20/01/2020
📢📢📢
რა აუცილებელ უნარებს მოითხოვს თანამედროვე სამყარო ახალგაზრდებისგან?
✔️კრიტიკული აზროვნებას,
✔️ლოგიკურ და ვერბალურ მსჯელობას,
✔️არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება/დახარისხება/გამოყენებას,
✔️შემწყნარებლობა განსხვავებული პოზიციის მიმართ,
✔️იდეებისა და არა ოპონენტების უარყოფა და ა.შ
ამ და სხვა უნარების განვითარებას დიალოგოსის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო დებატების ზამთრის ტურნირში მონაწილეობით შეძლებთ.
🖊საპარლამენტო დებატებს უხელმძღვანელებს იურისტი, სამართლის ლექტორი, დებატების მსაჯი და ტრენერი - რაულ აგიკიანი.Raul Agikiani
🖊მონაწილე სკოლები: საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, სამართლის სკოლა, ბიზნესის მართვის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ჯანდაცვის სკოლა.
🖊საპარლამენტო დებატების საუნივერსიტეტო ტურნირი ჩატარდება ბრიტანული საპარლამენტო ფორმატით.
აღნიშნული ფორმატი წარმატებით გამოიყენება უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო წრეებში, რადგან წარმოადგენს დებატების ყველაზე ეფექტურ, მოქნილ, სანახაობრივ, შემეცნებით და გუნდურ ფორმატს. ის გამომდინარეობს ბრიტანული პარლამენტის მუშაობის პრინციპებიდან (ორი პალატა, სპიკერი, მთავრობა-ოპოზიცია და ა.შ.). ამდენად, სტუდენტი გაერკვევა როგორც თავად დებატების ფორმატში, ასევე ბრიტანული პარლამენტის მუშაობის პერიპეტიებშიც.
🕕ტურნირის ეტაპები და ვადები:
მსურველთა მიღება და რეგისტრაცია - 21 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით:
15-16 თებერვალი:
ამ ეტაპზე ხდება რეგისტრირებული მსმენელების დატრენინგება როგორც დებატების ფორმატის, ისე თემატიკის საკითხებში.
ტურნირის პირველი დღე - შესარჩევი ნაწილი 22 თებერვალს:
ამ დღეს დებატები წარიმართება პარალელურ რეჟიმში, ანუ სხვადასხვა აუდიტორიებში ერთდროულად. თითოეული გუნდი იდებატებს მინიმუმ 3-4 დებატს, სადაც შეფასდება როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შედეგები. ქულები აღირიცხება ერთიან სისტემაში და გამოვლინდება 8 (რვა) საუკეთესო გუნდი, რომლებიც გადავლენ ნახევარფინალში;
ტურნირის დასკვნითი ფაზა - ნახევარფინალები და ფინალი 29 თებერვალს ჩატარდება კაჭრეთის “ამბასადორში” - ამ დღეს ნახევარფინალში გადასულ გუნდებს შორის თანმიმდევრობით ჩატარდება ჯერ ნახევარფინალი, შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ოთხი გუნდი ერთმანეთს შეხვდება✔️
more info: 551 260 267