01/12/2021
📣 გაცნობებთ, რომ ამჟამად რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე 📣
რეგისტრაცია ცხადდება ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე, როგორიცაა:
✅ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -
📍 ,,საწყობის ლოგისტიკის ოპერატორი''
✅ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში -
📍 ,,საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება''
📍 ,,მსუბუქი ავტომობილების ელექტრო და ელექტრონული მოწყობილებების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა''
✅ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში -
📍 ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა''
✅ ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლაში -
📍 ,,ელექტროგაყვანილობის მემონტაჟე''
პროგრამების სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე: https://vet.emis.ge/ #/training-programs
გისურვებთ წარმატებებს!