სსიპ - ქალაქ თბილისის N 5 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ - ქალაქ თბილისის N 5 საჯარო სკოლა

სსიპ - ქალაქ თბილისის N 5 საჯარო სკოლა me5sajaroskola

14/06/2026

2026 წელს კი, საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: საქართველოში წერილის წერის 55-ე საერთაშორისო კონკურსში თემით: ,,მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“-სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: ბარბარე სარიშვილი, ლილე კავთიაშვილი, ბარბარე ბაკოევი და ლუკა მეტრეველი.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ გამარჯვებებს და ვუსურვებთ წარმატებებს!

Ა/წ 5 ივნისს მე 4ბ კლასში გაიმართა  დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპის  დაასრულების საღამო (Დამრიგებელი თ. Ყეინაშვილი) ე...
09/06/2026

Ა/წ 5 ივნისს მე 4ბ კლასში გაიმართა დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპის დაასრულების საღამო (Დამრიგებელი თ. Ყეინაშვილი) ეს იყო სიყვარულით, მეგობრობით, უამრავი მხიარულებით და მოგონებებით სავსე დღე
წინ ახალი, საინტერესო სასკოლო თავგადასავლები გელოდებათ! 🚀📚

Ა/წ 5 მარტს მე-4 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი  თეა ყეინაშვილი) გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი ღონისძი...
09/06/2026

Ა/წ 5 მარტს მე-4 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თეა ყეინაშვილი) გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი ღონისძიება გამართეს. ბავშვებმა ლექსებითა და სიმღერებით სიყვარულით მიულოცეს დედებს ეს განსაკუთრებული დღე. ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, ემოციებითა და გაზაფხულის მშვენიერი განწყობით. 🌷

5.ივნისს სსიპ  #საჯარო სკოლის პედაგოგმა თ.ინაურმა მე-7-ბ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი-პრეზენტაცია.მოსწავლეებმა ...
06/06/2026

5.ივნისს სსიპ #საჯარო სკოლის პედაგოგმა თ.ინაურმა მე-7-ბ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი-პრეზენტაცია.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები,მასწავლებელმა გამოავლინა სხვაფასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და სიგელები გადასცა მათ.

მიმდინარე წლის 14 მაისს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, N5 საჯარო სკოლასა და N29 საჯარო სკოლას...
06/06/2026

მიმდინარე წლის 14 მაისს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, N5 საჯარო სკოლასა და N29 საჯარო სკოლას შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. სპორტული შეჯიბრი მიზნად ისახავდა სკოლებს შორის ურთიერთ– თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მატჩი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართა, საბოლოოდ კი N5 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა 10-5. წარმატებებს ვუსურვებთ ორივე სკოლის გუნდის მოსწავლეებს, მადლობას ვუხდით N29 სკოლას სტუმრობისთვის და სკოლების თვითმმართველებს მატჩის ორგანიზებისთვის!

2026 წელს მე-5 საჯარო სკოლაში ჩატარდა  სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში მე-5 კლასელთათვის. ოლიმპიადას ხელმძღვანელობდნენ თა...
04/06/2026

2026 წელს მე-5 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში მე-5 კლასელთათვის. ოლიმპიადას ხელმძღვანელობდნენ თამარ გოზალიშვილი და მარიკა ორჯონიკიძე.
პირველი ტური ჩატარდა 11 მაისს. მეორე ტური 1 ივნისს. მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს: მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა: გაბრიელ გირგვლიანმა, ილია დუმბაძემ, გიორგი შავერდაშვილმა,ნინო მაკარიძემ, გაბრიელ შიოშვილმა, მარიამ ხეჩაშვილმა, გიორგი გიორგაძემ და მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა: გიორგი გაფრინდაშვილმა, დათო კობახიძემ, გაბრიელ გოროზიამ, ლილე კავთიაშვილმა,
იოანე ჩხეიძემ, ნინა მაჩაბელმა, მარიამ ცერცვაძემ, მაია ახალკაცმა, ნია უსეინაშვილმა.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი ოლიმპიადის მიმართ.
შეფასება მოხდა ქულების მიხედვით. შესაბამისად გამოვლინდა 4 გამარჯვებული.
პირველი ადგილი_ გაბრიელ გირგვლიანი
მეორე ადგილი_ გიორგი გაფრინდაშვილი და ილია დუმბაძე
მესამე ადგილი_ გიორგი შავერდაშვილი
მეორე ტურის ყველა მონაწილეს დაურიგდა სერთიფიკატი.
გამარჯვებულებს შესაბამისი სერთიფიკატები.

მიმდინარე წლის 7 მაისს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, N5 საჯარო სკოლასა და N29 საჯარო სკოლას ...
29/05/2026

მიმდინარე წლის 7 მაისს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, N5 საჯარო სკოლასა და N29 საჯარო სკოლას შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში. სპორტული შეჯიბრი მიზნად ისახავდა სკოლებს შორის ურთიერთ– თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მატჩი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში წარიმართა, საბოლოოდ კი N29 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. წარმატებებს ვუსურვებთ ორივე სკოლის გუნდის მოსწავლეებს, მადლობას ვუხდით N29 სკოლას სტუმრობისთვის და სკოლების თვითმმართველებს მატჩის ორგანიზებისთვის! ჩვენი სკოლების მეგობრობა გრძელდება.

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თბილისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. პარლამენტში სტუმრად ...
29/05/2026

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თბილისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. პარლამენტში სტუმრად მყოფი ახალგაზრდები კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაინტერესდნენ.

ზურაბ ქადაგიძემ სკოლის მოსწავლეებთან ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემების მომზადების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან საკანონმდებლო საქმიანობით და სახელმწიფოს მართვაში პარლამენტის როლით. პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ა

სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლაში 2026 წლის 2 აპრილს მოსწავლეთა თვითმმართველობის საშუალო საფეხურის თავმჯდომრის ლ. კუ...
11/05/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლაში 2026 წლის 2 აპრილს მოსწავლეთა თვითმმართველობის საშუალო საფეხურის თავმჯდომრის ლ. კურტანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა „თვითმმართველობის ერთი დღე", სადაც 9-12 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილები ჩაუტარეს 1-8 კლასის მოსწავლეებს.

ანოტაციასასკოლო პროექტის ფარგლებში მაისის თვეში ვიმუშავეთ ჯანსაღ კვებაზე. ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით IXბ კლასში და...
09/05/2026

ანოტაცია
სასკოლო პროექტის ფარგლებში მაისის თვეში ვიმუშავეთ ჯანსაღ კვებაზე. ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით IXბ კლასში დავამუშავეთ ტექსტი „Food For Life“ და გავიაზრეთ, მოსწავლეებმა გააკეთეს ქვიზი („ გაიგე რამდენად ჯანმრთელი ხარ!“ და გაუზიარეს ერთმანეთს შედეგები, შემდეგ შექმნეს პოსტერი.

Address

მის. : ხუდადოვის ქ. #63
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ - ქალაქ თბილისის N 5 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ - ქალაქ თბილისის N 5 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category