07/08/2026
ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა — ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!
რას ნიშნავს ეს ჩვენი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის? 👇
🥗 HACCP-ის დანერგვა და სურსათის უვნებლობის სრული მართვა, უსაფრთხო და ხარისხიანი კვება:
➢ ბავშვების ასაკისა და საჭიროებების შესაბამისი კვების ორგანიზება;
➢ დღიური კვების რაციონისა და ენერგეტიკული ღირებულების შეფასება;
➢ საუზმის, სადილის, სამხარისა და სხვა კვების კომპონენტების სწორად განაწილება;
➢ ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, ცილოვანი და სხვა მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების მრავალფეროვნების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
➢ სურსათის უვნებლობის სფეროში პერსონალის ჰიგიენური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების ხელშეწყობა;
➢ საჭირო ლაბორატორიული კვლევების დაგეგმვისა და შედეგების შეფასების ხელშეწყობა;
➢ სურსათის მიღების, შენახვის, მომზადებისა და ბავშვისთვის მიწოდების ყველა ეტაპზე სურსათის უვნებლობის კონტროლი;
➢ სურსათის მიღებისას ხარისხის, ვარგისიანობის ვადის, შეფუთვისა და შენახვის პირობების კონტროლი;
🧼 სუფთა და ჰიგიენური გარემო:
➢ დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების კონტროლი;
➢ ჰიგიენური წესების დაცვაზე მონიტორინგი;
➢ ინფექციური და სხვა რისკების პრევენციის ხელშეწყობა;
➢ ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მხარდაჭერა;
🛡️ უსაფრთხო საბავშვო გარემო
➢ ბაღის გარემოში არსებული საფრთხეების გამოვლენა და რისკების შეფასება;
➢ ბავშვებისთვის პოტენციურად საშიში ფაქტორების პრევენცია;
➢ უსაფრთხოების პროცედურებისა და წესების გაუმჯობესება;
➢ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების საკითხებზე;
👩🏫 კვალიფიციური და მომზადებული პერსონალი
➢ თანამშრომლების პერიოდული სწავლება და ინსტრუქტაჟი;
➢ ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცოდნის გაძლიერება;
➢ პასუხისმგებლობებისა და პროცედურების მკაფიო განსაზღვრა;
🔐 ბავშვებისა და მშობლების პერსონალური მონაცემების დაცვა
➢ ბავშვებისა და მათი ოჯახების პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების გაძლიერება;
➢ ფოტოების, ვიდეოების და სხვა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების მოწესრიგება;
➢ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული რისკების პრევენცია.
💚 ჩვენი მიზანია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო, ჯანსაღი, ჰიგიენური და დაცული გარემო, ხოლო მშობელს — მეტი ნდობა და სიმშვიდე.