26/09/2026
🔴 თუ ხვალ 5 წუთით მთელი საქართველო მოგისმენდა, რას ეტყოდი?
🔻სწორედ ამ კითხვით იწყება ახალი საგანმანათლებლო პროექტი „შენი პირველი TED გამოსვლა“, რომელსაც „ახალი აკადემია“ მთელი საქართველოს ახალგაზრდებისთვის ამზადებს.
⚫️ პროექტის ავტორი და „ახალი აკადემიის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლელა წითლანაძე ამბობს, რომ პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ საჯარო გამოსვლის ტექნიკის სწავლება არ არის:
„არ მინდა, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, როგორ დაემსგავსონ ცნობილ სპიკერებს. მინდა, დავეხმაროთ მათ, საკუთარი იდეა და ხმა იპოვონ“.
🔴 სასწავლო კურსის საფუძველი მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი იდეაა: ახალგაზრდას შესაძლოა, ჯერ არ ჰქონდეს დიდი პროფესიული გამოცდილება, ცნობილი სახელი ან ხანგრძლივი კარიერული გზა, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს კითხვა, დაკვირვება, გამოცდილება ან იდეა, რომელზეც სხვებსაც დააფიქრებს.
◼️რატომ „TED“?
▪️TED-ის ფორმატი, პირველ რიგში, იდეის საჯაროდ გაზიარებასთან ასოცირდება.
შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად საუბრობდეს, მაგრამ არაფერი ჰქონდეს სათქმელი. და პირიქით - შეიძლება ახალგაზრდა ჯერ არ იყოს გამოცდილი სპიკერი, მაგრამ ჰქონდეს ისეთი კითხვა ან დაკვირვება, რომელიც სხვასაც დააფიქრებს.
ამიტომ პროგრამის მთავარი კითხვა იქნება: „რა მინდა ვთქვა?“
◼️რატომ ახლა?
▪️ჩვენი დაკვირვებით, ახალგაზრდებს დღეს უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, თუმცა ინფორმაციის მიღებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდას მხოლოდ საჯარო საუბარი კი არ ვასწავლოთ, დავეხმაროთ აზრის ჩამოყალიბებაში. ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას ვამბობთ, რატომ ვამბობთ და რატომ შეიძლება ეს სხვასაც აინტერესებდეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სცენა“.
✔️სწორედ ეს გამოცდილება შეიძლება ახალგაზრდისთვის მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს უნივერსიტეტში, პროფესიულ საქმიანობაში, საკუთარი პროექტის შექმნისას, მედიასთან ურთიერთობისას და ნებისმიერ სივრცეში, სადაც საკუთარი იდეის წარდგენა მოუწევს.
🔘პროექტის გრძელვადიანი მიზანია, შეიქმნას ახალგაზრდების იდეების სივრცე, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ახალგაზრდები საკუთარ სათქმელსა და ხედვებს გააჟღერებენ!
შენი პირველი TED გამოსვლა იწყება არა სცენაზე.
ის იწყება შენი იდეით!
📌 ეს ბმული დაგეხმარებათ ჩვენთან დაკავშირებაში: https://forms.gle/mVb8hMwhPB37muZd8
📞 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 557 00 15 57
შეხვედრამდე!
#ახალიაკადემია