15/08/2026
❓ რატომ უნდა აირჩიოთ ქართული, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის (მოსამზადებელი საფეხურის) საგანმანათლებლო პროგრამა?
პროგრამა შექმნილია არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის შესწავლის გზით ქართულენოვან გარემოში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. სტუდენტებს შეუძლიათ ქართული ენა შეისწავლონ საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) სტანდარტით დადგენილ მინიმუმ B2 დონეზე და სწავლა განაგრძონ ქართულენოვანი საბაკალავრო საფეხურის სასურველ აკადემიურ პროგრამაზე.
🇬🇪 პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტთა ქართულენოვან გარემოში სოციალიზაციასა და დამკვიდრებას.
👩🏫 დარგის გამოცდილი პრაქტიკოსი ლექტორ-მასწავლებლები
კურსებზე ასწავლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებსაც აქვთ საუკეთესო თეორიული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
📚 სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სალექციო აუდიტორიებში გაკვეთილები მიმდინარეობს ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებისა და ენის დაუფლებისთვის საჭირო სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, უცხო ენებისა და აკადემიური წერის ცენტრით, ასევე ფრანგული მედიათეკის ბიბლიოთეკით. მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში (Erasmus+) და სასწავლებლად გაემგზავრონ ევროპის უნივერსიტეტებში.
🎓 საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, რაც ნიშნავს ქართული ენის ფლობის B2 დონეზე დადასტურებულ კომპეტენციას, სტუდენტებს შეუძლიათ დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე სწავლა განაგრძონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე https://iliauni.edu.ge/ge/study.
✅ კოდი NAEC ცნობარში აზერბაიჯანულენოვანთათვის: 0100119
✅ კოდი NAEC ცნობარში აფხაზურენოვანთათვის: 0100120
✅ კოდი NAEC ცნობარში ოსურენოვანთათვის: 0100121
✅ კოდი NAEC ცნობარში სომხურენოვანთათვის: 0100122
#აირჩიეილიაუნი