საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქ?

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) მიერ შექმნილ ზრდასრულთა და სათემო განათლების თოთხმეტ ცენტრს საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარა, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და კახეთი. ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედას, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, ხონის, ბოლნისისა და კასპის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები. აღნიშნული ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს საქართველოს რეგიონებში და თემის განვითარებას უწყობენ ხელს. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის საკითხებში. Georgian Adult Education Network (GAEN) was established in 2014 with the support of the Institute for International Cooperation of the German Adult Education Association (DVV International) Georgian Office. GAEN unites organizations having similar understanding of the values and advantages of Adult Education for poverty reduction, civic engagement and community development in Georgia. Presently, GAEN unites fourteen adult/community education centers in nine regions of Georgia: Achara, Guria Samegrelo-Zemo-Svaneti, Racha-Lechkhumi-Kvemo Svaneti, Imereti, Kvemo Kartli, Shida Kartli, Kakheti and Samtkhe-Javakheti regions. GAEN members are: Keda, Chokhatauri, Senaki, Jvari, Leliani, Koda, Sahaumiani, Kharagauli, Akhaltsikhe, Akhalkalaki, Ambrolauri, Khoni, Bolnisi, Kaspi Adult/Community Education Centers. These organizations have been successfully implementing adult education projects in their respectful regions and support to community development. The Adult /Community Education Centers’ roles are especially important in socio-economic advancement and integration of the most disadvantaged population of the targeted regions.

როგორ გაჩნდა "ცოდნის კაფეს" შექმნის იდეა? სივრცის, რომელმაც წნორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩ...
20/01/2026

როგორ გაჩნდა "ცოდნის კაფეს" შექმნის იდეა? სივრცის, რომელმაც წნორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში "ცოდნის კაფეს" დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი საუბრობს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე რეგიონებში და იმ რეალურ ცვლილებებზე, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე აისახება.

#ცოდნისკაფე #განათლება #ნანაბაგალიშვილისაიდან გაჩნდა "ცოდნის კაფეს" შექმნის იდეა? სივრცის, რომელმაც წნორში მცხოვ...

როგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების წყაროდ და დაგვეხმაროს თვალსაწიერის გაფართოებაში?ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში კინომცო...
16/01/2026

როგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების წყაროდ და დაგვეხმაროს თვალსაწიერის გაფართოებაში?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში კინომცოდნე თეო ხატიაშვილი საუბრობს კინოს გავლენაზე ჩვენს აზროვნებასა და ემოციებზე. ის განიხილავს კინოს საგანმანათლებლო როლს და განმარტავს, როგორ შეიძლება კინოჩვენების კულტურამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში. ასევე გვიზიარებს რეჟისორებისა და ფილმების რეკომენდაციებს, რომლებიც გვასწავლის ფიქრსა და დაკვირვებას.

#კინო #განათლება #თეოხატიაშვილიროგორ შეუძლია კინოს იქცეს შემეცნების წყაროდ და დაგვეხმაროს თვალსაწიერის გაფართ....

📷ფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, თვითშემეცნება და სამყაროს შეცნობის განსხვავებული გზა.🎙️ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ფო...
29/12/2025

📷ფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, თვითშემეცნება და სამყაროს შეცნობის განსხვავებული გზა.

🎙️ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ფოტოგრაფი დათო ქორიძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ფოტოგრაფიაში - პირველი ნაბიჯებიდან პროფესიულ განვითარებამდე. საუბრობს იმ უნარებზე, რომელთა ჩამოყალიბებაში ადამიანს ფოტოგრაფია ეხმარება და განმარტავს, როგორ ყალიბდება პროფესიონალი პრაქტიკითა და მუდმივი ძიებით. ასევე შესაძლებელია თუ არა სხვა სფეროდან ფოტოგრაფიის მიმართულებით პროფესიული განვითარება.

#ფოტოგრაფია #განათლება #დათოქორიძეფოტოგრაფია როგორც უწყვეტი სწავლა, თვითშემეცნება და სამყაროს შეცნობის განსხვ....

როგორ მოვახდინოთ AI-ის ინტეგრაცია ჩვენს პროფესიაში და ვაქციოთ იგი პერსონალურ ასისტენტად? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში „სა...
22/12/2025

როგორ მოვახდინოთ AI-ის ინტეგრაცია ჩვენს პროფესიაში და ვაქციოთ იგი პერსონალურ ასისტენტად?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში „საქართველოს ბანკის“ ანალიტიკური პროექტების ლიდი ედგარ ბრუტიანი საუბრობს იმ უნარებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაოდ დაგვჭირდება, იმ პროფესიებზე, რომლებიც AI-ის გავლენით გაქრება ან გაჩნდება, და იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი თვითგანვითარებასა და უწყვეტ სწავლაში, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად წავიწიოთ წინ.

#ხელოვნურიინტელექტი #ედგარბრუტიანიხელოვნური ინტელექტი (AI) კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად ათვისებადი .....

როგორ ვითარდებოდა მაია ასათიანის პროფესიული გზა ტელერეპორტიორიდან ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემამდე და საკუთარი ...
20/12/2025

როგორ ვითარდებოდა მაია ასათიანის პროფესიული გზა ტელერეპორტიორიდან ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემამდე და საკუთარი ბრენდის შექმნამდე? როგორ შეძლო ცხოვრების რამდენჯერმე თავიდან დაწყება მაშინ, როცა ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში მაია ასათიანი განიხილავს უწყვეტი სწავლების მნიშვნელობას, შეცდომებზე სწავლის პროცესს და იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ბევრ ზრდასრულს აწუხებს - ოდესმე არის გვიან?

#მაიაასათიანი #პიროვნულიგანვითარება #ტრანსფორმაციაროგორ ვითარდებოდა მაია ასათიანის პროფესიული გზა ტელერეპორ....

როდემდე ინარჩუნებს ტვინი სწავლის უნარს? რა ხდება, როცა ახალს ვსწავლობთ? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში პიროვნული განვითარებ...
18/12/2025

როდემდე ინარჩუნებს ტვინი სწავლის უნარს? რა ხდება, როცა ახალს ვსწავლობთ?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში პიროვნული განვითარების სპეციალისტი ნუგზარ ძიძიგური საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს უწყვეტი სწავლა ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და თვითრეალიზაციის შეგრძნებაზე, როგორ ვისწავლოთ სწორად და როგორ შევუწყოთ ბავშვს ხელი სწავლის უნარის ფორმირებაში ადრეული ასაკიდან.

#პიროვნულიგანვითარება #განათლება #ნუგზარძიძიგურიროდემდე ინარჩუნებს ტვინი სწავლის უნარს? რა ხდება, როცა ახალს ვ.....

რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე, ხელი შეუწყოს მათ სწავლებასა და განვითარებას? რო...
16/12/2025

რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე, ხელი შეუწყოს მათ სწავლებასა და განვითარებას? როგორ აისახება ეს დასაქმებულების პროდუქტიულობასა და კორპორაციულ კულტურაზე?

🎙️ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში დამოუკიდებელი HR კონსულტანტი ეკა ნოზაძე საუბრობს სწავლის მნიშვნელობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ცვლილებების შიშის გადალახვაზე, ასევე მოქმედებს თუ არა ასაკობრივი ბარიერი დასაქმებაზე და რატომ მოიაზრებიან 45 წლის ზემოთ ადამიანები საუკეთესო თანამშრომლებად.

#კარიერა #განათლება #ეკანოზაძერატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე, ხელი შ....

როგორ უნდა ვითარდებოდეს ციფრული მარკეტერი სწრაფად და მუდმივად ცვალებად გარემოში? ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ალექსანდრე ...
16/12/2025

როგორ უნდა ვითარდებოდეს ციფრული მარკეტერი სწრაფად და მუდმივად ცვალებად გარემოში?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ალექსანდრე ჩომახიძე საუბრობს უწყვეტი განათლებისა და თვითგანვითარების მნიშვნელობაზე ციფრულ მარკეტინგში, ასევე უნარებზე, რომლებიც AI ეპოქაში განსაკუთრებით საჭიროა. გაიგებთ, საიდან და როგორ დაიწყოთ ციფრული მარკეტინგის სწავლა სახლიდან გაუსვლელად, რომელ ახალ პროფესიებს შექმნის ხელოვნური ინტელექტი და რა ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება 2026 წელს.

#ალექსანდრეჩომახიძე #ციფრულიმარკეტინგი უნდა ვითარდებოდეს ციფრული მარკეტერი სწრაფად და მუდმივად ცვალებ...

რას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდან? როგორ დავძლიოთ შიში, შევცვალოთ ფოკუსი და ავირჩიოთ ახალი გზა? ALE Podcasts...
16/12/2025

რას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდან? როგორ დავძლიოთ შიში, შევცვალოთ ფოკუსი და ავირჩიოთ ახალი გზა?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინათინ რუხაძე გვიზიარებს მუდმივი განვითარების საკუთარ გამოცდილებას, განმარტავს, რატომ არ არის სწავლა 40 წლის შემდეგაც გვიანი და როგორ მოქმედებს ორგანიზაციაში უწყვეტი განვითარების პრაქტიკა როგორც თანამშრომლის პირად ზრდაზე, ისე კომპანიის საერთო წარმატებაზე.

#თინათინრუხაძე #მოტივაცია რას ნიშნავს გლობალური ბიზნესის შექმნა ნულიდან? როგორ დავძლიოთ შიში, შევცვალოთ ფოკ...

რა როლს თამაშობს ლიტერატურა თვითგანვითარებაში, კრიტიკულ აზროვნებასა და უწყვეტ განათლებაში?ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში გი...
16/12/2025

რა როლს თამაშობს ლიტერატურა თვითგანვითარებაში, კრიტიკულ აზროვნებასა და უწყვეტ განათლებაში?

ALE Podcasts-ის ამ ეპიზოდში გიორგი კეკელიძე გვიყვება წიგნებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე, ლიტერატურის მნიშვნელობასა და როლზე, გვიზიარებს აუცილებლად წასაკითხ ქართულ ტექსტებს. ეს არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაძლიერებს კითხვა, როგორ ხდება ლიტერატურა ჩვენი მუდმივი მენტორი და რატომ რჩება წიგნი ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

#გიორგიკეკელიძე #ლიტერატურა #განათლება რა როლს თამაშობს ლიტერატურა თვითგანვითარებაში, კრიტიკულ აზროვნებასა და ...

ისწავლე ნებისმიერ ასაკში!არასოდეს არის გვიანი, რომ შეცვალო ცხოვრება, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები დასაკუთარი პოტენციალ...
05/11/2025

ისწავლე ნებისმიერ ასაკში!
არასოდეს არის გვიანი, რომ შეცვალო ცხოვრება, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები და
საკუთარი პოტენციალი.
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა გულისხმობს განათლების მიღების შესაძლებლობას
ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.
ზრდასრულთა განათლება ამ უწყვეტი ზრდისა და განვითარების საკვანძო კომპონენტია,
რომელიც გეხმარებათ:
✅ გაიღრმავოთ პიროვნული ინტერესები და გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი
✅ გახდეთ უფრო კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე
✅ დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიულ უნარებს
გახსოვდეთ: თქვენი განვითარება უსაზღვროა!
✨ კამპანია ხორციელდება DVV International საქართველოს მიერ
#ზრდასრულთაგანათლება #მთელიცხოვრებისმანძილზესწავლა

🏆 შემოქმედებითი კონკურსის "სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.მაშ ასე, ჟიურის გადაწყვეტილებით🏅...
05/07/2025

🏆 შემოქმედებითი კონკურსის "სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მაშ ასე, ჟიურის გადაწყვეტილებით
🏅 პირველი ადგილი დაიკავა - ფაქიზა მეხტიევმა
🏅 GAEN-ის რჩეული გახდა და შესაბამისად მეორე ადგილი დაიკავა - თეონა გოგებაშვილმა
🏅 სოციალური ქსელის რჩეული კი ყველაზე მეტი "Like"-ებით გახდა თათა ლაგვილავას ნამუშევარი.
🎉 გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი საპრიზო ფულადი ჯილდოები. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, გამოიფინება დაჯილდოვების ცერემონიალზე და დაიბეჭდება ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებზე.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს!

Address

A. Politkovskaia 8
Tbilisi
0181

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network:

Shortcuts

Share

Category