თსსუ უცხოური ენების ცენტრი Foreign Language Center

თსსუ უცხოური ენების ცენტრი Foreign Language Center

Share

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივ?

დამტკიცებულია
თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი
საბჭოს 2012 წლის 25 ივლისს
N. 23/6 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უცხო ენების ცენტრის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები.
მუხლი 1.
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემგომში
“უნივერსიტეტი”) უცხო ენების ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) წარმოადგენს
უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელ

ცენტრები / უცხოური ენების ცენტრი / უცხოური ენების ცენტრის სასწავლო კურსები / 06/10/2025

თსსუ უცხოური ენების ცენტრი აცხადებს მიღებას ინტენსიური სწავლების ფასიან კურსებზე ინგლისურ, გერმანულ, რუსულ (A1 / A2 / B1 / B2 / C1 დონეებზე) და ლათინურ ენებში.

კურსის ხანგრძლივობა დონეების მიხედვით - 4-8 თვე; მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (2 -2 აკადემიური საათი);
კურსის ყოველთვიური საფასური - 150 ლარიდან.

კურსის დასრულებისა და სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბერაბის შემდეგ გაიცემა თსსუ უცხოური ენების ცენტრის სერთიფიკატი.

თსსუ V სასწ. კორპუსი, III სართული, უცხოური ენების ცენტრი.
[email protected]
საკონტაქტო ტელეფონები: 555 51 08 55; 599 96 12 02.

ცენტრები / უცხოური ენების ცენტრი / უცხოური ენების ცენტრის სასწავლო კურსები / ცენტრები / უცხოური ენების ცენტრი / უცხოური ენების ცენტრის სასწავლო კურსები /

Photos from თსსუ უცხოური ენების ცენტრი Foreign Language Center's post 28/07/2025

თსსუ უცხოური ენების ცენტრში წარმატებით ჩატარდა UNIcert® II (GER B2) და III (GER C1) დონის გამოცდა დარგობრივ სამედიცინო ენაში.
UNIcert® წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სტანდარტს საუნივერსიტეტო კონტექსტში უცხოური ენების სწავლების და სერტიფიცირების მიმართულებით. იგი ადასტურებს პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებულ ენობრივ კომპეტენციებს აკადემიური და პროფესიული მიზნებისთვის.
წელს კურსის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენდა სამედიცინო სფეროს სპეციალისტის ინტეგრაცია მთლიანი ექვსთვიანი სწავლების პროცესში და მისი საგამოცდო ფორმატში უშუალო თანამონაწილეობა. განახლებული საგამოცდო კონცეფცია, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სცენარებსა და რეალურ მასალებზე დაფუძნებულ დავალებებს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ენობრივი კომპეტენცია წაროაჩინონ პროფესიულ-საკომუნიკაციო რეალობასთან მიახლოებულ სიტუაციებში.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ დოქტ. ნინო ანთაძეს, გერმანისტს, DAAD-ს რეგიონალური ოფისების სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორს, საგამოცდო პროცესში გაწეული პროფესიული მხარდაჭერისთვის. აგრეთვე მადლობას ვუხდით თიკო თამაზაშვილს, ოფთალმოლოგს, გერმანიისა და ავსტრიის წამყვან კლინიკებში მიღებული ენობრივ-პრაქტიკული გამოცდილების სასწავლო და საგამოცდო ფორმატში გაზიარებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს სტუდენტებს წარმოდგენილი შედეგებისთვის!
Am Sprachenzentrum der TSMU wurden die UNIcert® Prüfungen der Stufen II (GER B2) und III (GER C1) in DaF/ Fachsprache Medizin erfolgreich durchgeführt.
Ein besonderes Highlight des diesjährigen Kurses war die kontinuierliche Einbindung eines medizinischen Fachpersonals über den gesamten sechsmonatigen Kurszeitraum hinweg – einschließlich seiner erstmaligen aktiven Teilnahme an der Prüfung.
Ein herzlicher Dank gilt Frau Dr. Nino Antadze, Germanistin und DAAD-Koordinatorin für Lehr- und Stipendienprogramme in der Region, für ihre wertvolle fachliche Begleitung, sowie Frau Dr. Tiko Tamazashvili, Fachärztin für Augenheilkunde, für ihre Expertise und die bereichernden Einblicke aus ihren Hospitationen an renommierten Universitätskliniken in Deutschland und Österreich.
Ein besonderer Dank geht auch an unsere motivierten Prüflinge für ihr großes Engagement!

04/07/2025

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX, X და XI სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი სტაჟირების გასავლელად კაუფბოირენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია).

სტაჟირების ხანგრძლივობა - 2 თვე.

შერჩეული კანდიდატები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით და სტიპენდიით.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2დონე);

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 10 ივლისს 16:00 სთ-ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451

Photos from თსსუ უცხოური ენების ცენტრი Foreign Language Center's post 24/06/2025

🔹მიმდინარე წლის 14 და 21 ივნისს თსსუ უცხოური ენების ცენტრში ჩატარდა ინგლისურენოვანი ტრენინგი თემაზე - რეცეპტორული (კითხვა და მოსმენა) და პროდუქტიული (საუბარი და წერა) უნარების სწავლება დარგობრივ (სამედიცინო) კონტექსტებში.

🔹ტრენინგი ჩაატარა ასოცირებულმა პროფესორმა, CELTA და DELTA M1 - ის საერთაშორისო ტრენერმა თამთა მშვიდობაძემ.

🔹ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, განეხილათ ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მიდგომები და ემსჯელათ მათი გამოყენებისა და დანერგვის შესახებ პრაქტიკულ საქმიანობაში.

📚ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ვაჟა-ფშაველას გამზირი N.33, თსსუ, V სასწავლო კორპუსი, III სართული, უცხოური ენების ცენტრი.
Tbilisi
0186