სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა

სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა, School, ქ. თბილისი, არნოლდ ჩიქობავას N17, Tbilisi.

25/08/2026

ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენო საამაყო გოგო-ბიჭებო!☀️✨💛
გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველ მნიშვნელოვან გამარჯვებას, 🧑‍🎓👩‍🎓👨‍🎓 ოცნება აგისრულდათ, სანუკვარ მიზანს მიაღწიეთ, უკვე სტუდენტები ხარ. 🎓📚 👏👏
გისურვებთ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას, ბევრი მაღალი და გამორჩეული მწვერვალის დაპყრობას. სითბოთი და სიყვარულით სავსე მომავალს. გვეამაყებით, გვიყვარხართ, გვეიმედებით.
💛💛

👏👏
22/08/2026

👏👏

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლის, თბილისის №161 საჯარო სკოლისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ეზოები და სასწავლო სივრცეები. პარალელურად მიმდინარეობს თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობის გადახურვის, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების განახლების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა თბილისის №31 საჯარო სკოლაში.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მინისტრთან და ვიცე-მერთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის შესაბამისი რაიონების გამგებლები.

21/08/2026
📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი ს...
20/08/2026

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.

​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
ასევე 65001-დან 12001 ქულამდე ოჯახის 1-6 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრია.
საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
​
​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

​სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ჯამბულის ქუჩა N5;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.

​გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.

​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
​
​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

​სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ბროსეს ქუჩა N8;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.

​გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

25/06/2026

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და პარლამენტის სხვა დეპუტატები დაესწრნენ.

სტუმრებმა რაიონში არსებული სკოლების 2025–2026 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოეს.

გვეამაყება, რომ სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ამ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის დაჯილდოვდა: ორი — ოქროს, ხოლო ერთი — ვერცხლის მედლით.

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლასა და გამარჯვებას ცხოვრების მომავალ ეტაპებზე. გვჯერა, რომ მათი შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და ცოდნისადმი სიყვარული მომავალშიც არაერთ წარმატებას მოუტანს მათ.

ასევე ვულოცავთ მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთა მხარდაჭერამ, შრომამ და თავდადებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში.

19/06/2026

✨ დასრულდა 2025–2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები ✨

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას! 📚💛

Address

ქ. თბილისი, არნოლდ ჩიქობავას N17
Tbilisi

Telephone

+995322956676

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ- ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category