სკოლა - ლიცეუმი პრომეთე

სკოლა - ლიცეუმი პრომეთე 1995 წლიდან თქვენი შვილების განათლების სამსახურში

სკოლა- ლიცეუმი ”პრომეთე” განახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოების დაკვეთას:
აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა მცოდნე და ამღიარებელი, შრომისმოყვარე, პატიოსანი, პატრიოტი, ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობა.
თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის, ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საშუალებები.
უზრუნველყოს ”მშობლები-მოსწავლე-მასწავლებლები” წრედის შეკრულობა და ოპტიმალური ქმედითუნარიანობა, მასწავლებელთა მიერ მოსწვლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევების შეფასებათა მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის მაღალი ხარისხი.
უზრუნველყოს მოსწავლეთა და თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთშორის პატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს, დამოუკიდებელი მუშაობისა და შესვენებისათვის პირობების შექმნა.
მუდმივად იზრუნოს: მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა თანამშრომელთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესისა და უფლება-მოვალეობათა ცოდნა და უკომპრომისო დაცვაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, პედაგოგთა უწყვეტი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე.
ქართული , ინგლისური და რუსული ენებისა და ინფორმატიკის სწავლების მაღალი დონის საფუძველზე უზრუნველყოს ტრადიციული და თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალების გამოყენების უნარების განვითარება.
მათემატიკის საფუძვლიან სწავლებაზე მუდმივი ზრუნვით უზრუნველყოს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და შესაბამისად, პრობლემების მათემატიკური მოდელირების უნარის ჩამოყალიბება, სწავლის შინაარსისა და ხერხების სწავლება. "პრომეთეში“ ხარისხიანი საბაზო განათლების საფუძველზე, რაც X კლასშიც გაგრძელდება ყველა სასწავლო საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეთა სურვილების, მიზნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიმდინარეობს მათი მომავალი პროფესიის არჩევა. XI და XII კლასებში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწალების პირობებში დამატებითი კვირეული საათები ეთმობა მოსწავლის მომავალი პროფესიის დასაუფლებლად საჭირო საგნებს (იქნება ტექნიკური, სამედიცინო,ეკონომიკური,ჰუმანიტერული ჯგუფები).ამისთვის VII-XII კლასებში ექვსდღიანი სწავლებაა (შაბათიც სამუშაო დღეა).
სკოლა უზრუნველყოფს კლასგარეშე მუშაობას ჩამორჩენილ, აგრეთვე, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეებთან, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ცეკვებისა და მუსიკალური წრეების ფუნქციონირებას.
სკოლის დირექცია აწარმოებს სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით პროცესსა და გარემოზე მუდმივ მონიტორინგს, აგროვებს შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელიც გამოითქმება მასწავლებელთა და მათი მშობლების, საზოგადოების თუნდაც უცხო წარმომადგენელთა მხრიდან და ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მისიასა და სხა დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ. www.promete.ge

2. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
სპს ,,ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთეს“ მისია ეფუძნება ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს.

სკოლის მისიაა აღზარდოს:
 მოაზროვნე;
 განათლებული;
 თავისუფალი;
 კონკურენტუნარიანი;
 ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე;
 ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარით აღჭურვილი მოქალაქე.

სკოლის ხედვა:
ჩვენი სურვილია,
სკოლა იყოს რესპუბლიკაში გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება,
მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდეთ და ფილიალები გავხსნათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
გავზარდოთ წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა - იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მომავალში სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას და უკეთეს მომავალს შექმნიან.

სკოლის ღირებულებებია:
• კომპეტენცია;
• სანდოობა;
• მზრუნველობა;
• მუდმივი განვითარება;
• სამართლიანობა;
• ურთიერთთანამშრომლობა და კეთილგანწყობილი გარემო.

✨ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!🏕️ ამჯერად „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში მიგვიყვანს...
17/08/2026

✨ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!
🏕️ ამჯერად „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში მიგვიყვანს - რეგიონებში, სადაც საქართველოს უძველესი ისტორია, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება და შთამბეჭდავი ლანდშაფტები ერთიანდება.
განაგრძეთ საქართველოს აღმოჩენა „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევთან ერთად.
#ჩვენთანიქმნებამომავალი
#მოგზაურისგზამკვლევიპრომეთესგან

🧭 აღმოაჩინე საქართველო - „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი✨ ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!🏕️ ამჯერად „პრომეთეს“ საზ...
05/08/2026

🧭 აღმოაჩინე საქართველო - „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი
✨ ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!
🏕️ ამჯერად „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მიგვიყვანს - რეგიონებში, სადაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა და შთამბეჭდავი ბუნება ერთიანდება.
განაგრძეთ საქართველოს აღმოჩენა „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევთან ერთად.
#ჩვენთანიქმნებამომავალი
#მოგზაურისგზამკვლევიპრომეთესგან

🧭 აღმოაჩინე საქართველო-„პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი✨ ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!🏕️კახეთის შემდეგ, „პრომეთეს...
24/07/2026

🧭 აღმოაჩინე საქართველო-„პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი
✨ ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა გრძელდება!
🏕️კახეთის შემდეგ, „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევის მორიგი გაჩერება მცხეთა-მთიანეთია - რეგიონი, სადაც საქართველოს უძველესი ისტორია, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა და შთამბეჭდავი მთის ბუნება ერთმანეთს ერწყმის.
🗺️ ჩვენი პედაგოგის, ქეთინო მერებაშვილის, რეკომენდაციებით, გაგაცნობთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ამ მხარეში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ - მცხეთიდან და ანანურიდან ხევსურეთამდე, გუდაურამდე, ჯუთასა და სტეფანწმინდამდე.
💙 განაგრძეთ საქართველოს აღმოჩენა „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევთან ერთად. სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგზაურობას გისურვებთ, ხოლო ახალ სასწავლო წელს თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას მოუთმენლად დაველოდებით.
#ჩვენთანიქმნებამომავალი
#მოგზაურისგზამკვლევიპრომეთესგან

🏀 ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, გაბრიელ გოგოშვილს, მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას!⛹️‍♂️ საქართველოს კალათბურთის ფედე...
22/07/2026

🏀 ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, გაბრიელ გოგოშვილს, მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას!
⛹️‍♂️ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „JUNIOR NBA“ ჩემპიონატში, რომელშიც 90 გუნდი მონაწილეობდა, გაბრიელ გოგოშვილის გუნდი ვიცე ჩემპიონი გახდა, ხოლო მან ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
🏆ვულოცავთ გაბრიელსა და მის გუნდს ამ შესანიშნავ შედეგს და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!

📚 წაიკითხე და აღმოაჩინე ☀️ ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ისტორიების, იდეებისა და შთაგონების აღმოსაჩენად.📖 სკოლა-ლიცეუმი „...
21/07/2026

📚 წაიკითხე და აღმოაჩინე

☀️ ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ისტორიების, იდეებისა და შთაგონების აღმოსაჩენად.

📖 სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და Biblusi • ბიბლუსი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგიზიარებთ ჩვენი პედაგოგების მიერ რეკომენდებულ საკითხავ ლიტერატურას.

📚 რუბრიკაში შეხვდებით როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ლიტერატურას, რადგან უცხო ენაზე კითხვა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავების, ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და კითხვის უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

🎁 თანამშრომლობის ფარგლებში, „პრომეთეს“ მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ბიბლუსის ყველა ფილიალში სპეციალური შეთავაზება გელით.

🏷️ წარადგინეთ „პრომეთეს“ პრომოკოდი და ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე. 🩵
#ჩვენთანიქმნებამომავალი

🧭 აღმოაჩინე საქართველო - „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი☀️ ზაფხული მოგზაურობის, აღმოჩენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებ...
15/07/2026

🧭 აღმოაჩინე საქართველო - „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევი
☀️ ზაფხული მოგზაურობის, აღმოჩენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დროა.

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივითა და ჩვენი პედაგოგის, ქეთინო მერებაშვილის, რეკომენდაციებით, გთავაზობთ „პრომეთეს“ საზაფხულო გზამკვლევს - სერიას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებრივ, ისტორიულ და კულტურულ საგანძურს გაგაცნობთ და მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

🗺️ ჩვენი პირველი გაჩერება კახეთია - რეგიონი, სადაც შთამბეჭდავი ბუნება, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

📚 გზამკვლევების სერია გაგრძელდება - შემდეგი გაჩერება მცხეთა-მთიანეთია.

💙 სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგზაურობას გისურვებთ! ახალ სასწავლო წელს თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას დაველოდებით.
#ჩვენთანიქმნებამომავალი
#მოგზაურისგზამკვლევიპრომეთესგან

✨ სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ აფასებს ცოდნას, შრომასა და გამორჩეულ მიღწევებს.🔸 ჩვენი სკოლის მოსწავლე, თინათინ სოხანეიშვილი „...
13/07/2026

✨ სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ აფასებს ცოდნას, შრომასა და გამორჩეულ მიღწევებს.

🔸 ჩვენი სკოლის მოსწავლე, თინათინ სოხანეიშვილი „პრომეთეს“ სრული სასწავლო გრანტის მფლობელი გახდა, რომელიც სრულად ფარავს მისი სწავლის საფასურს.

🔸 ეს გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნუნუ ბეიტრიშვილმა, თინათინის მრავალწლიანი აკადემიური წარმატებების აღიარების ნიშნად მიიღო.

🥇თინათინი რამდენიმე წელია „ოქროს პრომეთელია“ - ყველა საგანში უმაღლესი შეფასებებით სწავლობს, სკოლის საუკეთესო ათეულში პირველ ადგილოსანია, ხოლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ქიმიაში, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა. იგი ასევე საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების სარეზერვო შემადგენლობის წევრია.

👏ვულოცავთ თინათინს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით მის პედაგოგებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის!
#ჩვენთანიქმნებამომავალი

📚 წაიკითხე და აღმოაჩინე✨☀️ ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ისტორიების, იდეებისა და შთაგონების აღმოსაჩენად.📖 სკოლა-ლიცეუმი პ...
07/07/2026

📚 წაიკითხე და აღმოაჩინე✨

☀️ ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ისტორიების, იდეებისა და შთაგონების აღმოსაჩენად.

📖 სკოლა-ლიცეუმი პრომეთე და Biblusi • ბიბლუსი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგიზიარებთ ჩვენი პედაგოგების მიერ რეკომენდებულ საკითხავ ლიტერატურას. თითოეული წიგნი შერჩეულია იმისთვის, რომ არდადეგები საინტერესო აღმოჩენების, ახალი ცოდნისა და შთაგონების დროდ იქცეს.

🎁 თანამშრომლობის ფარგლებში, პრომეთეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ბიბლუსის ყველა ფილიალში სპეციალური შეთავაზება გელით.

🏷️ წარადგინეთ „პრომეთეს“ პრომოკოდი და ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე 🩵

📚დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.✨ ყველა აბიტურიენტს ვუსურვებთ თავდაჯერებას, სიმშვიდესა და წარმატებას ამ მნიშვნელ...
02/07/2026

📚დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

✨ ყველა აბიტურიენტს ვუსურვებთ თავდაჯერებას, სიმშვიდესა და წარმატებას ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გასავლელად.

განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ აბიტურიენტებს - გვჯერა, რომ თქვენი ცოდნა, მიზანდასახულობა და მრავალწლიანი შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. დარწმუნებული ვართ, ღირსეულ შედეგებს მიაღწევთ და მალე თქვენი წარმატება ჩვენი საერთო სიამაყე იქნება.

წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! 💙

Address

თბილისი, მუხიანის დასახლება, მე-4 ბ მ/რ
Tbilisi
0172

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995322497447

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა - ლიცეუმი პრომეთე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა - ლიცეუმი პრომეთე:

Shortcuts

Share

Category