ორიენტირი • Orientiri

ორიენტირი • Orientiri ავტორიზებული კოლეჯი ორიენტირი

შ.პ.ს. ”ორიენტირი” შეიქმნა 1992 წელს და საქმიანობა დაიწყო საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით.

2002 წელს ორგანიზაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და სხვა საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებით საქ განათლების სამინისტროს მიერ გაცემული 01–17–08/3978 ლიცენზიით მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება.

2004 წელს ინსტიტუტმა მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია და დაკომპლექტდა ეროვნულ გამოცდებგავლილი სტუდენტთა კონტიგენტით.

2006 წელს სასწავლებელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ახალი სააკრედიტაციო კრიტერიუმი (1000 კვ/მ ერთ მისამართზე) ვერ დააკმაყოფილა და დროებით შეუჩერდა აკრედიტაციის მოქმედება.
დაწესებულებამ ფუნქციონირება გააგრძელა როგორც არააკრედიტირებულმა ინსტიტუტმა, რაც დაშვებულია კანონით.

ამასთანავე 2007 წელს საზოგადოებამ მიიღო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ხოლო 2008 წელს პროფესიული სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. რის შედეგადაც საგანმანათლებლო დაწესებულება გახდა მრავალსაფეხურიანი და სწავლის მსურველებს შეეძლოთ სწავლა დაწყებული საშუალო სკოლიდან და დამთავრებული აკადემიურ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებამდე.

საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალით, გამოირჩევა სანიმუშო დისციპლინით და სწავლების მაღალი ხარისხით. გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ბაზები და კაბინეტ- ლაბორატორიები. სპორტული მოედანი, მედპუნქტი, ბიბლიოთეკა საჭირო წიგნადი ფონდით და სამკითხველო დარბაზით, კომპიუტერის კაბინეტი, კეთილ- მოწყობილი აუდიტორიები გათბობის სისტემით.

საქმიანობის პროდუქტი.

საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობის პროდუქტს წარმოადგენს ადამიანური რესურსებისათვის ცოდნის მიღება.
საზოგადოების კლიენტები არის სტუდენტთა კონტიგენტი, რომლებიც ივსება საქართველოს მთელი ტერიტორიიდან.

💊 25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!კოლეჯი „ორიენტირი“ გულითადად ულოცავს ფარმაცევტის დღეს პროფესიული საგანმანა...
25/09/2026

💊 25 სექტემბერი ფარმაცევტის საერთაშორისო დღეა!

კოლეჯი „ორიენტირი“ გულითადად ულოცავს ფარმაცევტის დღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია (სააფთიაქო)“ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ყველა ფარმაცევტს!

გისურვებთ წარმატებას პროფესიულ გზაზე, ცოდნისა და გამოცდილების მუდმივ ზრდას და შესაძლებლობას, თქვენი შრომითა და პროფესიონალიზმით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროთ.

გილოცავთ ფარმაცევტის საერთაშორისო დღეს! 🎉💊

#ცოდნა #პროფესიონალიზმი #ადამიანებზეზრუნვა

25/09/2026
🔰 კოლეჯის დირექტორი  რამაზ მაჭარაშვილი შეხვედა პროფესიული განათლების მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავ...
25/09/2026

🔰 კოლეჯის დირექტორი რამაზ მაჭარაშვილი შეხვედა პროფესიული განათლების მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.
🔰 შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
#წარმატებაკოლეჯს

🎓 კოლეჯ „ორიენტირში“ ახალი სასწავლო წელი განახლდა! ✨ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ 508-ე...
25/09/2026

🎓 კოლეჯ „ორიენტირში“ ახალი სასწავლო წელი განახლდა! ✨

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კბილის სატექნიკო საქმე“ 508-ე ჯგუფის პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მიღების პროცესს აგრძელებენ და პრაქტიკულად ეუფლებიან არჩეულ პროფესიას. 👩‍🎓👨‍🎓

🔬 ამ ეტაპზე სტუდენტები მუშაობენ მოდულზე — „მარტივი ბიუგელისებრი პროთეზის დამზადება“, რომლის ფარგლებში პრაქტიკულად ახორციელებენ ბიუგელისებრი პროთეზის ლითონის კონსტრუქციის ცვილით მოდელირებას.

🦷 პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ აუცილებელ ტექნოლოგიურ პროცესებს, განივითარონ სიზუსტე, ყურადღება, ტექნიკური უნარები და პროფესიული პასუხისმგებლობა.

📚 კოლეჯ „ორიენტირში“ პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა — ცოდნას, რომელიც სტუდენტს პროფესიულ გარემოში საქმიანობისთვის ამზადებს. 💼

👩‍🏫 მოდულის განმახორციელებელი — თამარ შალამბერიძე.

#პროფესიულიცოდნაპრაქტიკითმყარდება

🎓✨ რეგისტრაცია იწყება!📅 რეგისტრაციის ვადები: 22-29  სექტემბერი📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ...
21/09/2026

🎓✨ რეგისტრაცია იწყება!
📅 რეგისტრაციის ვადები: 22-29 სექტემბერი
📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს თქვენთვის სასურველ რეგიონში.
🕙 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე
🏫 შპს „ორიენტირი“
🧮📒სალაროს ოპერაციების განხორციელება
📞დაგვიკავშირდით: 599275739; 577784746

📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით. 🟢შპს ორიენტირი, 2026 წლის...
21/09/2026

📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით.
🟢შპს ორიენტირი, 2026 წლის საშემოდგომო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
✅ საფინანსო სერვისები - (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
✅ ფარმაცია(სააფთიაქო) - (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
✅ საექთნო განათლება - (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
✅ ელექტროობა -(პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
✅ მასაჟის თერაპია - (პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
🔰 რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე: vet.ge ან დაგვიკავშირდით და კოლეჯი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში.
🔰 მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით“, სწავლის პერიოდში შეეძლებათ ისარგებლებლონ „გადავადებით“.
🔰მიიღებთ დასაქმებაზე ორიენტირებულ ხარისხიან განათლებას.
❗️❗️❗️"გზა წარმატებისკენ იწყება აქ" ❗️
📖ისწავლე ორიენტირში, მიიღე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დასაქმდი არჩეული პროფესიის შესაბამისად
📌მის: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. 26 [email protected]; www.orientiri.edu.ge ;
https://www.facebook.com/orientiri
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 📞577784746; 599275739
#ორიენტირიგაძლევთსწორორიენტაციას.
#პროფესიულიგანათლებაქვეყნისსამსახურში

Address

ადმინისტრაციული კორპუსი: ც. დადიანის 26
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599275739

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ორიენტირი • Orientiri posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ორიენტირი • Orientiri:

Shortcuts

Share

Category