შენი წიგნი

შენი წიგნი

Share

საფუძვლიანი მომზადება ზოგად უნარებშ?

25/07/2019

ეს ისტორია არის ქართული რეალობა, მე არ ვარ მწერალი, უბრალოდ მინდა რაღაც მოგიყვეთ:

წლების წინ, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა 7 წლის ბიჭი, ბიბი... ცოტა უცნაური ბავშვი იყო, მაგრამ თითქოს სხვებისგან არ განსხვავდებოდა: ეზოში თანატოლებთან თამაშობდა დაჭერობანას, დახუჭობანას, წრეში ბურთს და ა.შ, მაგრამ ხანდახან, მოულოდოდნელად გამოეყოფოდა თანატოლებს და განცალკევებით, იქვე ბორდიურზე ჩამოჯდებოდა. თავიდან ვიფიქრე ფიზიკურად იღლებოდა თამაშის დროს, ვფქრობდი “ნეტა რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ აქვს, ასე მალე იღლება, როცა მისი თანატოლები კიდევ კარგა ხანს დაუსვენებლად დარბოდნენ“... თუმცა შემდეგ შევნიშნე, რომ ბიბის დაღლილობის არაფერი ეტყობოდა, თავისთვის იჯდა, ხან ცხოველებს აკვირდებოდა, ხან - ფრინველებს,ხან მცენარეებს, ხანაც უბრალოდ მზის სხივებს...
ერთ დღეს, როცა სახლში ვბრუნდებოდი (კორპუსის ბინაში ვცხოვრობდი) ეზოში ბიბი დავინახე, მარტო იყო, ისევ“ბორდიურზე იჯდა, ხელში რვეული და ფანქარი ეჭირა, მისი თანატოლები ეზოში არ იყვნენ და გამიკვირდა “მარტო“ რომ იყო. მასთან მივედი, მოსალმება ბიბიმ დამასწრო, მეც მოვკითხე და ვთხოვე ეჩვენებინა რაც დახატა, წამოწითლდა თავი ჩაქინდრა და ჩაიბურდღუნა: “ხატვა არ შემიძლიაო“, გამიკვირდა, უფრო ჩავეძიე. შემდეგ ბიბიმ რვეული პირველ გვერდზე გადაშალა და მორცხვად მაჩვენა მისი ნახატი, ფრინველს ჰგავდა და ამიტომ ვკითხე “რა ფრინველია?“ მეთქი. ბიბიმ კიდევ უფრო დაიმორცხვა და ისე მიპასუხა: "მტრედის დახატვა მინდოდა, ბეღურასიც, მაგრამ ხატვა არ გამომდისო“... ვუთხარი გული არ გაეტეხა, ივარჯიშე და ნელ-ნელა უკეთ გამოგივა მეთქი. ბიბიმ მომიჭრა: “ხატვა არ გამომდის ამიტომ წერა გადავწყვიტეო“. ჩემდაუნებურად რვეულში გვერდის მოძებნა ვცადე სადაც ნაწერი იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელად ბიბიმ რვეული ხელიდან გამომტაცა, ამასობაში მოვასწარი დანათხვა, რომ ნაწერი აშკარად რვეულის ბოლო გვერდზე იყო, ანუ რვეული ამოეტრიალებინა და უკანა მხარე პირველ გვერდად ექცია... მისმა საქციელმა (რვეული რომ გამომტაცა) არ გამაბრაზა, გამიხარდა წერა გადაუწყვიტავს მეთქი, წერა ხომ სულის კეთილშობილებაზე მიანიშნებს....
- “რატომ მტრედი და ბეღურა?" ვკითხე ბიბის, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა და რვეულს ჩაბღაუჭებოდა. თან გონებაში ჩემსავე კითხვას თავად გავეცი პასუხი: "ალბათ ქალაქიდან არ გასულა, თბილისში კი მტრედის და ბეღურის გარდა სხვა არაფერი უნახავს მეთქი“.. მაგრამ ბიბიმ ისეთი პასუხი გამცა, რომ ნამდვილად ვერც წარმოვიდგენდი ამ მიზეზს:
- "ბავშვებს მერცხლები მოსწონთ, იმიტომ რომ გაზაფხულზე მოფრინავენ და გაზაფხულის მაუწყებელია, მეც მომწონს მერცხლები, მაგრამ ისინი ზამთარში ჩვენთან აღარ არიან, ზამთარში მარტო მტრედები და ბეღურები არიან, მათაც ხომ ცივათ, მაგრამ მაინც არ მიფრინავენ, ერთმანეთს ათბობენ და ისე გადააქვთ სიცივე... მტრედები და ბეღურები არასდროს გვტოვებენ"....
არაფერი მიპასუხია, თავძე ხელი გადავუსვი, თბილად გავუღიმე და სახლისკენ წავედი ჩაფიქრებული...


რამდენიმე დღის შემდეგ 2 კვირით, თბილისის დატოვება მომიხდა, დედაქალაქში დაბრუნებისას, რატომღაც ყველაზე მეტად ბიბის დანახვა მინდოდა, მაგრამ როცა კორპუსთან, ეზოში შევედი, ბიბი სხვა ბავშვებთან ერთად ვერ დავინახე, ვერ ცალკე - ბორდიურზე მჯდომი. გულდაწყვეტილი ავედი სახლში, თუმცა წამდაუწუმ სარკმელთან ვიყავი, იქნებ ეზოში ბიბის თვალი მოვკრა მეთქი, შინაგანად რაღაც მხიბლვდა ამ ბავშვში, ალბათ ის, რომ ოდნავ განსხვავებული იყო სხვა თანატოლებისგან, ზოგადად ბაშვები მიყვარს და ხშირად ვუცქერდი, როგორ თამაშობდნენ, რას საუბრობდნენ, ბევრს ისწავლი, ამ პატარა, გულწრფელი და გულკეთილი ასებებისგან, მაგრამ ჩემი გულსი და გონების განსაკუთრებული ყურადღება ბიბიმ მიიქცია, თუმცა დღეები გავიდ და ეზოში არ გამოჩენილა. შემეგ მეზობლებისგან გავიგე, რომ ბიბის ოჯახს ჩვენ კორპუსში ბინა გაუყიდია და საცხოვრებლად რომელიღაც გარეუბანში გადასულან... გული დამწყდა ამ უცნაურ ბიჭს, რომ ვეღარ დავინახავდი ხოლმე, იმდენად მეწყინა, რომ საკრმელთან დროის ტარებას და ბავშვების თამაშის ცქერას მოვუკელი, ნელ-ნელა საერთოდაც შევეშვი და ჩემს საქმეებში ჩავეფალი.


• * * * *******

ეს იყო და ეს რაც ბიბი 7 წლის მახსოვს, გავიდა რამდენიმე წელი, ალბათ 9, თარიღიც კი მახსოვს, 2014 წლის 20 ივნისი, პარასკევი იყო, სამსახურიდან ადრე წამოვედი, სახლში მისვლაც არ მინდოდა და ძველი თბილისის ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტე. ჯერ ნარიყალაზე ავედი, ქალაქს გადმოვხედე, ცოა ხანი გალავანზე დავისვენე, მერე, ფეხით ჩამოვყევი აბანოთუბანს და მეტეხისკენ ავიღე გეზი, მაგრამ სანამ იქამდე ავიდოდი აბო თბილელის ტაძრის ტერიტორიაზე შევლა ვარჩიე ( ძალიან მომწონდა ეს ადგილი, გეცოინებათ, მეტეხის ხისა და მეტეხის ტაძარს შორის, მტკვრის ნაპირზე, კლდეზე პატარა მონასტერივითაა, აბო თბილელის და მეორე პატარა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრებია). რომ გითხრათ დიდი მორწმუნე ვარ მეთქი სიცრუე გამომივა, მაგრამ რადგან ქართველობა და საქართველო ძირითადად მართლმადიდებლურმა რწმენამ შემოინახა, ამიტომ გგულგრილიც არ ვარ.... მოკლე ჩავედი ტაძრის ეზოში, კიდევ ჩავიარე საფეხურები და მტკვრის ნაპირზე ერთი ბიჭი რვეულით და ფანქრით ხელში იჯდა. ბიბი გამახსენდა 7 წლის ასაკი, უცნობს მივუახლოვდი, სახეზე ნაკვთები ჩემს ნაცნობ ბავშვს მივამსგავსე კიდეც და ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვთქვი: „ბიბი!“ - ბიჭი ჩემსკენ შემოტრიალდა:
- გისმენთ?
- ბიბი? - უკვე კითხვა დავუსვი.
- დიახ, გისმენთ. - შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა. - თქვენ, მგონი რეზო, რევაზი ხომ?
- დიახ, კი, რეზო, რევაზი, მიცანი? - გამიკვირდა.
- ჩემი მეზობელი, როგორ ვერ გიცნობდით... - ბიბი ფეხზე წამოდგა და მოსალმების ნიშნად ხელი გამომიწოდა. - როგორ გიკითხოთ?
- მადლობა, თავად? - დავიბენი, არ ველოდი აქ თუ შევხვდებოდი, მითუმეტეს თუ მიცნობდა.
- არამიშავს... უცნაურია...
- რა არის უცნაური? - ჩემდაუნებურად ვკითხე.
- ბოლოს, რომ გნახეთ, მაშინაც რვეული და ფანქარი მეჭირა, ახლაც ამდენი წლის შემდეგ... - ბიბი უკვე თამამად მესაუბრებოდა, კაიცივთ, ხმაც დამოხებოდა, სახეზე წვერიც ამოსვლოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვის იყო.
- ჰო, ალბათ უცნაურია. - ვუპასუხე.
- რა არის უცნაურია? - შემომტრიალა იგივე კითხვა
- უცნაური ისაა, რომ მაშინ შვიდი წლის იყავი და გახსოვს, რომ რვეულიდ და ფანქრით გნახე. - ვუპასუხე.
- რა თქმა უნდა მემახსოვრება, მაშინ ხომ პირველად ვცადე დაწერა და პირველი ადამიანი იყავი ვისაც გავანდე ამის შესახებ...
- კიდევ წერ მტრედებზე და ბეღურებზე? - თან გამეღიმა.
- ვწერ, მაგრამ ამჯერად ლექსებს. - მანაც ღიმილით მიპასუხა.
- მაშინ არ წააკითხე რას წერდი, ამჯერად? - გამომცდელად შევხედე.
- ჰო, მაგრამ გითხარი რასაც ვწერდი. - გამახსენდა, რომ ამიხსნა განსაკუთრებით რატომ უყვარდა მტრედები და ბეღურები, ალბათ მათზე წერდა.... - თუმცა ამჯერად შემიძლია წაგაკითხო ჩემი ლექსები. - მითხრა ბიბიმ და რვეული მომაწოდა.
რვეულში სულ რაღაც სამი ლექსი ეწერა, მაგრამ სამივე რამდენჯერ წავიკითხე არც მახსოვს, ყოველ ჯერზე სული სიხარულით მევებოდა, მიუხედავად ლექსების შინაარსისა. დოჩანაშვილი გამახსენდა, ერთ-ერთ ნაწარმოებში უწერია „ ყველაზე მსუბუქი და თან რაც ყველაზე მეტ სიმძიმეს უძლებს ფუცელიაო (ციტირებას ვერ ვახდენ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო), ეს ფურცლები უზარმაზარ სევდას ატარებდა, თუმცა მაინც სიხარულით მავსებდა ამ ლექსების კითხვა, მათი მშვენიერება, სიდიადე, ეს ნამდვილი პოეზია იყო....
თავიდან სანამ ლექსებს წავიკითხავდი, ვიფიქრე, რომ სამშობლოზ,ე პატრიოტიზმზე ან სიყვარულზე იქნებოდა დაწერილი, მაგრამ სამივე ლექსი ადამიანად ყოფნის სევდაზე იყო და სევდაზე, - თავად სევდაზე, თუმცა სტრიქონები და სიტყვები ისე მშვენივრად იყო აწყობილი და აზრიც ისე ლამაზად, სულში ჩამწვდომად გამდოცემული, რომ მივხვდი: ბიბი არ იყო ბავშვი, ის იყო 21-ე საუკუნის პოეზიის სინათლე (სამწუხაროდ მე ისე ლამაზად არ გამომდის აღწერა და გადმოცემა, რადგან არც პოეტი ვარ და არც - მწერალი).
ხმა ვერ ამოვიღე, გაოცებული და გახევებულ ივიდექი, ცოტა ხანს სიტყვა არცერთს დაგვიძრავს, შემდეგ ბიბიმ სიჩუმე დაარღვია, მზერა მტკვარს მიაპყრო და ტკივილნარევი ხმით თქვა:
- ადრე მტკვარს გმირების სისხლი, მოჰქონდა, თითქოს მიწიდანვე ქართველების სისხლი უნდა ამოეჩქეფაო, რათა მათი სიმამაცით მომავალი გაეწმინდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ განავალი მოაქვს, რა არაპოეტურია - ადრე მტკვრის პირას ნიკოლოზი „სევდიანი ფიქრთ გასართველად მოდიოდა“, ახლა?... ადრე გალაკტიონი იქ წერდა მთაწმინდის მთვარეს, სადაც „ბარათაშვილს უყვარდა ობლად სიარული“, მაგრამ ახლა, მთაწმინდაზე?... - ამ დროს ბიბიმ თავი ბავშვურად ჩაქინდრა, მაგრამ ის ჩემთვის უკვე ბავშვი აღარ იყო, არამედ მე ვიყავი მასთან ბაშვი...
რამენიმე წუთს ისევ ჩუმად ვიდექით, არ ვიცოდი რა მეთქვა, ჯერ ლექსებმა აღმაფრთოვანა, შემდეგ ბიბის მოულოდნელმა გადართვამ, რამაც კიდევ უფრო ჩამაფიქრა და თან შეარცხვინა, როგორც საქართველოს სამოალაქო საზოგადოების წევრი (დიახ ეს სიტყვები ზუსტად უხდება ამ კონტექსტს), იმ წუთას მინდოდა რაღაც მეპასუხა, ან როგორც 9 წლის წინ თავზე ხელი გადამესვა, მაგრამ ამჯერად ქათინაურებით შემემკო, ან რამით მენუგეშებინა, მაგრამ იმ წამს უსუსრად ვგრძნობდი თავს ამ ბავშთან, ენა ჩამივარდა, გაშეშებული ვიდექი, ბიბიც ხმას არ იღებდა, ერთი რაც შევძელი - რვეული დავუბრუნე, მანაც ბავშვურად დაიმორცხვა და ისე გამომართვა. დასამშვიდობებლად ხელი გავუწოდე, ვუთხარი, რომ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, დარწმუნებული ვარ თვალებში შემატყო სიხარული და სევდა ერთდროულად. ბიბიმ უბრალოდ თავი დამიკრა გამომშვიდობების და ალბათ მადლობის ნიშნადაც, რომ რამდენიმე წუთს მის სამყაროში არმოვჩნდი და ოდნავ მაინც „გავუგე“...

• * * * * * *

2014 წლის 20 ივნისის შემდეგ (ნუ რა დროც იყო), 4 წელი გავიდა, სანამ ბიბის კიდევ ერთხელ გადავეყრებოდი და მაშინაც შემთხვევით, თუმცა იქამდეც ხშირად მახსენდებოდა მისი ლექსები, უკვე ბიბი კი არა, არამედ მისი შემოქმედება, კიდევ მინდოდა პოეზიის ჰაერით მესუნთქა, მაგრამ ახალგაზრდა პეოტის ასავალ-დასავალიც კი არ ვიცოდი, თუმცა ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამიმართლა:
ღამის 2 საათი იყო, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მეგობართან ვიყავი, ახალი მანქანის შეძენას აღნიშნავდა, სამეგობრო დაგვპატიჟა, ცოტა დავლიეთ, როცა სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, ტაქსი არ გამომიძახებია, ვარჩიე ცოტა ხანი ჰაერზე ფეხით გამესეირნა, კორპუსებს შორის ქუჩას მოვყვებოდი, მსიამოვნებდა ნეომბრის გრილი ჰაერი, ჩუმად ღიღინიც კი დავიწყე ისე მოვუყვებოდი გზას. მოულოდნელად რამდენიმე მეტრის წინ მაღალი, გამხდარი, უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა შევნიშნე, ხელში სავარაუდოდ ნაჭრის პარკი ეჭირა და ქუდი ისე ეფარა, რომ თვალებამდე ჩამეოფხატა, უცნაურად ეცვა. როცა მიახლოვდებოდა თავი ძირს დახარა, რომ არ დავმალო შიში დამეუფლა, „ამ უცხო უბანში, ამ შუაღამე რამე შარს არ გადავეყარო მეთქი“, მაგრამ როცა ერთმანეთისვის გვერდით უნდა ჩაგვევლო (თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, მე ვიფიქრე, სადაცაა დანას ან იარაღს ამოიღებს და რაღაც მოხდება მეთქი), ვიფიქრე გვერდზე არც გავიხედავ ისე ჩავუვლი ვითომც არაფერი მეთქი, მაგრამ ჩემდაუნებურად უცნობს გავხედე, მანაც წამიერად თავი მაღლა ასწია და თვალები ჩემსკენ გამოაპარა... მყისიერად ვიცანი, ბიბი იყო, მაგრამ არც მომსალმებია, ისე გააგრძელა გზა თითქოს არც დავუნახივარ, გამიკვირდა, წინა შეხვედრაზე 9 წელი იყო გასული და მიცნო და ახლა როგორც ვერ მიცნობდა... უკვე რამდენიმე მეტრით გამცილდა, ნაბიჯს აუჩქარა, მე მისკენ შევტრიალდი, წამოვეწიე, ზურგის მხიდან მხარზე ხელი დავადე. ბიბი გაშეშდა,თითქოს გაცივდა, აურით ვგრძნობდი, რომ მგონი არსწორადაც კი მოვიქეცი, იქნებ ჯობდა მეც ჩვეულებრივ გამეგრძელებინა გზა, მაგრამ უკვე მის მხარზე მედო ხელი...
- ბიბი. - ამოვილუღლუღესავით, მაგრამ მას ხმა არ გაუცია, რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა, შემდეგ შემოტრიალდა.
- რევაზი, რეზო. - მიპასუხა.
- კი, დიახ, რეზო რევაზი, ბიბი, როგორ გამიხარდა შენი ნახვა... - თუმცა შინაგანად ისევ ვგრძნობდი, რომ იმ წამს მას სულაც არ უხაროდა ჩემი ხილვა, პირიქით, საკმაოდ დაძაბულიც იყო.
- ალბათ ასე იყო საჭირო. - თითქოს მე კი არა, თავის თავს უპასუხა.
- ბატონო? - გაკვირვებულმა ვკითხე, თან ჩემდაუნებურად თვალები პარკისკენ გამექცა, რომელიც მას ეჭირა ხელში.
- ალბათ ესეც საჭირო იყო... - ისევ თავის თავს ესაუბრებოდა.
- ვერ მივხვდი. - ვუთხარი გაოცებულმა, თან ორმაგად გაოცებულმა, პარკში ფრინველები შევნიშნე, მტრედებს მივამსგავსე.
- მეახლები? - ამ კითხვამ კიდევ უფრო გამაოცა...
- რა თქმა უნდა, - ავტომატურად ვუპასუხე...
ბიბის აღარაფერი უთქვამს, თავით მანიშნა გავყოლოდი, მეც ასე მოვიქეცი.
„აშკარად კიდევ უფრო შეცვლილა, წინა შეხვედრაზე, ფეხზე წამოდგა და ისე მომესალმა, ახლა გამარჯობაც კი არ უთქვამს“ - გავიფიქრე ჩეთვის... უკან მივყვებოდი, თან თვალს პარკისკენ ვაპარებდი, ვცდილობდი კარგად დამენახა რა იყო შიგნით: აშკარად მტრედებს გავდნენ, ოღონდ მკვდარ მტრედებს, მაგრამ მთელი გზა იმაზე ვმსჯელობდი, რაში ჭირდებოდა ბიბის მკვდარი მტრედები, უნდა დაესაფლავებინა? და „მტრედების სასაფლაოზე“ მივყავდი? ან ამდენი მკვდარი მტრედი სად იპოვა, ამ მსჯელობაში გართული აზრზე რომ მოვედი უკვე სადარბაზოს კიბეების საფეხურებს ავდიოდი, რომელიღაც სართულზე კართან შევჩერდით, ბიბიმ გასაღებით ურდული გაააღო, უცნაური იყო, კარიდან პირდაპირ აივანზე აღმოვჩნდით, საიდანაც ოთახში შევედით, რომელიც საძინებელიც იყო მისაღები ოთახიც და სამზარეულოც... მოგვიანებით ბიბიმ ამიხსნა ამ უცნაური შესასვლელის შესახებ, ბინის მესაკუთრეს ისე ჰქოდნა სახლი გადატიხრული რომ, ერთი ლოჯი რომელსაც აივანიც ჰქონდა, სადარბაზოდან ცალკე შესასვლელი გაეკეთებინა, რათა მდგმურს ოჯახი არ შეეწუხებინა, ანუ სადარბაზოდან ცალკე შესასვლელი გაუკეთა... ოთახში, პატარა იყო ალბატ, 4- 2 ზე, სადაც ერთი ერთსაწოლიანი იდგა, კედელზე წიგნების კარადა ეკიდა, მაგრამ წიგნები არ ეწყო, მხოლოდ რვეულები, საწოლის წინ პატარა მაგიდა იყო სადაც ორკამფორიანი გაზქურა იდო, კიდევ ერთი პატარა მაგიდა, რაზეც პატარა რადიო იყო (ამან ყველაზე მეტად გამაკვირვა) და კიდევ ერთი სკამი, სულ ეს იყო ამ ბინის სრული ავეჯი...
ბიბიმ ერთადერთ სკამზე დაჯდომა შემომთავაზა, თან პატარა მაგიდაზე, ორი არყის ჭიქა დადო და ერთი თეფში, აივანზე გავიდა და ლიტრიანი ბოთლი შემოიტანა, ჭიქებში დაასხა, ჭიქები ავიღეთ და მივუჭახუნეთ, ამჯერად ბიბიმ ხმა ამოიღო:
- ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! - თქვა და გადაკრა, ვერაფერი მოვიფიქრე და ვუპასუხე: „ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს მეთქი“ - ჭაჭა აღმოჩნდა, საკმაოდ ძლიერი, ყელი და გულ-მუცელი ჩამწვა, ბიბიმ კიდევ შეავსო ოირვე ჭიქა, მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს, ორჯერ ზედიზედ თვითონ გადაკრა სავსე ჭიქა ისე, რომ სახე ოდნავაც არ შეჭმუხვნია, შემდეგ თვალებში შემომხედა:
- მტრედის ხორცი გაგისინჯავს?
- არა! - ამ კითხვამ საერთოდ გამაოგნა, ახლა მივხვდი, რომ ბიბის მტრედები „მტრედების საფლაოზე“ კი არ მიყავდა, არამედ საჭმელად ჰქონდა, არასდროს გამესინჯა და ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მტრედს შევჭამდი, წარმოდგენაზე ლამის ცუდად გავხდი, მაგრამ თავი შევიკავე და „დინებას მივყევი...
- შენ გაინტერესებს ჩემი ლექსები - მოულოდნელად მითხრა ბიბიმ, თან პარკიდან მკვდარი მტრედების ამოღება დაიწყო.
- კი, ეგეც...- ვუპასუხე დაბნეულმა, ვიფიქრე რაღაც არარეალობაში ვარ მეთქი, მაგრამ არც ისე მთვრალი ვიყავი რომ რეალობა ვერ გამერჩია, ეჭვიც კი შემეპარა, მთვრალ ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ მთვრალი არაა, მაგრამ ძალიან გრადუსშია და იქნებ მეც ასე ვარ მეთქი...
- აი, შეგიძლია წაიკითხო, სანამ მტრედის ხორცს გასინჯავ. - ბიბიმ წიგნის თაროდან ერთ-ერთი რვეული გადმოიღო და მაგიდაზე დადო... დაბნეულმა, ამავდროულად ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა რვეული გადავშალე, მაგრამ ლექსი არ იყო პირველ გვერდზე, გადავფურცლე, არც მეორეზე, არც მესამეზე, ეს რვეული ერთი მთლიანობა იყო, ანუ სავარაუდოდ პროზაული ნაწარმოები. ისევ პირველ გვერდზე გადავშალე, კიდევ უფრო დავინტრიგდი, მაგრამ ჩემდაუნებურად ბიბიზე და მტრედებზე მეფიქრებოდა: „ეს მტრედები სავარაუდოდ, ბიბიმ დახოცა და „ვახშმადაც“ კი იმზადებს, მაგრამ რატომ? - ბიბის ხომ მტრედები ძალიან უყვარდა, რამ გააბოროტა ასე? - თვალი კიდევ ერთხელ მომვავლე ბიბის ოთახს, და ჩემს თავს ვუპასუხე, ალბათ გაჭირვებამ გააბოროტა, მაგრამ მტრედებმა რა დაუშავეს? - საბოლოოდ გადავწყვიტე ეს ყველაფერი თავად ბიბისთვის მეკითხა, მაგრამ იქამდე ვცადე მის პროზაულ ნაწარმოებზე მომეხდინა კონცენტრაცია. რვეული თავიდან გადავშალე და კითხვა დავიწყე, პირველი, გვერდი, მეორე, მესამე და 4 წლის წინანდელი საკუთარი მდგომარეობა გამახსენდა - „აღფრთოვანება, ისეთი არა, როგორიც მაშინ რადან ლექსს სულ სხვა მშვნეირების სული აქვს, მაგრამ ბიბის პროზაულმა წერის სტილმა მკვდარი მტრედებიც კი დამავიწყა, რვეულის ბოლოში, რომ გავედი, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ აზრი ჯერ კიდევ ვერ გამომეტანა, უბრალოდ წერის სტილით ვტკბებოდი. თავიდან დავიწყე კითხვა, რომ ამჯერად შინაარსი უკეთ გამეაზრებინა (განზრახ არ ვწერ რას ვკითხულობდი და რაზე იყო რვეული (და არა წიგნი)), შუა კითხვაში, აღმოჩნდა, რომ ჩემს წინ თეფშზე უკვე მოხარშული და ოდნავ შეპიწკინებული მტრედი იყო, ბიბიც ჩემს წინ იჯდა, მაგიდასთან, ამჯერად უკვე დამშვიდებული სახე ჰქონდა, ჭიქა ასწია:
- შენ გაგიმარჯოს ბატონო რევაზ! - თქვა და ისევ მყისიერად გადაჰკრა.
- მადლობა. - დავიბენი, არ ველოდი, სულ ავირიე, ჯერ ვიღაც უცნობი კრიმინალი მეგონა, რომელიც დამაყაჩაღებდა და ბიბი აღმოჩნდა, რომელმაც სახლში მტრედის ხორცის გასინჯვაზე დამპატიჟა გაფითრებული სახით, შემდეგ უცნაური „ბინა“, შემდეგ შესანიშნავი პროზაული ნაწარმოები პოეზიის მაგვირად, ახლა კი მე გამიმარჯოს თან „ბატონ რევაზს? - წესით კი მეკუთვნის, ჩვენს შორის ასაკობრივ სხვაობას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ამ ღატაკურ კედლებში ისე ვიგრძენი თავი თითქოს მეფესთან რიგითი გლეხი ვიჯექი, ვინც უზარმაზარ ნადიმზე მეპატიჟებოდა, ნადიმი კი რეალურად ერთი ცალი ჯერ მოხარშული, შემდეგ კი შეპიწკინებული მტრედი იყო...
- მადლობა, კიდევ ერთხელ, მაგრამ მე რატომ გამიმარჯოს? - ვკითხე ცნობისმოყვარეობით.
- იმიტომ, რომ ალბათ ასე იყო საჭირო. - მოკლედ, ღიმილით მომიჭრა ბიბიმ.
- რა იყო საჭირო, ჩემი დღეგრძელება? - ჩავეძიე.
- არა, ალბათ ის, რომ პირველად შენ იყავი ვინც გაიგო, რომ მე განსაკუთრებით მტრედები და ბარტყები მიყვარდა, პირველი იყავი ვინც ნახა, რომ ვწერდი, გარდა ამისა, 2014 წლის 20 ივნისს, პირველი იყავი ვინც ჩემი ლექსები წაიკითხა, და პირველი იყავი ვინც მნახა ჩემი საყვარელი მტრედებით და ჩემი ხელით მოკლული დააგემოვნებს მათ...
„მათ“ ანუ ამ ერთი მტრედის გარდა კიდევ უნდა ვჭამო? გონებაში გზა-კვალი კიდევ უფრო ამერია... ვერაფერი ვუპასუხე, ავიღე ჭიქა და ჭაჭა გადავკარი, ისევ გულ-მუცელი ჩამეწვა... რამდენიმე წამს უხმოდ ვისხედით, ბიბი არაფერს ამბობდა, მეც არ ვიცოდი რა მეთქვ,ა თუმცა ბევრი კითხვა მქონდა მასთან, მზერა შემთხვევით მაგიდაზე მოთავსებულმა პატარა რადიოზე შემიჩერდა:
- რეტროსპექტული ხარ? - ვკითხე, ჩემდაუნებურად.
- არა, უბრალოდ ყველაზე მარტივი გამოსავალი ეს იყო. - მიპასუხა მშვიდად.
- რისი გამოსავალი? - ისევ ჩავეძიე.
- 2018 წელს, 21 საუკუნეში საინფორმაციო წყაროსი, არამარტო საინფორმაციო წყაროსი... შემდეგ ჭაჭა მხოლოდ თავისთვის დაისხა, მე არ შემივსო, თვითონ უცებ გადაკრა, ისე რომ, არც ამჯერად გააჟრჯოლა, შემმდეგ საუბარი გააგძელა: მაინტერესებს რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, გარდა ამისა მიყვარს მუსიკა, ყველაზე იაფი საშუალება კი რადიოა... - თან გამიღიმა და ამჯერად ორივესთვის შეავსო ჭიქები.... - ხანდახან შოუბიზნისესის ამბებსაც ვუსმენ, ვინ ვიზე გათხოვდა, სად და რადმენად დაისვენა და ა.შ. - ირონიულად ჩაიღიმა თავისთვის.
- იმის თქმა ინდა რომ?...
- ზუსტად მაგას ვამბობ... - მომიჭრა ბიბიმ. - ამიტომ ვთქვი თავიდან, რომ ალბათ ასე იყო საჭირო მეთქი და თავიდანვე ამიტომ გადღეგრძელე შენ... - ბიბიმ ისევ გადაკრა, მეც არაფერი მიპასუხია, ავიღე ჭიქა და გადავკარი, მაგრამ ამჯერად ჭაჭამ აღარ ჩამწვა გულ-მუცელი, მეტიც მტრედის ხორცის ჭმა დავიწყე და სხვათაშორის მეგემრიელა, საკმაოდ რბილი და გემრიელი მომეჩვენა...
- შენ ხომ ძალიან გიყვარდა მტრედები? - ვკითხე ბიბის, როცა მტრედის ხორცის ყველა ნაჭერი შევჭამე, თან ზიზღით კი არა, არამედ გემრიელად.... - შენ ხომ ისინი ყველაზე მეტად გიყვარდა და ყველაზე ერთგულად მიიჩნევდი, რატომ? - ვეღარ დავასრულე კითხვა, ვერ გავბედე აზრის დასრულება, უკვე თავადაც ნაჭამი მქონდა მტრედი, თან მრცხვენოდა....
- მიყვარდა და მიყვარს კიდეც - თავი ჩაქინდრა ბიბიმ, ისე როგორც 13 წლის წინ... - ახლაც ჩემი ერთგულები არიან, ახლაც არ მტოვებენ, ახლაც მხოლოდ მათ არ მიმატოვეს. - თავჩაქინდრული იყო მაგრამ შევამჩნიე ცრემლი როგორც წამოუვიდა...
- რას გულისხმობ? - თავი ვერ შევიკავე მიუხედავად იმისა, რომ ვიგრძენი რამდენად უსიამოვნო მდგომარეობა სუფევდა.
- მოდი ამ ჭიქით - თან ჭიქები შეავსო.- სიყვარულს გაუმარჯოს, ბატონო რევაზ, მე ადამიანები ძალიან მიყვარს, უფრო მეტად ვიდრე მტრედები, მიუხედავად იმისა, რომ მტრედები უფრო ერთგულები არიან... - მითხრა და ჭიქა ასწია. შემდეგ თავიც ასწია და თვალებში შემომხედა: - ალბათ ეს ასე იყო საჭირო, შენ გაგიმარჯოს! - თქვა ბიბიმ და ამჯერად ნელა მოწრუპა ჭაჭა, მაგრამ ამჯერადაც არ შეაჟრჟოლა.
- სიყვარულს გაუმარჯოს- ვუპასუხე ავტომატურად, მაგრამ ვერ მივხვდი ისევ მე რატომ მადღეგრძელა...
- ლექსებს რატომ აღარ წერ? - ჩემდაუნებურად შევცვალე თემა.
- 21-ე საუკუნე პოეტების აღარაა- დაუფიქრებლად მიპასუხა: - სინამდვილეში აღარც პროზაიკოსების, მაგრამ პროზაიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შეიძლება სულით პოეტი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პროზაიკოსი არ იყო, წიგნი წიგნია, წიგნი სიყვარულია, სიყვარული ადმაიანია, ადამიანი უზენაესია და სანამ ამის დრო ჯერ კიდევ არის, მინდა მოვასწრო და რითიც შემიძლია იმით გადმოვცე, მე კი სხვა არაფერი შემიძლია გარდა წერისა...
- ვერ მივხვდი...- ამჯერად გულწრრფელობა სიმთვრალისგან წამომცდა.
- აუცილებლად მიხვდები, აუცილებლდ ყველაფერს მიხვდები ბატონო რევაზ- მშვიდად მიპასუხა ბიბიმ და ჭიქები ისევ შეავსო.... - ამჯერად თქვენ გითმობთ სადღეგრძელოს... მტრედს კიდევ ხომ არ მიირთმევთ? მაქვს ქვაბში...
- მტრედს კი და სადღეგრძელოსი რა გითხრა, არ გამომდის - ჩემდაუნებურად ვუპასუხე... - ბიბი ადგა, ქვაბიდან მოხარშულ-შეპიწკინებული მტრედი გადმომიღო.
- მაშინ ისევ მე ვიტყვი: - გააგრძელა ბიბიმ - ასე რომ ვიქცევი, უზრდელობად არ ჩამომართვათ, ჩემი სტუმარი ხართ და, მე როგორც მასპინძელი ისე უნდა გიმასპინძლოთ, თქვენ კი სტუმარი ბრძანდებით, ამიტომ მასპინძლობა ჩემებურად ავიღე, სიმართლე, რომ გითხრათ, არავის გავმასპინძლებივარ და დიდად გამოცდილიც არ ვარ, მაგრამ ვიფიქრე რომ მასპინძელმა უნდა წაიყვანოს ურთიერთობაც, საუბარიც, სადღეგრძელოც და ა.შ და არ მიწყინოთ, რომ უფროს ადამიანს გასწრებთ სადღეგრძელოსაც და ქმედებასაც... იმედია გამიგებთ, მაგრამ ისევ თქვენ გაგიმარჯოთ....
- მადლობა, მაგრამ უკვე მესამედ მადღეგრძელებ კონკრეტულად მე, და რატომ? - უკვე ოდნავი სიბრაზით ჩავეძიე.
- ალბათ ასე იყო და არის საჭირო... - მშვიდად მიპასუხა ბიბიმ - სიმართლე გითხრა ბედისწერის არ მჯერა და არც შემთხვევითობის, მაგრამ... მაგრამ.... ალბათ ასე იყო საჭირო, თქვენ კი ბატონო რევაზ, უღრმესი მადლობა, რომ მეწვიეთ....
ამჯერად უკიდურესად დავიბენი, ჩემით ავიღე ბოთლი და ჭიქები ჭაჭით შევავსე...
- შენ გაგიმარჯოს ბიბი! - ვთქვი ის რაც გულიდან ამომივიდა, და არა ის რასაც 3-4 საათის წინ მეგობართან დაზუთხულად ვამბოდით (სადღეგრძელოებს ვგულისხმობ), შენ ალბათ მოვლენა ხარ...
- მადლობა რეზო...- მშვიდად მიპასუხა ბიბიმ და გაიღიმა, მაგრამ ეს „ბატონი რევაზიდან“ „რეზომდე“ გადასვლა მეუცნაურა, შემდეგ გააგრძელა: - მე 21 საუკუნის „პროზაიკოსი ტერენტი“ ვარ....სულ ცოტაც...
- რა სულ ცოტაც?- შევაწყვეტინე, უკვე საკმაოდ შეზარხოშებული ვიყავი....
- სულ ცოტაც და თავადაც გაიგებ - ისევ ღიმილით მიპასუხა...

• * * *

განზრახ აღარ მოვყევი, მხოლოდ აქედან გავაგრძელებ - „სულ ცოტაც და თავადაც გაიგებ“- სულ ცოტაც და მცირე ხანში გავიგე, ის რამაც სრულიად შემძრა...
იმ ღამის შემდეგ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი საიდან მეშოვა ფული, როშმ ბიბის წიგნების გამოცემაში დავხმარებოდი, შემდეგ მთარგმნელი მენახა და იქნებ ევროპაი ან ამერიკაში დაფასებულიყო, რადგან როგორც ბიბიმ ამიხსნა, საქართველოში მცირე პერსპექტივაც კი არ ჰქონდა, რადგან ერთხელ უკვე მივიდა ერთ-ერთ გამომცემლობაში და ჰონორარად მხოლოდ 5% შესთავაზეს, რაც დამამცირებელიც კი იყო... ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს საშუალება არ აქვს რომ წიგნები შეიძინოს და წელიწაში 2000 ტირაჟით წიგნის გაყიდვა უკვე „ბესთსელერობას“ ნშნავდა და ამის მხოლოდ 5 პროცენტი (ისიც ან გახდებოდა ბესთსელერი ან არა, რადგან, რადგან მითხველო თავად უკეთ იცი...), მისი მხოლო ერთი ქირის და კომუნლურების გადასახადი იყო... ბევრი ვიფიქრე, და გადავწყვიტე სესხი გამომეტანა მისი წიგნების დასაბეჭდად, საავტორო უფლების დასაცავად, სათარგმნად და შემდეგ საზღვარგარეთ გამეგზავნა, იქნებ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე გამომცელობას მიეღო და ბიბიც დაფასებულიყო.... ბანკში წავედი და სესხი დამიმტკიცდა, გახარებული წავედი ბიბის სახლისკენ, მაგრამ „ხაზეინმა“ მწუხარე სახით მითხრა, რომ ბიბი იქ აღარ ცხოვრობდა, გარდა ამისა 2 თვის ქირის ფული გადასახდელი ქონდა და არ იცოდა სად ეპოვნა....
გაოგნებული გამოვბრუნდი, მაგრამ იქამდე „ხაზეინს“ ბიბის ვალი გადავიხადე, შემდეგ ჩაფიქრებული გავუყევი გზას, ვფიქრობდი სად შეიძლებოდა მეპოვნა გიგი, ისიც გამახსენდა, რომ ნათსავებთან ურთიერთობა არ ჰქონდა, მშობლები გარდაეცვალა, მამა ცეროზით, დედა გულის შეტევით.... გადავწყვიტე, უნივერსიტეტში გასვლა და მის მეგობრებთან მეკითხა სად შეიძლება ყოფილიყო....
აღმოჩნდა, რომ ჯგუფელებზე მეტად ლექტორებთან მეგობრობდა, პროფესორები ამბობდნენ ,რომ საუკეთესო სტუდენტი იყო, სტიპენდიანტი (ალბათ ამ სტიპენდიით ირჩენდა თავს), ეხვეწებოდნენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, რეკომენდაციას გაუწევდნენ და უფასოდ გააგრძელებდა მაგისტრატურაში სწავლას, მაგრამ ბიბისგან დადებითი პასუხი არ მიუღიათ, ჯგუფელებს რაც შეეხება ის გავარკვიე, რომ არ უნახავთ უკვე 2 კვირაა, საყვარელი ბიჭიაო, ცოტა უცნაურიო, უცნაური იმიტომ, რომ როცა სადმე კაფეში ან რესტორანში მიდოდნენ, ბიბი ყველაზე მეტს ჭამდა მაგრამ მაინც ყველაზე გამხდარი იყო ( მაშინ მივხვდი, რომ ჯგუფელებს ეგონათ რომ უბრალოდ ვერ სუქდებოდა, თორემ ჭამდა იმიტომ რომ შიოდა და მტრედებმაც ამიტომ „უერთგულეს“).... უკვე გული ცუდს მიგრძნობდა... კიდევ 1 კვირა ვეძებდი, და გამახსენდა ჩემივე მოფიქრებული ტერმინი- „მტრედების სასაფლაო“... ბევრი ვიმსჯელე სად შეიძლებოდა ყოფლიყო მტრედების სასაფლაო, შემდეგ გამახსენდა ბიბის ნათქვამი, რომ ზამთარში მტრედები ერთანეთს ათბობენ.. ბიბი სადაც ცხოვრობდა, იმ უბანში ძირითადად „ ხრუშოვის“ პროექტის კორპუსები იყო, დავიარე, კორპუსის სხვენები (რადგან ღამ-ღამობით მტრედები სხვენში ათევენ ღამეებს, შედარებით თბილად, და ერთ- ერთი კორპუსის სხვენში, მივაგენი გაყინულ ბიბის.... ალბათ ჩემთან შეხვედრის შემდეგ ვეღარ გაბედა მტრედის „ღალატი“....

29/03/2019

✍️ ინტერვიუ / Leva Ni 27 წლის

❓ სიცოცხლე რომ აღარ მინდოდეს, რას მეტყოდი?

არაუშავს მეც არ მინდა, თუმცა დრო მალე გადის, დანარჩენი წლებიც ასე მალე გავა, ლამაზ ფერებს გაეკიდე და არა ბურუსით მოცულს, იქნებ მოვიდეს დრო რომ პირიქით, სიცოცხლის მიტოვება აღარ გინდოდეს...

❓ ღმერთი რომ იყო რას გააკეთებდი?

არ მინდა რომ ღმერთი ვიყო.. ბიბლიურად ღვთის მსგავსება ვართ, ჩვენც გვაქვს შემოქმედების უნარი, ჩვენც ვქმნით ადამიანებს, სამყაროს..

❓ რა განიჭებს ხოლმე სიხარულს?

სიხარულს თვალები მანიჭებს, იმ ადამიანის თვალები, რომლებშიც სიხარულის ვარსკლავები ციმციმებს

❓ რითაა ადამიანი უნიკალური და საინტერესო?

შემოქმედების უნარით, მშვენიერების აღქმით.. სრულყოფილი ქნილებაა, მისი შინაგანი ბუნება ამაღელვებელია

❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - დოჩანაშვილი, მიჩინიო.

❓რა ფერია სიყვარული?

სიყვარული იმ ფერია, რა ფერის თვალებიც აქვს შენს საყვარელ ადამიანს. მწვანეა თუ მთები უყვარს, ლურჯია თუ ზღვა უყვარს.

❓რა არის სიყვარული?

✨ ყოფილხარ ცუდად იმის გამო რომ სხვა ადამიანის სიყვრულს ვერ უძლებ და ვეღარ იტევ?

----------------------------------------------
ინტერვიუს პარტნიორია - Achuke.ge - სარეკლამო კომპანია

22/08/2017

როგორ დავწეროთ წიგნი? სტივენ კინგის 12 რჩევა
17 მარტი, 2017 წ.
„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

როგორც უკვე იცით, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი - ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს (იხილეთ პირობები). - როგორ დავწეროთ ბესტსელერი? - ამ კითხვის პასუხად, ჯოან როულინგის რჩევები უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. კინგი, რომელიც მრავალი ბესტსელერის ავტორია და რომლის წიგნების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, საიდუმლოებებს გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ საინტერესო ნაწარმოები.
1. ბევრი იკითხე და ბევრი წერე თუ გინდა იყო მწერალი, პირველ რიგში ეს ორი რამ უნდა გააკეთო: ბევრი იკითხო და წერო.
2. ცუდი წიგნი უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე კარგი ყველაზე კარგად ისწავლი, რა არ უნდა გააკეთო, როცა ცუდ პროზას კითხულობ.
3. კარგი წიგნი, მკითხველ მწერალს - სტილს ასწავლის კარგი წიგნები მწერალს ასწავლის სტილს, გადმოცემის ფორმას, სიუჟეტის განვითარებას, რეალისტური პერსონაჟების შექმნას და სიმართლის თქმის უნარს.
4. აკეთე ის, რაც მოგწონს თუ იპოვი იმას, რის ნიჭიც გაქვს, იქამდე უნდა აკეთო ის, ვიდრე თითებიდან სისხლი არ წამოგივა და თვალები ბუდიდან გადმოცვენას არ დააპირებს. მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, არავინ კითხულობს, ან გიყურებს, ყოველი ასეთი ქმედება - ოსტატური სპექტაკლია, რომელშიც შენ, როგორც შემოქმედი - ბედნიერი ხარ.
5. მუშაობა მშვიდ გარემოში შენ გჭირდება კაბინეტი, რომელსაც აქვს კარი. დახურული კარი - ეს არის საშუალება, უთხრა მთელს მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ სრული სერიოზულობით იწყებ საქმის კეთებას და იწყებ წერას.
6. დაისახე მიზანი შენ უნდა დაისახო კონკურეტული მიზანი სამუშაო დღისთვის. მე გთავაზობ დღეში 1000 სიტყვას! დასაწყისისთვის, შეარჩიე ერთი დღე კვირაში, განმარტოვდი კაბინეტში, დახურე კარი და დაიწყე 1000 სიტყვის ფურცელზე გადატანა.
7. თავიდან მოიშორე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს კაბინეტიდან გაიტანე ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა სულელური ხელისშემშლელი ვიდეო თამაშები. ფანჯარას კი ფარდა ჩამოაფარე.
8. ხმაური თუ სიწყნარე? მოცემული პუნქტი თქვენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად მე, ხმამაღალი მუსიკის ქვეშ ვწერ. როდესაც წერ, ხომ გინდა, ამ სამყაროდან წახვიდე? რა თქმა უნდა! როდესაც წერ, შენ საკუთარ სამყაროს ქმნი.
9. ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე მუშაობა და ის თავად მოგძებნის
10. რაზე უნდა წერო? შეხვედი კაბინეტში, დახურე კარი, ჩამოუშვი ფარდა, ტელეფონი გამორთე. განეწყვე, რომ 1000 სიტყვა უნდა დაწერო და მაშინვე ჩნდება კითხვა: რაზე უნდა დავწერო? სერიოზული პასუხი: რაზეც გინდა! მთავარია, სიმართლეს ამბობდე. თუ დეტექტივი მოგწონს, დეტექტივი დაწერე. დაწერე რაც გინდა, შემდეგ მას სიცოცხლე შთაბერე და უნიკალური გახადე, დაუმატე ის, რაც იცი: მეგობრობა, სიყვარული, სექსი, ცხოვრების შენეული ხედვა. მე ღრმად მწამს: წიგნებს არ წერენ, წიგნი თავად იწერება.
11. კარგი აღწერა + ისტორიის მოყოლა = საინტერესო წიგნს აღწერა - აი, რა ხდის მკითხველს შენი ისტორიის მონაწილედ. აღწერე ისე, რომ მას კანზე უხილავმა ჭიანჭველებმა გადაურბინონ. ზედმეტად გაწელილი ახსნა მკითხველს სწრაფად ბეზრდება, მას არც „ძუნწური“ თხრობა მოსწონს. საიდუმლო -ოქროს შუალედის დაცვაშია.
12. დიალოგები გეხმარება გმირების ხასიათის განსაზღვრაში დიალოგი არის კარგი საშუალება, მოუსმინო საკუთარ პერსონაჟებს და მათი ხასიათი უკეთ გაიგო. დაიმახსოვრე: არასოდეს მოყვე ის, რისი ჩვენებაც შეგიძლია! ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოები ყოველთვის ადამიანებზეა და არა მოვლენებზე. სტივენ კინგი აქტიურად თანამშრომლობს რედაქციებთან. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც რედაქცია გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს. მაგალითად, ეუბნება ჟანრს და რომანის მოცულობას. მწერალი კი თავის მხრივ, ამას ითვალისწინებს და იწყებს წერას. ასე, რომ თუ წერა კარგად გამოგდით და გაქვთ ამბიცია, დაწეროთ ბესტსელერი, ნუ დაელოდებით მუზას, როგორც თავად კინგი იტყოდა, დაიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მოგძებნით. გისურვებთ წარმატებებს!

გახდი ბესტსელერის ავტორი - PALITRAL 17/03/2017

http://www.palitral.ge/siakhleebi/830-gakhdi-bestseleris-avtori.html?lang=ka-GE

გახდი ბესტსელერის ავტორი - PALITRAL გამომცემლობა ”პალიტრა L”-ი 20 მარტიდან უნიკალურ სახალხო კონკურსს იწყებს - ”გახდი ბესტსელერის ავტორი”, სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართავს გამომცემლობა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურთ და ასევე მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ შექმნილი რომანი, თუმცა ამის ნიჭი აქვთ. აღსანიშ...

Photos 10/02/2017

"ოჰ, დიახ, დიახ, მე მგონი, მწერალი მანამ ასწორებს, სანამ არ მიხვდება, რომ უკეთესად დაწერა შეუძლებელია, შესაძლოა ისე კარგი ვერ იყოს, მაგრამ როცა მიხვდება, ამაზე უკეთ უკვე აღარ შემიძლიაო, აგრძელებს და ახალ წინადადებას, ახალ თავს იწყებს."
უილიამ ფოლკნერი

Photos 02/02/2017

"მწერალი ობიექტური უნდა იყოს თავისი წიგნის შეფასებისას, პატიოსანი, თავი არ უნდა მოიტყუოს. ჯერჯერობით ვერც ერთი წიგნი ვერ დავწერე ისე, როგორც მსურდა. მათ იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რომელმა გამტანჯა და დამამწუხრა ყველაზე მეტად. დედასაც ის შვილი ხომ უფრო მეტად უყვარს, ქურდი და ყაჩაღი ვინც გახდება, ვიდრე ის, ბერად ვინც შედგება."
უილიამ ფილკნერი

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi
0186