School Genius - სკოლა გენიოსი

School Genius - სკოლა გენიოსი სკოლა ,,გენიოსი” არის სკოლა, სადაც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ

https://www.etaloni.ge/geo/main/index/126506
29/09/2026

https://www.etaloni.ge/geo/main/index/126506

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმ......

🎭სკოლაში არსებული თეატრ-სტუდია „თეატრონი“ იწყებს მოსწავლეთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის! 🎭✨ სწავლების პროგრამა მ...
21/09/2026

🎭
სკოლაში არსებული თეატრ-სტუდია „თეატრონი“ იწყებს მოსწავლეთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის! 🎭
✨ სწავლების პროგრამა მოიცავს:
🗣️ მეტყველების კულტურას
🎭 მსახიობის ოსტატობას
📚 თეატრის ისტორიას
👥 სტუდიაში მიიღებიან II-VIII კლასის მოსწავლეები.
👨‍🏫 სტუდიის ხელმძღვანელი: ლევან ყურულაშვილი
📞 საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 571 18 62 72
ელ. ფოსტა: [email protected]

შემოუერთდით „თეატრონის“ შემოქმედებით ოჯახს! 🌟

🔔 ჩვენი პირველკლასელების პირველი დღე სკოლაში!დღეს სკოლის ეზოში ყველაზე დიდი ღიმილი, პატარა ჩანთები და დიდი მოლოდინები ტრ...
14/09/2026

🔔 ჩვენი პირველკლასელების პირველი დღე სკოლაში!
დღეს სკოლის ეზოში ყველაზე დიდი ღიმილი, პატარა ჩანთები და დიდი მოლოდინები ტრიალებდა.
ვულოცავთ პატარებსა და მათ მშობლებს ამ განსაკუთრებულ დღეს. გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ სასწავლო წელს! 🎒📚❤️

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტური წლების დაწყებას! 🎓✨თითოეულ მათგანს ვუსურვებთ დიდ წარმატებას სასურველ...
28/08/2026

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტური წლების დაწყებას! 🎓✨
თითოეულ მათგანს ვუსურვებთ დიდ წარმატებას სასურველ უნივერსიტეტში და ცხოვრების ამ ახალ, საინტერესო ეტაპზე. სიხარულით ვადევნებთ თვალს თქვენს ნაბიჯებს და გვიხარია, რომ ამ შედეგამდე მისასვლელად სკოლაში, ჩვენს მასწავლებლებთან ერთად იშრომეთ და მოემზადეთ.
წინ ახალი ცოდნის, შესაძლებლობებისა და დიდი გამოცდილების ხანაა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს!
სკოლა ყოველთვის გულშემატკივრობს თქვენს თითოეულ ნაბიჯს! 💙

🎭 ტაში და ოვაცია ჩვენს ნიჭიერ მსახიობებს!სკოლასთან არსებულმა თეატრ-სტუდია ,,თეატრონმა“ მაყურებელს ნამდვილი დღესასწაული ა...
27/06/2026

🎭 ტაში და ოვაცია ჩვენს ნიჭიერ მსახიობებს!
სკოლასთან არსებულმა თეატრ-სტუდია ,,თეატრონმა“ მაყურებელს ნამდვილი დღესასწაული აჩუქა!
✨ სცენა ერთდროულად ორმა საოცარმა სპექტაკლმა დაიპყრო: ,,ზღაპარი“ და ,,ოზი“. ბავშვების დაუღალავმა შრომამ, გულწრფელმა ემოციებმა და საოცარმა არტისტულობამ დარბაზში მყოფი თითოეული სტუმარი სულ სხვა სამყაროში გადაიყვანა. იყო ბევრი ღიმილი, ტაში და რაც მთავარია — სიამაყის განცდა იმით, თუ როგორი ნიჭიერი თაობა გვეზრდება! 🌟
მადლობა ჩვენს პატარა და დიდ მსახიობებს თავდადებისთვის, ,,თეატრონის” ხელმძღვანელს — ამ ჯადოქრობის შექმნისთვის, და, რა თქმა უნდა, მაყურებელს ასეთი თბილი მხარდაჭერისთვის! ❤️

წინ კიდევ ბევრი პრემიერა და ახალი მწვერვალი გველოდება!
#თეატრონი #თეატრსტუდია #სასკოლოცხოვრება #პრემიერა #ოზი #ზღაპარი #ხელოვნება

🎬🎶ჩვენმა მოსწავლეებმა ნამდვილი მოგზაურობა მოაწყვეს ქართული კინოსა და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში! სკოლაში განხორციელდა უმ...
25/06/2026

🎬🎶
ჩვენმა მოსწავლეებმა ნამდვილი მოგზაურობა მოაწყვეს ქართული კინოსა და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში! სკოლაში განხორციელდა უმშვენიერესი მუსიკალური პროექტი — „ქართული კინომუსიკა“.
ეკრანიდან გაცოცხლებული მელოდიები, რომლებიც ყველასთვის საყვარელ კინოკლასიკას აცოცხლებს, ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა სულ სხვაგვარი ემოციითა და მონდომებით შეასრულეს. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, თუ როგორ შეუძლია მუსიკას კინოკადრი მარადიულობად აქციოს.
ამ იდეის რეალობად ქცევას, ბავშვების ნიჭის აღმოჩენასა და პროექტის შემოქმედებით პროცესს მუსიკის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა, რომლის დაუღალავი შრომითაც შედგა ეს დაუვიწყარი საღამო. 🎹✨
თითოეულმა მონაწილემ თავისი ნიჭითა და მონდომებით საოცარი განწყობა აჩუქა მსმენელს და ეს შემოქმედებითი საღამო ნამდვილ დღესასწაულად აქცია! ❤️

ლადო ასათიანის შემოქმედებითი საღამო VIბ კლასში.🕯️ როდესაც ლიტერატურის სწავლება კლასის კედლებს სცილდება და ცოცხალ ემოციად...
18/06/2026

ლადო ასათიანის შემოქმედებითი საღამო VIბ კლასში.

🕯️ როდესაც ლიტერატურის სწავლება კლასის კედლებს სცილდება და ცოცხალ ემოციად იქცევა...

მორიგი შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად ლადო ასათიანის პოეზიის საღამო მოაწყვეს.
მათ გადაწყვიტეს პოეზია მხოლოდ სახელმძღვანელოს ფურცლებიდან კი არ წაგვეკითხა, არამედ გვეგრძნო და მისი ნაწილი გავმხდარიყავით. ბავშვებმა საოცარი ემოციითა და სიყვარულით გააცოცხლეს ლადოს უკვდავი სტრიქონები, მისი ფიქრები, სევდა და სამშობლოსადმი უსაზღვრო ტრფობა.მათი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი გარემო, სადაც პოეტის ეპოქასა და განწყობას უკეთ ვიგრძნობდით. მსგავსი ინტერაქციული მეთოდები საგანს უფრო მიმზიდველს ხდის და მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებს.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა და შემოქმედებითი საღამო გველოდება! 📚❤️

ვაჟა-ფშაველას პოეზიის საღამო VIა კლასში 📝„ამბობენ, ვაჟას პოეზია მთების სიმძიმისაა და მისი გაგება მხოლოდ განსაკუთრებულ წუ...
18/06/2026

ვაჟა-ფშაველას პოეზიის საღამო VIა კლასში 📝
„ამბობენ, ვაჟას პოეზია მთების სიმძიმისაა და მისი გაგება მხოლოდ განსაკუთრებულ წუთებში ხდებაო... ⛰️✨
მეექვსე კლასში ჩარგლის ვიწრო ხეობებიდან კაცობრიობის უდიდეს საფიქრალამდე ვიმოგზაურეთ, სადაც კიდევ ერთხელ შევეხეთ სამყაროს, სადაც მთები ლაპარაკობენ, წყაროები ტირიან და ადამიანი ბუნების თანასწორია.
ჩვენმა მონაწილეებმა შეძლეს შეუძლებელი — გააცოცხლეს ვაჟას გენიალური სტრიქონები, მისი მორალური კომპასი და ის მარადიული ფასეულობები, რომლებსაც ის გვასწავლიდა: რომ ნამდვილი ვაჟკაცობა მტრის დანდობაა, ნამდვილი სიყვარული — თავგანწირვა, ხოლო ნამდვილი თავისუფლება — საკუთარ სინდისთან ერთგულება.
მადლობა თითოეულ მონაწილეს ასეთი ნიჭიერებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომლებმაც ეს საღამო ჩვენთან ერთად გაიზიარეს! 🤍✨

📝IVა კლასიმუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო
16/06/2026

📝IVა კლასი
მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო

ჩვენი მეექვსეკლასელები მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე 💌📪 საქართვე...
15/06/2026

ჩვენი მეექვსეკლასელები მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე 💌📪 საქართველოს ფოსტა / Georgian Post

Address

ქ. თბილისი, კრისტეფორე დე კასტელის ქუჩა № 9
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577333274

Alerts

Be the first to know and let us send you an email when School Genius - სკოლა გენიოსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to School Genius - სკოლა გენიოსი:

Shortcuts

Share

Category