებს ონლაინ რეჟიმში, არჩევნების დღეს გამოგეგზავნებათ ლინკი თიმსში (არჩევნების თარიღს გაგაგებინებთ წინასწარ) და იქ გააკეთებთ არჩევანს სასურველ კანდიდატზე (კანდიდატების ვიდეომიმართვები, საარჩევნო პროგარამა გამოგეგზავნებათ და შეგეძლებათ გაეცნოთ და გააკეთოთ ობიექტური არჩევანი თქვენთვის სასურველ ერთ-ერთ კანდიდატზე). მოსწავლეებს რომლებსაც სურთ იყვნენ კანდიდატები პირობითად ექნებათ A,B,C,D,E დასახელება. ვისაც გაქვთ სურვილი კანდიდატობის, ჩაწერეთ თქვენი ვიდეო მიმართვა, შექმენით სლოგანები, მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად აწარმოეთ პიარ კამპანია ონლაინ რეჟიმში, რასაც ასახავთ ფოტოებზე, სლოგანებზე და ვიდეომიმართვებზე ( საბოლოოდ შეირჩევა საუკეთესო 5 კანდიდატი ვინც კენჭს იყრის სკოლის იმიტირებულ არჩევნებზე). მსგავსი ფოტომასალა ნიმუშად შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე U18 georgia ორი დღე გაქვთ მოსამზადებლად, გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ დილით გამაგებინოთ, ხუთშაბათს უკვე მზად უნდა გქონდეთ და გამომიგზავნოთ თქვენი ვიდეომიმართვა და ფოტომასალა რომელზეც ასახული იქნება თქვენი საარჩევნო პროგრამა, მოწოდებები, სლოგანები, მიზნები.
ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასევე საარჩევნო ყუთის შექმნის კონკურსი, ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ შექმნათ საარჩევნო ყუთი, ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ აქვე მითითებულ ფეისბუქ გვერდზე (U18 georgia) საარჩევნო ყუთი უნდა იყოს კრეატიული, ორიგინალური. ორი დღე გაქვთ , ორ დღეში მიგზავნით თქვენს მიერ შექმნილ საარჩევნო ყუთის ფოტოს და ჟიური შეარჩევს საუკეთესოს. საუკეთესო პრიზის ავტორი დაჯილდოვდება ჩემგან სიმბოლური პრიზით. თქვენი ჩართულობის და აქტიურობის იმედი მაქვს, ძალიან გამახარებთ. ნებისმიერი კითხვით მომმართეთ პირად შეტყობინებაში. დღეს მომაწოდეთ ინფორმაცია ვის უნდა კანდიდატად ყოფნა და ვის აქვს სურვილი საარჩევნო ყუთის დამზადების. ხმის მიცემის პროცედურაში კი ყველა მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. შეგიძლიათ მომწეროთ თიმსში და ფეისბუქის პირად შეტყობინებაშიც. ველოდები თქვენს გადაწყვეტილებებს. წარმატებები📷Сердце ( ის მოსწავლეები, რომლებიც გადაწყვეტთ კანდიდატის როლის მორგებას დამიკავშირდით და საარჩევნო პროგრამის ნიმუშს გამოგიგზავნით, რომელსაც შეცვლით თქვენი სურვილისამებრ და წარადგენთ ორიგინალურად)