24/08/2026
📣 ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა 👇
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 - თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -www.vacancy.hr.gov.ge - ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ
გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის საფეხურის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს ან მათ ვინც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა სწავლა.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71 - 100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7 - 4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. (აღნიშნული მაჩვენებელი უწყებების მიერ გადამოწმდება უმაღლეს დაწესებულებასთან.)
კონკურსის ეტაპებისა და რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:
https://hr.gov.ge/news/6a7c4c3c5864d5f789e14692