ბიოლოგიის რეპეტიტორი

ბიოლოგიის რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა და საატესტატო გამოცდები

"ბიოლოგიის რეპეტიტორი" არის თანამოსახელე წიგნის ფეისბუკ გვერდი.
წიგნი "ბიოლოგიის რეპეტიტორი" იქმნება და მალევე იქნება ხელმისწავდომი.

გული ჰორმონულად აქტიური ორგანოა!ორივე წინაგულზე გულს აქვს ე.წ. ყურები (გულის ყურები ანუ აურიკულები. სურათზე წითლადაა მონ...
11/08/2016

გული ჰორმონულად აქტიური ორგანოა!
ორივე წინაგულზე გულს აქვს ე.წ. ყურები (გულის ყურები ანუ აურიკულები. სურათზე წითლადაა მონიშნული), რომლებშიც ის სისხლი თავსდება, რომელიც წინაგულებში ვერ ჩაეტია. ასეთი რამ უმთავრესად მაშინ ხდება, როდესაც სისხლის წნევა მომატებულია. როგორც კი გულის ყურებში სისხლი შევა და მას გადაავსებს, ყურში არსებული კუნთოვანი უჯრედები გაღიზიანდება და გამოყოფს ჰორმონ ატრიოპეპტინს (წინაგულოვან ნატრიურეზულ პეპტიდს). ამ ჰორმონის სინონიმებია კარდიონატრინი და კარდიოდილატინი. ეს ჰორმონი ძალიან ძლიერი სისხლძარღვგამაფართოვებელია. სულ 17 ამინომჟავისგან შედგება და წარმოადგენს ალდოსტერონის ანტაგონისტს. მისი მოქმედებით: 1- სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა ეცემა; 2- მცირდება ალდოსტერონის წარმოქმნა; 3- სისხლში მცირდება ნატრიუმის დონე; 4-მცირდება ადრენალინის მოქმედება; 5- ძლიერდება ცხიმოვანი ქსოვილის დაშლა.
სხვა სიტყვებით, გული არ არის მხოლოდ ტუმბო, ის ენდოკრინული ორგანოცაა.
გიორგი ღოღობერიძე

მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა ძალიან მდიდარია უჩვეულო ფოსფოლიპიდით, რომელსაც კარდიოლიპინი ჰქვია. ყოველჯერზე, როდესაც კარ...
01/08/2016

მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა ძალიან მდიდარია უჩვეულო ფოსფოლიპიდით, რომელსაც კარდიოლიპინი ჰქვია. ყოველჯერზე, როდესაც კარდიოლიპინი შიგნითა მემბრანიდან გარეთაზე გადანაცვლდება, უჯრედი იღუპება. გარდა ამისა, კარდიოლიპინი ატფ-ის სინთეზშიც მონაწილეობს. ერთ-ერთი იშვიათი გენეტიკური დაავადების დროს, რომელსაც ბართის სინდრომი ეწოდება, ფერმენტი (ტაფაზინი) ვერ წარმოქმნის კარდიოლიპინს და უჯრედი ატფ-ის დეფიციტის გამო კვდება. სწორედ ამის გამოა, რომ ბართის სინდრომის მქონე ადამიანები დაბადებისშემდგომვე იღუპებიან.
გიორგი ღოღობერიძე

ცხოველურ უჯრედებში ბირთვი ყველაზე დიდი ორგანელაა. იმაზე უფრო დიდი, ვიდრე- ენდოპლაზმური ბადე. მცენარეულ უჯრედებში კი ყველ...
29/07/2016

ცხოველურ უჯრედებში ბირთვი ყველაზე დიდი ორგანელაა. იმაზე უფრო დიდი, ვიდრე- ენდოპლაზმური ბადე.
მცენარეულ უჯრედებში კი ყველაზე დიდი ვაკუოლია, ზოგჯერ- ქლოროპლასტი.
ერითროციტები ის გამონალისი უჯრედებია, რომლებშიც მიტოქონდრიები ითვლება ყველაზე დიდ ორგანელად (ბირთვი არ აქვთ).

რიბოსომის სუბერთეულები ბირთვაკში წარმოიქმნება, მაგრამ სუბერთეულებისგან მთლიანი რიბოსომის ფორმირება მხოლოდ ციტოპლაზმაში დ...
29/07/2016

რიბოსომის სუბერთეულები ბირთვაკში წარმოიქმნება, მაგრამ სუბერთეულებისგან მთლიანი რიბოსომის ფორმირება მხოლოდ ციტოპლაზმაში და მხოლოდ ტრანსლაციის დროს ხდება.
რიბოსომის დიდ სუბერთეულში 3 საიტია: A, P და E.
A საიტში თავსდება ამინომჟავებთან დაკავშირებული ტ-რნმ.
P საიტში ფერმენტი პეპტიდილ ტრანსფერაზაა.
E საიტით ტ-რნმ ტოვებს რიბოსომას.
ტრანსლაციის დროს ამინომჟავებს შორის პეპტიდური ბმები P საიტში წარმოიქმნება (ფერმენტ პეპტიდილ ტრანსფერაზით).
რიბოსომის მცირე სუბერთეულში ეს საიტები არ გვაქვს, მაგრამ აქ არის მატრიცული (საინფორმაციო) რნმ-ისთვის განკუთვნილი არხი.

ბიოლოგიის ტესტები დნმ-ზე
14/01/2016

ბიოლოგიის ტესტები დნმ-ზე

ბიოლოგიის ტესტების ჩემი სახელმძღვანელოს უფასოდ გადმოწერას მალევე შეძლებთ ამ ბმულზე: (ბმული ტესტების დასრულებისთანავე იქნება ხელმისწავდომი) გაწევრიანდით ბიოლო...

რომელი ორგანელა არ მონაწილეობს უშუალოდ ლიზოსომური ენზიმების წარმოქმნაში?ა) ბირთვი;ბ) რიბოსომა;გ) მარცვლოვანი ენდოპლაზმურ...
14/10/2015

რომელი ორგანელა არ მონაწილეობს უშუალოდ ლიზოსომური ენზიმების წარმოქმნაში?
ა) ბირთვი;
ბ) რიბოსომა;
გ) მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე;
დ) გოლჯის აპარატი

14/10/2015

ლიზოსომის შემადგენლობაში 50-მდე ენზიმი ანუ ფერმენტია, რომლებიც შლის პრაქტიკულად ყველა ორგანულ ნივთიერებას. თუმცა ჩვეულებრივ პირობებში ეს ფერმენტები არააქტიური. რა უნდა მოხდეს, რომ ლიზოსომური ენზიმები გააქტიურდეს?- ლიზოსომის შიგთავსის მჟავიანობა
ა) უნდა გაიზარდოს (pH=4,5)
ბ) უნდა შემცირდეს (pH=6)
გ) ნეიტრალური უნდა გახდეს (pH=7)
დ) ტუტე გარემოთი უნდა შეიცვალოს (pH=8)

რომელ მიკროორგანიზმებს აქვთ ორმაგი პლაზმური მემბრანა?ა) ვირუსებს;ბ) ბაქტერიებს;გ) სოკოებს;დ) ერთუჯრედიანებს.
12/10/2015

რომელ მიკროორგანიზმებს აქვთ ორმაგი პლაზმური მემბრანა?
ა) ვირუსებს;
ბ) ბაქტერიებს;
გ) სოკოებს;
დ) ერთუჯრედიანებს.

ბიოლოგიის ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად
12/10/2015

ბიოლოგიის ტესტები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად

ბიოლოგიის ტესტები : პლაზმური მემბრანა (ბიოლოგია აბიტურიენტთათვის) ბიოლოგიის ვიდეო გაკვეთილში (ბიოლოგიის ტესტები - ციტოლოგია) განხილულია: - უჯრედის მემბრანა, ...

07/01/2015

ბიოლოგიის რეპეტიტორი (ბიოლოგია / ადამიანის ანატომია)- ძვალ-საყრდენი სისტემა (ძვალ-სახსროვანი აპარატი) მასალა განკუთვნილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელი ...

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბიოლოგიის რეპეტიტორი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category