04/04/2018
📌📣📢ანაღზაურებადი სტაჟირება ბიოსამედიცინო ინჟინრებისთვის !!!
📢 We are hiring! 🙌
ბიოსამედიცინო მომსახურებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამედიცინო ინჟინერის ვაკანტურ პოზიციებზე გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით.
ბიოსამედიცინო ინჟინერის ძირითადი მოვალეობა იქნება ტექნიკური ინჟინერის ასისტირება და სხვადასხვა ტექნიკური დავალებების გადაწყვეტა.
💼საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
- ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
📋🔭კომპანია DualMind შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბიოსამედიცინო კომპანიაში, საინტერესო სამუშაო გამოცდილების მიღებას მეგობრულ გარემოში და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
📝📬📆დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შევსებული რეზიუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტუდენტების შემთხვევაში ცნობა უმაღლესისასწავლებელში სწავლის შესახებ) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე mikheil+[email protected] არაუგვიანეს 12 აპრილისა.
26/01/2018
მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს Philips HDI 5000 ექოსკოპი. სასწაული მოდელია, Unix სისტემაზე აწყობილი სოფტი... დაახლოებით 20 ბეჭდური დაფა, ორი კვების ბლოკი და კიდე ათასი ანტიკვარი დეტალი. მაგრამ ბიოსამედიცინო ინჟინრებმა ჩაუტარეს დიაგნოსტიკა, შეაკეთეს დაზიანებული "დედა პლატა", აღადგინეს დაზიანებული მყარი დისკი, პროგრამა გამართეს წელში 🙂 და რაც მთავარია ეს დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით. აპარატი სრულებით უსასყიდლოთ შეკეთდა და ჩაბარდა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონს.
#სიკეთეგადამდებია
12/10/2017
ახალი სიტყვა მედიცინაში - ადამიანს ძვალი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი პროთეზით ჩაუნაცვლეს
ახალი სიტყვა მედიცინაში - ადამიანს ძვალი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი პროთეზით ჩაუნაცვლეს
ექსპერიმენტული ოპერაციის წყალობით 27 წლის ავსტრალიელს ფეხი შეუნარჩუნეს
12/10/2017
წარმატებებს გისურვებთ მიშა! "23 წლის ინჟინერი საქართველოდან, რომელმაც საერთაშორისო ჰაკათონში პირველი ადგილი მოიპოვა"
23 წლის ინჟინერი საქართველოდან, რომლის იდეამ საერთაშორისო ჰაკათონში პირველი ადგილი მოიპოვა
რითი გააკვირვა ქართველმა ინჟინერმა ესტონეთში ჰაკათონის ჟიური?
03/10/2017
#დაიცავიპაციენტისუსაფრთხოება
18/09/2017
სამწუხაროა!
✅დარღვევები კლინიკაში? უყურადღებობა, არაპროფესიონალიზმი, უპასუხიმგებლობა, დილეტანტიზმი. დღეს გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ძალიან სამწუხარო ფაქტზე, რომელზეც გაჩუმება და თვალის დახუჭვა არ შეიძლება❗ 🚫უკვე მერამდენე დინამიკზე ეკგ გადამწოდის ფირფიტა ან სამედიცინო ლენტდაკრული აპარატები მოდიან ჩვენთან?! ეს არის რეალობა, რაც კლინიკებში ხდება, "ველა"-ს (სასუნთქი აპარატის) გონებაში ჯერ არც ერთ სამედიცინო პერსონალს არ შეუღწევია, არც კი დაფიქრებულან თუ როგორ? ან რატომ? ან რისთვის წუხს აპარატი❗ იქნებ გულის შეტევა აქვს?!😰 აპარატი ხმოვანი შეტყობინებით ცდილობს პერსონალს შეატყობინოს საგანგაშო ინფორმაცია, რომლიც მოცემულ მომენტში კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტისათვის.🤐 ექიმები კი პრობლემის მოგვარების მაგვივრად ხმოვანი შეტყობინების თავიდან არიდების მიზნით ლენტს აკრავენ, რომ ხმაურმა არ შეაწუხოს⛔❌. ეს არის ყოვლად მიუღებელი, როგორც ეთიკურად ასევე სამართლევრივად და ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად მოვახდენთ რეაგირებას ასეთ ფაქტებზე.
#დარღვევებიკლინიკაში #მეტიყურადღება #სამედიცინოაპაარტურა
19/07/2017
სტაჟირების პროგრამა სამედიცინო კორპორაცია ევექსში :)
სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე - თბილისი
სამედიცინო კორპორაცია ევექსი