Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება

Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება, Private School, Tornike Eristavi Street N1, Tbilisi.

26/09/2026

✨️✨️🎈იტალიური სკოლა • Scuola Italiana
✨️✨️🎈

26/09/2026
✨️✨️✨️იტალიური სკოლა • Scuola Italiana ✨️✨️✨️Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება ✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️ Nini...
26/09/2026

✨️✨️✨️იტალიური სკოლა • Scuola Italiana
✨️✨️✨️Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება
✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️✨️
✨️ Nini Devashvili ✨️✨️✨️
✨️ Maia Metreveli ✨️✨️✨️

დღეს იტალიური სკოლის  მოსწავლეები, ასევე STEAM თვითმმართველობის წევრები გიორგი ერემიანი და ანა დელიბაშვილი, იტალიური სკო...
26/09/2026

დღეს იტალიური სკოლის მოსწავლეები, ასევე STEAM თვითმმართველობის წევრები გიორგი ერემიანი და ანა დელიბაშვილი, იტალიური სკოლის STEAM კლუბის აქტივობების ფარგლებში სპეციალური ვიზიტით ეწვიენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) ტექნოპარკს.

მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტექნოპარკის ჰუმანოიდ რობოტს. ასევე ვიზიტის ფარგლებში მათ დაატვალიერეს თბილისის ტექბოპარკია ფაბ-ლაბი(ფაბრიკაციის ლაბორატორია). ვორქშოპის ფარგლებში ფაბ-ლაბის ხელმძრვანელმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა თითოეული დანადგარის მუშაობის პრინციპი და გამოყენება.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ რეალურ გარემოში გაცნობოდნენ ისეთ დანადგარებს როგორიცაა: სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების დრონები,
3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი, 3D სკანერი, პროგრამირებადი ჩარხი, ლაზერული მჭრელი, CNC რუტერი, ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი და სხვა.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების არეალის გაზრდას. აძლევს მათ მოტივაციას სკოლის ფარგლებს გარეთაც შექმნან ინოვაციური პროექტები. იტალიური სკოლა მოსწავლეებს უქმნის ყველანაირ გარემოს რათა მისწავლეები დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განივითარონ 21-ე საუკუნის უნარები და თითოეული იდეა აქციონ რეალობად.

✨️@ ✨️✨️✨️
✨️Maia Metreveli✨️✨️✨️

❗️❗️❗️დატა ცენტრები…ქვემოთ მოყვანილია მშრალი სტატისტიკა განსჯისთვის.📌📌ერთი საშუალო ზომის დატა ცენტრი (რომლის სიმძლავრეც,...
10/08/2026

❗️❗️❗️დატა ცენტრები…

ქვემოთ მოყვანილია მშრალი სტატისტიკა განსჯისთვის.

📌📌ერთი საშუალო ზომის დატა ცენტრი
(რომლის სიმძლავრეც, როგორც წესი, 1-დან 10 მეგავატამდეა (MW))
თვეში მოიხმარს საშუალოდ 720,000-დან 7,200,000 კილოვატ-საათამდე (kWh) ელექტროენერგიას და დაახლოებით 34 მილიონ ლიტრ წყალს.

მსოფლიოში ამჟამად უკვე 12000 აქტიური დატა ცენტრი არსებობს და მათი რაოდენობის ზრდის პროგნოზი შემაშფოთებელია!!!

ამჟამად, ეს 12,000 დატა ცენტრი ერთად, გლობალურად, თვეში საშუალოდ
37-დან 42 მილიარდ კილოვატ-საათამდე (kWh) ელექტროენერგიას და
375 მილიარდ ლიტრ წყალს მოიხმარს.

შედარებისთვის, საქართველოს მთელი მოსახლეობა თვეში იმდენ ელექტროენერგიას და წყალს მოიხმარს, რაც მსოფლიოს დატა ცენტრების მხოლოდ რამდენიმე საათის მუშაობისთვისაა საკმარისი…

რაც შეეხება მიწას…

ერთი საშუალო ზომის დატა ცენტრის შენობასა და მის დამხმარე ინფრასტრუქტურას (ავტოსადგომები, გენერატორები, გაგრილების კოშკები) ჩვეულებრივ სჭირდება
1-დან 5 ჰექტარამდე (10,000 – 50,000 კვ.მ) მიწის ფართობი.

ტერიტორიის ზომა პირდაპირ დამოკიდებულია ცენტრის ტიპსა და მასშტაბზე, მაგალითად, გუგლს, ამაზონს, მაიკროსოფტის დატა ცენტრებს სჭირდებათ 20-დან 120 ჰექტარამდე.

❗️❗️❗️

🩸🩸🩸

დატა ცენტრების მიერ მილიონობით ლიტრი წყლის აორთქლება იწვევს ლოკალურ ეკოლოგიურ დისბალანსს (მიკროკლიმატის ცვლილებას) და რეგიონულ წყლის დეფიციტს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად წყალი წრებრუნვის გამო არ იკარგება, კონკრეტულ ტერიტორიაზე ეს პროცესი რამდენიმე სერიოზულ პრობლემას აჩენს:

1. „წყლის ქურდობა“ ადგილობრივი ეკოსისტემიდანლოკალური დეფიციტი:

დატა ცენტრი წყალს იღებს ადგილობრივი მიწისქვეშა წყლებიდან, ტბებიდან ან მდინარეებიდან.შედეგი: როდესაც ეს წყალი ორთქლდება, ის ჰაერის მასებს შორს, ხშირად ასობით კილომეტრის მოშორებით მიაქვთ.
შედეგად, კონკრეტულ ქალაქსა თუ რეგიონში მიწისქვეშა წყლის დონე იკლებს, შრება ჭები და მცირდება სასმელი წყლის მარაგი.

2. მიკროკლიმატის ცვლილება (ტენიანობის მატება)სათბურის ეფექტი:

წყლის ორთქლი თავისთავად უძლიერესი სათბურის აირია. დატა ცენტრების თავზე მუდმივად ტრიალებს ხელოვნურად შექმნილი ტენიანი და ცხელი ჰაერის მასები.
შედეგი: ობიექტების გარშემო იზრდება ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა, რაც იწვევს მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის „სათბურისებრი“, მძიმე კლიმატის შექმნას.

3. ნალექების არაპროგნოზირებადი გადანაწილებახელოვნური წვიმები:

აორთქლებული კოლოსალური მასა ადრე თუ გვიან ღრუბლებად იქცევა.
შედეგი: ამან შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური, ლოკალური კოკისპირული წვიმები ან ხშირი ნისლი იმ რეგიონებში, სადაც ეს კლიმატურად დამახასიათებელი არ იყო, რაც არღვევს ბუნებრივ ბალანსს.

4. თერმული დაბინძურება (თუ წყალი არ აორთქლდა)მდინარეების გადახურება:

წყლის ნაწილი, რომელიც არ აორთქლდა, მაგრამ სერვერებისგან გაცხელდა, ხშირად ბუნებრივ წყალსატევებში (მდინარეებში) იღვრება.
შედეგი: თბილი წყალი მკვეთრად ამცირებს ჟანგბადის დონეს მდინარეში, რაც იწვევს თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა მასობრივ სიკვდილს ან მათ მიგრაციას.

5. ქიმიური ნარჩენების კონცენტრაციატოქსიკური აორთქლება:

გაგრილების კოშკებში წყალს უმატებენ ქიმიკატებს (ქლორი, ბიოციდები), რათა მილებში ბაქტერიები და ლორწო არ გაჩნდეს.
შედეგი: აორთქლებისას ეს ქიმიური ნაერთები ნაწილობრივ ჰაერშიც ხვდება, ხოლო დარჩენილი, მაღალი კონცენტრაციის მქონე მარილიანი და ქიმიური ნარჩენი წყალი (Blowdown) მიწაში ან საკანალიზაციო სისტემაში ჩაედინება, რაც ნიადაგს აზიანებს.

ცოცხალი ორგანიზმებისთვის ცალკე საფრთხეა კოლოსალური მაგნიტური ველის შექმნა დატა ცენტრების ირგვლივ, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე ცხოველების და მცენარეების ეკოსისტემა.

🇬🇪🇬🇪🇬🇪

თბილისში ფუნქციონირებს 4 მცირე დატა ცენტრი და პერსპექტივაში განიხილება დამატება..

Data Centers in T'bilisi with map. List of available providers and facilities in Tbilisi, Georgia, including Colocation, Bare Metal Servers, and IaaS Data Centers.

Address

Tornike Eristavi Street N1
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995599347510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Lego რობოტოტექნიკის კლუბი და Steam სწავლება:

Shortcuts

Share

Category