ფლუენსი / Fluency

ფლუენსი / Fluency To have another language is to possess a second soul.

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა დ...
15/06/2026

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.

🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგი:

✔️ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ოსური ენა
2 ივლისი (პირველი სესია);

✔️უცხოური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

✔️მათემატიკა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
14 ივლისი (პირველი სესია);

✔️ქიმია
14 ივლისი (მეორე სესია);

✔️სამოქალაქო განათლება
15 ივლისი (პირველი სესია);

✔️ბიოლოგია
16 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️გეოგრაფია
20 ივლისი (მეორე
სესია);

✔️ლიტერატურა
21 ივლისი (პირველი სესია);

✔️ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია).

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

📍2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

🌐დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://naec.ge/ #/ge/post/3610

Presentations ❤️
05/05/2026

Presentations ❤️

15/04/2026
🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 ...
02/04/2026

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

🔹აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

🔹უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

🔹აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.

🔹დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

Presentations 👩‍🏫
23/03/2026

Presentations 👩‍🏫

“ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს და ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე დიდი საოცრება არის თვითონ ადამიანი.”დასრულდა ეპოქა, გამ...
18/03/2026

“ადამიანი მუდამ ეძებს სასწაულს და ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე დიდი საოცრება არის თვითონ ადამიანი.”

დასრულდა ეპოქა, გამორჩეული სიყვარულით, სულიერებითა და ერის წინაშე დაუღალავი ზრუნვით. მისი უწმინდესობის სულიერი მემკვიდრეობა და ზრუნვა სამუდამოდ დარჩება, როგორც სიმშვიდისა და იმედის სიმბოლო.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს არქივი

სააღდგომო არდადეგები 🥚🐰09.04.2026-13.04.2026სწავლა განახლდება 14 აპრილიდან 🫶🏻❤️შეგახსენებთ რომ, თვიური რეგისტრების შემთხ...
18/03/2026

სააღდგომო არდადეგები 🥚🐰09.04.2026-13.04.2026
სწავლა განახლდება 14 აპრილიდან 🫶🏻❤️

შეგახსენებთ რომ, თვიური რეგისტრების შემთხვევაში ფიქსირებული გადახდის თარიღი უცვლელი რჩება, ხოლო 8 გაკვეთილის - პაუზდება ❤️❤️

💞
11/03/2026

💞

16/12/2025
31.12.2025-08.01.2026🎄სასწავლო წელი განახლდება 9 იანვრიდან🫶🏻❤️შეგახსენებთ რომ, თვიური რეგისტრების შემთხვევაში ფიქსირებულ...
02/12/2025

31.12.2025-08.01.2026🎄

სასწავლო წელი განახლდება 9 იანვრიდან🫶🏻❤️

შეგახსენებთ რომ, თვიური რეგისტრების შემთხვევაში ფიქსირებული გადახდის თარიღი უცვლელი რჩება, ხოლო 8 გაკვეთილის - პაუზდება.

ბედნიერ დამდეგს გისურვებთ! ❤️❤️

Address

თბილისი, გურამიშვილის გმზ 41თ
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995 558 50 00 58

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფლუენსი / Fluency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფლუენსი / Fluency:

Shortcuts

Share