ჩვენი მისიაა აღვზარდოთ თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირებული, სათანადო უნარ–ჩვევების მატარებელი ადამიანი, რომელიც ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეუძლია ნებისმიერ დონეზე, როგორც სხვისი, ისე საკუთარი კულტურის წარმოადგენა. მივცეთ მას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ხარისხიანი განათლება და ადრეულ ასაკშივე ვაზიაროთ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებას. ამ მიზნით ჩვენთან ფუნქციონრებს: მოსწავლეთა თვითმართველობა, „მშობელთა სახალხო უნივერსიტეტი“ , რომლის ფარგლებშიც სკოლაში სისტემატიურად ხდება მშობლების შეკრება და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვა თუ აზრთა გაცვლა–გამოცვლა. ხშირად ამ შეხვდრებს ესწრებიან და უძღვებიან ფსიქოლოგები, ფილოსოფები, ექიმები, მოძღვარი და სხვა. მოსწავლეთა თვითმმართველობაში გაერთიანებული ყველა საფეხურის მოსწავლე, მასწავლებლები და დირექცია სკოლის განვითარებისათვის განვითარების გეგმებს ყოველთვის ურთიერთშეთანხმებითა და ურთიერთგაზიარებით გეგმავენ. თვითმმართველობა საკუთარი სამუშაო გეგმითაც მოქმედებს და აქტიურად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებასა და მართვაში. სწორედ ამ ჯგუფის წევრებს ეკუთვნით საინტერესო ინიციატივა „წერილი დირექტორს“. ამ ინიციატივის ფარგლებში სკოლაში დაიდგა საფოსტო ყუთები, წარწერით: „წერილი დირექტორს“. ყუთების დახმარებით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია დირექტორს საკუთარი შეხედულებები, სურვილები თუ შენიშვნები მიწეროს. თამარ ბარძიმაშვილი ამ მიმოწერას კვირაში ერთხელ ეცნობა და ახალ მოსაზრებებსა და შენიშვნებზე მყისიერად რეაგირებს. ამ ხერხებით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოსწავლის მიერ აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით აღვზარდოთ განათლებული, ჯანსაღი, თავისუფალი, ლაღი, ტოლერანტი, პატრიოტი და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე ახალგაზრდები.