ბრეინ ჰაბი • Brain Hub

ბრეინ ჰაბი • Brain Hub განათლება ჩარჩოებს მიღმა!

Brain Hub🌎HASI საერთაშორისო ინიციატივაზე🚀Brain Hub-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო HASI-ის საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც ...
15/08/2026

Brain Hub🌎HASI საერთაშორისო ინიციატივაზე

🚀Brain Hub-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო HASI-ის საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც ახალგაზრდებმა გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიული (SDGs) გეგმა წარადგინეს.
👨🏻‍🎓ჩვენმა გუნდმა შეარჩია SDG 4 — Quality Education ( განათლების ხარისხი) მიმართულებაზე და შექმნა ინიციატივა, რომელიც სპეციალურად ჩვენი ქართული დიასპორის საჭიროებებსა და ახალგაზრდების განვითარებაზეა მორგებული.

🎯პრეზენტაცია საერთაშორისო ჟიურის წინაშე
გალა ღონისძიებაზე Brain Hub-ის სტუდენტებმა პროექტი წარადგინეს მაღალი რანგის სტუმრების — სხვადასხვა ქვეყნის ელჩების, დიპლომატების, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე.

დიდი სიახლის მოლოდინში... ✨
პრეზენტაციამ ჟიურისა და მოწვეული პარტნიორების მხრიდან უმაღლესი შეფასება და განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. შედეგად, იდეა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა,ბევრად უფრო მასშტაბურ რეალობად იქცევა, ვიდრე ვგეგმავდით... 😉

🚀ჩვენ უკვე გადავედით მუშაობის ახალ, პრაქტიკულ ეტაპზე. წინ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეები გველოდება!

📍 მომავალი გაჩერება: ბრუკლინი
დეტალებსა და მთავარ სიურპრიზს სულ მალე გაგიზიარებთ.

ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს! ❤️

Brain Hub — ვზრუნავთ განათლებაზე, ახალგაზრდებსა და ჩვენს ქართულ დიასპორაზე. 🇬🇪🇺🇸

Brooklyn YouthLeadership BigNewsComingSoon

🚀 Brain Hub-ის სტუდენტები საერთაშორისო კამპანიაში „სამყარო ნარკოტიკების გარეშე“ ჩაერთნენ!📍 ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში წარ...
06/08/2026

🚀 Brain Hub-ის სტუდენტები საერთაშორისო კამპანიაში „სამყარო ნარკოტიკების გარეშე“ ჩაერთნენ!

📍 ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში წარმატებით გაიმართა საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია „სამყარო ნარკოტიკების გარეშე“ (Drug-Free World), რომელიც Brain Hub-ის, ქალთა კლუბისა და Drug-Free World-ის თანამშრომლობით განხორციელდა.

🎯 კამპანიის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

🟢 კამპანიის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქ-ნ კატო მურღულიას, რომლის ორგანიზებითა და აქტიური ჩართულობით Brain Hub ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივის პარტნიორი გახდა. სწორედ მისი ძალისხმევისა და თავდადების შედეგად ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ კამპანიის მონაწილეები, ჩართულიყვნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის გავრცელებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ ჯანსაღი, ნარკოტიკებისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნაში.

💙 კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ Brain Hub-ის სტუდენტები, რომლებმაც საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებების ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა არიან.

🏅 ღონისძიების დასასრულს გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა ინიციატივის ხელმძღვანელი ბაჩა სამსონია. მან Brain Hub-ის სტუდენტებს კამპანიაში აქტიური მონაწილეობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის სერტიფიკატები პირადად გადასცა.

🌍 Brain Hub-ისთვის მსგავსი საერთაშორისო პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ისინი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ არა მხოლოდ ცოდნის მიმღებები, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების აქტიური შემოქმედებიც.

One Team. One City. One Goal: A Drug-Free World. 💙

ფოტოგრაფი: ქეთი ჯიბლაძე💙

🌍 კიდევ ერთი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება!🚀ნიუ-იორკში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით ჩატ...
03/08/2026

🌍 კიდევ ერთი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება!

🚀ნიუ-იორკში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით ჩატარდა, სადაც Brain Hub-ის დელეგაციამ ღირსეულად წარმოადგინა საქართველო.

🎯ჩვენმა მონაწილეებმა იმუშავეს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, განივითარეს დიპლომატიური, მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლის უნარები, გაიცნეს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები და მიიღეს დაუვიწყარი საერთაშორისო გამოცდილება.

ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! 💙🇬🇪🇺🇳🇺🇸

FutureDiplomats

🌎გაინტერესებს, რა ადგილი უკავია საქართველოს მსოფლიო რუკაზე და რა როლს ასრულებს ის საერთაშორისო სივრცეში?🚀შემოგვიერთდი Br...
24/07/2026

🌎გაინტერესებს, რა ადგილი უკავია საქართველოს მსოფლიო რუკაზე და რა როლს ასრულებს ის საერთაშორისო სივრცეში?

🚀შემოგვიერთდი Brain Hub-ის დებატებისა და ლიდერობის კლუბში, სადაც ჩვენი მოწვეული სპიკერი — ლევან ბერძენიშვილი — მოზარდებისთვის ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „საქართველო მსოფლიო რუკაზე“.

👨🏻‍🎓ლევან ბერძენიშვილი — ქართველი ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსია. იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწევა აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას, არის არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე კლასიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი მთარგმნელი.

🇬🇪ლექციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ როლს მსოფლიო კონტექსტში, მიიღებენ ახალ ცოდნას და შესაძლებლობას, მოისმინონ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ინტელექტუალის ხედვები.

დარეგისტრირდი, ადგილები შეზღუდულია: https://shorturl.at/IDHkl

#ბრეინჰაბი

🎯გაიცანით, დებატებისა და ლიდერობის კლუბის მოწვეული სპიკერი — ნიკა ჩიტაძე✨ 👨🏻‍🎓ნიკა ჩიტაძე — პროფესორი, საერთაშორისო ურთი...
23/07/2026

🎯გაიცანით, დებატებისა და ლიდერობის კლუბის მოწვეული სპიკერი — ნიკა ჩიტაძე✨

👨🏻‍🎓ნიკა ჩიტაძე — პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გეოპოლიტიკის მკვლევარი, საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU).

🏛️მას აქვს მრავალწლიანი აკადემიური, სახელმწიფო და საერთაშორისო გამოცდილება. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში, ასევე გავლილი აქვს კვლევითი და პროფესიული პროგრამები ოქსფორდის უნივერსიტეტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში, NATO-ს თავდაცვის კოლეჯსა და ევროპის საბჭოში.

🚀2019 წლიდან ნიკა ჩიტაძე ბრეინ ჰაბის მოწვეული სპიკერია. ის აქტიურად მუშაობს ჩვენი სტუდენტების პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაზე.

ამჯერად, დებატებისა და ლიდერობის კლუბის ფარგლებში, სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციებს თემებზე:

✅საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
✅დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გლობალური განზომილება.

🚀შეუერთდი დებატებისა და ლიდერობის კლუბს, მიიღე ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ისწავლე ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალისგან

🔗დარეგისტრირდი, ადგილები შეზღუდულია: https://shorturl.at/IDHkl

#ბრეინჰაბი #დებატკლუბი #ლიდერობა #ნიკაჩიტაძე

🚀გაიცანით დებატებისა და ლიდერობის კლუბის მოწვეული სპიკერი — დიანა ვაშაყმაძე✨💚დიანა ვაშაყმაძე არის დამოუკიდებელი ტრენერი,...
21/07/2026

🚀გაიცანით დებატებისა და ლიდერობის კლუბის მოწვეული სპიკერი — დიანა ვაშაყმაძე✨

💚დიანა ვაშაყმაძე არის დამოუკიდებელი ტრენერი, კონსულტანტი და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელიც 2014 წლიდან ხელმძღვანელობს პროფესიული განვითარების ცენტრს. კარიერის განმავლობაში მას ეკავა PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში და წლებია თანამშრომლობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

🎯ჩვენს კლუბში დიანა ჩაატარებს შეხვედრებს თემაზე: „კომუნიკაციის ხელოვნება“

📌მისი სატრენინგო გამოცდილება მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა:
✅ეფექტური კომუნიკაცია;
✅ კონფლიქტების მართვა;
✅ მოლაპარაკების ტექნიკები;
✅ დროისა და პრიორიტეტების მართვა;
✅ საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის უნარები.

🎯აკადემიური ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდების სინთეზით, დიანა ვაშაყმაძე დაგეხმარებათ ლიდერული და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში.

არ გამოტოვოთ შანსი, მიიღოთ ცოდნა გამოცდილი პროფესიონალისგან!

🔗დარეგისტრირდი,ადგილები შეზღუდულია: https://shorturl.at/IDHkl

#ბრეინჰაბი #დებატებიდალიდერობა

📢 გაიცანით მოწვეული სპიკერი BRAIN HUB-ის დებატებისა და ლიდერობის კლუბში! 🌟🎯მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი შეხვედრებ...
20/07/2026

📢 გაიცანით მოწვეული სპიკერი BRAIN HUB-ის დებატებისა და ლიდერობის კლუბში! 🌟
🎯მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი შეხვედრების მოწვეული სპიკერი იქნება ნინო ეფხოშვილი!
🧠 გაიცანით ნინო ეფხოშვილი — პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების გამოცდილი ტრენერი, მენტორი, ქოუჩი, ფსიქოკონსულტანტი და წარმატებული საგანმანათლებლო პროექტების „წარმატების სკოლა“, „საზამთრო“-ს თანადამფუძნებელი.
ნინოს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადამიანების დახმარებაში ლიდერული პოტენციალის გამოვლენასა და გაძლიერებაში. მისი საქმიანობის მთავარი ფოკუსი ემოციური ინტელექტის განვითარება და დასახული მიზნების ეფექტური რეალიზებაა.
✨ ჩვენი კლუბის წევრებისთვის ნინო ჩაატარებს შეხვედრებს თემაზე: “თვითპრეზენტაცია და ემოციები”.
რატომ არის ეს თემა გადამწყვეტი ლიდერისთვის?
👉 თვითპრეზენტაცია და ემოციების ნავიგაცია — ეს ის უნარებია, რომლებიც გეხმარება:
✅ იყო თავდაჯერებული;
✅ გაგიგონ და დაგიმახსოვრონ;
✅ წარადგინო საკუთარი თავი ბუნებრივად და დამაჯერებლად;
✅ გამოხატო შენი აზრი შიშის გარეშე;
✅ მართო ქცევა ემოციების ფონზე და სტრესულ სიტუაციებში.
ეს ყველაფერი დებატებისა და ლიდერობის კლუბის წევრებს დაეხმარება, გახდნენ არა მხოლოდ კარგი მოსაუბრეები, არამედ ლიდერები, რომლებსაც უსმენენ, ენდობიან და რომლებსაც შეუძლიათ სხვებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.

👉 თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჩვენი კლუბის წევრი, შემოგვიერთდი: https://shorturl.at/IDHkl

EmotionalIntelligence ნინოეფხოშვილი ბრეინჰაბი

🔥 მოემზადეთ ინტელექტუალური დუელისთვის — ნიკოლოზ აგლაძე ჩვენთანაა!დებატები მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს არის სტრატეგია, ლო...
18/07/2026

🔥 მოემზადეთ ინტელექტუალური დუელისთვის — ნიკოლოზ აგლაძე ჩვენთანაა!
დებატები მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს არის სტრატეგია, ლოგიკა და მყისიერი რეაგირების ხელოვნება. მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ სპიკერი, რომელმაც ეს ხელოვნება სრულყოფილად აითვისა.

გაიცანით ნიკოლოზ აგლაძე — დებატებისა და ინტელექტუალური თამაშების “დიდოსტატი”:
🛡️კარლ პოპერის დებატების საქართველოს ჩემპიონი და საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის ვეტერანი ტრენერი (2008 წლიდან).
💡 კლუბის “რა? სად? როდის?” ვარსკვლავი, ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიო ფორუმების მონაწილე.
🎓 ისტორიის დოქტორანტი (თსუ), წამყვანი სკოლებისა და უნივერსიტეტების (ნიუტონის თავისუფალი სკოლა, IBSU და სხვა) მოწვეული ლექტორი/პედაგოგი.
✍️ ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორი.

გსურთ ისწავლოთ, როგორ ააგოთ ურყევი არგუმენტაცია და შეინარჩუნოთ სიმშვიდე ყველაზე ცხელ პოლემიკაში? არ გამოტოვოთ ეს შეხვედრა!

მოდით, დასვით კითხვები და მიიღეთ ცოდნა პრაქტიკოსი ექსპერტისგან! 🚀

🔗გაიარე რეგისტრაცია: https://shorturl.at/IDHkl

#ბრეინჰაბი #დებატებისკლუბი

🇵🇹 Global Youth Impact Summit 2026 | პორტო, პორტუგალიაშენ შეგიძლია შეცვალო მომავალი. დაიწყე პორტოდან. 🌍გსურს, გახდე გლობ...
15/07/2026

🇵🇹 Global Youth Impact Summit 2026 | პორტო, პორტუგალია

შენ შეგიძლია შეცვალო მომავალი. დაიწყე პორტოდან. 🌍

გსურს, გახდე გლობალური გადაწყვეტილებების ნაწილი, განივითარო ლიდერული უნარები და შექმნა საერთაშორისო კავშირები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგყვება?

📅 3–6 სექტემბერს, პორტუგალიის ულამაზესი ქალაქი პორტო უმასპინძლებს Global Youth Impact Summit (GYIS) 2026-ს — საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტს, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს 100-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

💡 პროგრამა მოიცავს:
🌍 შთამაგონებელ გამოსვლებს საერთაშორისო სპიკერებისა და ექსპერტებისგან
🎤 პანელურ დისკუსიებს ლიდერობის, დიპლომატიისა და მდგრადი განვითარების თემებზე
🛠️ პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ლიდერული უნარების განვითარების სესიებს
🤝 საერთაშორისო ნეთვორქინგსა და კულტურულ გაცვლას
🏛️ პორტოს ისტორიული ცენტრისა და დოუროს ხეობის კულტურულ ტურს
📜 CGAD-ის საერთაშორისო სერტიფიკატს

თუ გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები, გლობალური გამოწვევები, ლიდერობა და გსურს, შენი იდეებით რეალური გავლენა მოახდინო მსოფლიოს მომავალზე — დროა შემოგვიერთდე.

💶 მონაწილეობის საფასური: 1050€, რომელიც მოიცავს:
🏨 სასტუმროში განთავსებას
🚐 ტრანსფერს
🍽️ კვებას პროგრამით გათვალისწინებულ დღეებში
🎟️ ფესტივალის ყველა აქტივობასა და სესიაზე სრულ წვდომას
🎒 ოფიციალურ საკონფერენციო მასალებსა და ატრიბუტიკას
✈️ სამოგზაურო დაზღვევას
🎯 გამოცდილი ორგანიზატორის თანხლებას
🏛️ პორტოს ქალაქის ტურს

❌ მონაწილეობის საფასურში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება.

⏳ რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 ივლისამდე.

🔗 დარეგისტრირდი: https://shorturl.at/ZOzeo

🌍 მსოფლიოს სჭირდება ახალგაზრდა ლიდერები. იქნები ერთ-ერთი მათგანი?

10/07/2026

🌍 გლობალური ახალგაზრდული ფესტივალი 2026 – პარიზი!
გახდი 120-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერთან ერთად გლობალური ცვლილებების ნაწილი! 🇫🇷
არ გაუშვა შესაძლებლობა, წარმოადგინო საქართველო საერთაშორისო სცენაზე!
რეგისტრაცია გრძელდება 20 ივლისამდე.
🔗 დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/ZOzeo

#ბრეინჰაბი

Address

3 Anna Politkovskaya Str
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995577541440

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბრეინ ჰაბი • Brain Hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ბრეინ ჰაბი • Brain Hub:

Shortcuts

Share