26/09/2026
📸 ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტების საყურადღებოდ!
საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) პარტნიორი, კრწანისის რაიონის გამგეობა, აცხადებს ფოტოკონკურსს:
✨ „ძველი თბილისი — ფოტოებით მოთხრობილი ისტორია“
თუ გიყვართ ფოტოგრაფია და გსურთ თქვენი ობიექტივით გადმოსცეთ ძველი თბილისის უნიკალური ხასიათი, ისტორია და ყოველდღიური ცხოვრება, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
📷 კონკურსისთვის შეგიძლიათ გადაიღოთ კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ძველი თბილისის ისტორიული ადგილები — ხარფუხი, კალა-ორთაჭალა, აბანოთუბანი, მეიდანი, სოლოლაკი და სხვა გამორჩეული ადგილები.
ფოტოებზე შეიძლება ასახული იყოს ისტორიული ქუჩები და ეზოები, ძველი შენობები და აივნები, საინტერესო არქიტექტურული დეტალები, ადამიანები და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება.
🏆 საუკეთესო ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით, ხოლო შერჩეული ფოტოები გაერთიანდება სპეციალურ ფოტოალბომში.
✨ ასევე დაწესებულია „სერგო ედიშერაშვილის სახელობის ფოტოპრემია“ — გრან-პრი.
📅 ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.
👉 კონკურსის დეტალური პირობები და მონაწილეობის წესი იხილეთ ქვემოთ/თანდართულ ინფორმაციაში.
მოვუწოდებთ ჩვენს სტუდენტებს, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ კონკურსში, წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და ძველი თბილისის ისტორია საკუთარი ობიექტივით მოყვნენ! 📸
📸 🎞️ აჩვენე ძველი თბილისი შენი თვალით!
📣 კრწანისის რაიონის გამგეობა აცხადებს ფოტოკონკურსს
✨ „ძველი თბილისი — ფოტოებით მოთხრობილი ისტორია“.
კონკურსის მიზანია ფოტოხელოვნების საშუალებით ძველი თბილისის ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
📷 მონაწილეობის პირობები:
🔸 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კრწანისის რაიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
🔸 თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტონამუშევარი.
🔸 ფოტოები უნდა ასახავდეს კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილს — ხარფუხს, კალა-ორთაჭალას, აბანოთუბანს, მეიდანს, სოლოლაკსა და სხვა ისტორიულ ადგილებს.
🔸 ფოტონამუშევრები შეიძლება ასახავდეს ისტორიულ ქუჩებსა და ეზოებს, შენობებსა და აივნებს, არქიტექტურულ დეტალებს, ადამიანებსა და ძველი თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას.
📩 ნამუშევრების წარდგენის წესი:
📌ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია:
🔹ელფოსტაზე — [email protected];
🔹კონკურსანტის Google Drive-ის ბმულის საშუალებით;
🔹ან ფლეშ მეხსიერებით, კრწანისის რაიონის გამგეობაში.
📩 შეავსეთ თქვენი მონაცემები მოცემულ ბმულზე:
👉 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScfrL7132jt44HhQAO9jvUT22KgOg2brYWSw2agTjDuVqM7fQ/viewform?usp=publish-editor
🔴 ნამუშევართან ერთად აუცილებლად უნდა მიეთითოს:
ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ფოტოს გადაღების ადგილი.
🖼️ ტექნიკური მოთხოვნები:
📌 მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
🔺jpg ფორმატი
🔺მინიმალური გარჩევადობა: ზომა არანაკლებ 2048 -1920
🔺მაქსიმალური ფაილის ზომა: 20 MB
🔺დასაშვებია მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო
🔺ფოტო უნდა იყოს ავტორის მიერ გადაღებული
🚫 კონკურსზე არ მიიღება:
🔻ლოგოს ან Watermark-ის შემცველი ფოტოები;
🔻ხელოვნური მონტაჟით დამუშავებული ნამუშევრები;
🔻სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით შეკუმშული ფოტოები.
📅 ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა — 2 ოქტომბერი
🏆 საუკეთესო ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით, ხოლო შერჩეული საუკეთესო ფოტოები გაერთიანდება სპეციალურად მომზადებულ ფოტოალბომში და გადაეცემათ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს.
✨ფოტოკონკურსის ფარგლებში დაწესდება „სერგო ედიშერაშვილის სახელობის ფოტოპრემია“ გრან - პრი, რომელიც გადაეცემა კონკურსის იმ მონაწილეს, რომლის ნამუშევარიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხედვით, მხატვრული ღირებულებით, ემოციური სიღრმითა და ფოტოგრაფიული ხელოვნებისადმი გამორჩეული დამოკიდებულებით. კონკურსის ლაურეატს სასაჩუქრე ვაუჩერთან ერთად სერტიფიკატი გადაეცემა.
✨ კონკურსის ფარგლებში გაიმართება საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (ადგილს და დროს შეარჩევს ორგანიზატორი)
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოწვეული ფოტორეპორტიორის სპეციალური ექსპოზიცია.
📣 ორგანიზატორი იტოვებს უფლებას:
🔸გამოიყენოს ნამუშევრები არაკომერციული კულტურული მიზნებისთვის (ავტორის მითითებით);
🔸მოითხოვოს ორიგინალი ფაილი ბეჭდვისთვის;
🔸შეამოწმოს ტექნიკური შესაბამისობა.
📸 გახდი ძველი თბილისის ისტორიის მთხრობელი — შენი ობიექტივით!
☎️ დამატებითი ინფორმაცია:
კრწანისის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილება.
საკონტაქტო პირი: მაია კობრეშვილი
📞 599 106 958