საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია ა.(ა.)ი.პ. საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის ოფიციალური გვერდი განათლება
(1)

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმის ესკიზები 2026/2027 სასწავლო წლისათვის....ქსოვილის სახეო...
07/08/2026

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმის ესკიზები 2026/2027 სასწავლო წლისათვის....
ქსოვილის სახეობაა "BAKIR VIGURE SERJ", მუქი ლურჯი ფერის..... (იხილეთ ქსოვილის მარკა ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოსურათზე)
ასევე უნდა შეიძინოთ შესაბამისი ფერის სარჩული და ღილები......
ქსოვილის შეძენა შესაძლებელია ბაზრობებზე, ქსოვილის მაღაზიებში ან გიმნაზიის მთავარ კარიბჭესთან არსებულ საეკლესიო მაღაზიაში......
დროულად შეიძინეთ ქსოვილი და აქსესუარები და დრულად შეუკვეთეთ მკერავს, რათა მოსწავლე 14 სექტემბრისათვის, გიმნაზიაში გამოცხადდეს სასკოლო ფორმით.......

2026 წლის 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ნინო ახალმოსულიშვილი და თინათინ თამაზაშვ...
06/08/2026

2026 წლის 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ნინო ახალმოსულიშვილი და თინათინ თამაზაშვილი მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ მიერ ორგანიზებულ ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში (საზაფხულო ბანაკი), რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. პროექტის მიზანი იყო ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გაღრმავება, კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობის იდეების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში. მათ უკეთ გაიცნეს ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები და ენები, შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოცდილება და მეგობრები. პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
....საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე".......
პროექტის მთავარი მიზანია, ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბანაკში მონაწილეები ეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს. ასეთი კავშირები კი ამცირებს გაუცხოებას, ამსხვრევს სტერეოტიპებს და აყალიბებს კეთილგანწყობას.
ახალგაზრდულ გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 40-მა ახალგაზრდამ , - 20-მა ქართველმა და 20-მა ოსმა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, მუშაობდნენ და თავისუფალ დროს ატარებდნენ.
ყოველდღიური პროგრამა დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებზე. ახალგაზრდებმა შეისწავლეს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პრინციპები, ეფექტური კომუნიკაცია, დიალოგის კულტურა, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა, მიღებული ცოდნა კი, პრაქტიკულ აქტივობებში, გუნდურ მუშაობასა და ყოველდღიურ ურთიერთობებში განამტკიცეს.
ბანაკში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კულტურულ გაცვლას. მონაწილეები ერთმანეთს აცნობდნენ ქართულ და ოსურ სიმღერებს, ცეკვებს, ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა იყო ქართული და ოსური ენების გაკვეთილები, რომელმაც ახალგაზრდებს ერთმანეთის კულტურისადმი კიდევ უფრო დიდი ინტერესი და პატივისცემა გაუჩინა.
საგანმანათლებლო სესიებთან ერთად პროგრამა მოიცავდა სპორტულ შეჯიბრებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, შემოქმედებით საღამოებს და გუნდურ აქტივობებს. თითოეული დღე მონაწილეებისთვის იყო ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრობისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პროექტი ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში სამშვიდობო და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება კვლავ გრძელდება, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობისა და მეგობრობის შესაძლებლობა ეძლევათ.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა მიერ, რომელსაც 2019 წელს ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ასობით ქართველ და ოს ახალგაზრდას აერთიანებს.

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები:   თაზო კაბულაშვილი (XI კლასი) ს მოსწავლე ალექსანდრე...
06/08/2026

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები: თაზო კაბულაშვილი (XI კლასი) ს მოსწავლე ალექსანდრე გაბუნია (X კლასი) - 15 ივლისიდან 25 ივლისამდე, საქართველოს საპატრიარქოს თრუსოს ხეობის ბანაკში - "ღმერთი სამშობლო ადამიანი" - იმყოფებოდნენ.....
ჩვენმა მოსწავლეებმა, საპატრიარქოს სკოლების მოსწავლეებთან ერთად შინაარსიანად გაატარეს ბანაკის მრავალფეროვანი პროგრამებით დატვირთული 10 დღე, მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობებში, ვიქტორინებში, სპორტულ შეჯიბრებში, მუსიკალურ და მხატვრულ ღონისძიებებში......
ბანაკელებმა ძალები მოსინჯეს მკლავჭიდში, აქტიურად ჩაერთნენ ფრენბურთისა და ფეხბურთის ტურნირებში. სპორტულ აქტივობებთან ერთად, გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭიც — დადგეს სპექტაკლი და გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი "როგორ გავაცოცხლოთ სოფელი"....
თრუსოს ხეობის ბანაკი დაფუძნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის ლოცვა კურთხევით, ბანაკს ხელმძღვანელობს თრუსოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე ფერაძე......
https://www.facebook.com/profile.php?id=100083331714958

20.06.2026დღეს უშგულში გაიხსნა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი /Svaneti International Film Festival....25 ივლისს, 20...
20/07/2026

20.06.2026
დღეს უშგულში გაიხსნა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი /Svaneti International Film Festival....
25 ივლისს, 20 საათზე - ნაჩვენები იქნება კინორეჟისორ სოფიო ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "ფოფოდიას შვილები"

14/07/2026

უილიამ შქსპირი "ქარიშხალი" (28.06 2026)
WIDEO სრული ვერსია

სკოლა-გიმნაზიის თეატრალურმა სტუდიამ მორიგი პრემიერა გამართა.....
"თეატრი ათონელზე" სტუდიამ წარმოადგინა სპექტაკლი უილიამ შექსპირის "ქარიშხალი", რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა...
მასვე ეკუთვნის ინსცენირება და მუსიკალური გაფორმება.....
სპექტალში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები: საბა ბალახაძე, ანასტასია ხარატიშვილი, ავთო ხოსრუაშვილი, ნინო შავიძე, რატი თეგეტაშვილი, გიორგი შავიძე, ლუკა თურაზაშვილი, ნინი ბუაძე, თინათინ თამაზაშვილი, თამაზ კაბულაშვილი ....
სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა გიმნაზიის პედაგოგმა - თათია ირემაშვილმა, ტექნიკური რეჟისორი გახლდათ გიმნაზიის მოსწავლე - ნიკოლოზ კაპანაძე, პროდიუსერი გიმნაზიის დირექტორის მოადგილე - იოსებ აფაქიძე,.....
სპექტაკლს, რომელმაც დიდი ემოციები და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა - გიმნაზიის პედაგოგები და თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.....
სპექტაკლის დასასრულს, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დადებითად შეაფასა სპექტაკლი, მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კობა სხილაძეს, მსახიობებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს - გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი",რომელიც ორი კვირაა აჭარაში იმყოფება, მონაწი...
10/07/2026

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი",რომელიც ორი კვირაა აჭარაში იმყოფება, მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში "GOLD STAR 2026"......
ანსამბლმა "არსიანმა", რომლის კონცერტები გამორჩეული იყო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავეს, ოქროს მედლები და ლაურეატის წოდება დაიმსახურეს....
სკოლა-გიმნაზიის დირექცია ულოცავს ანსამბლ "არსიანს" და მის ხელმძღვანელს ჯონო დუგლაძეს - გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს....

2026 წლის 9 ივლისს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ქუთათელ...
10/07/2026

2026 წლის 9 ივლისს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქუთაისში, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა.....
ჩვენი მხრიდან, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის საქმის წარმოებისა და ადამინური რესურსების მართვის მენეჯერი მარინა გოგოლაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე და ხელოვნების სკოლის სადღეღამისო კამპუსის მენეჯერი ნინო ცეცხლაძე....
შეხვედრი განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს სკოლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები, საკანონმდებლო ცვლილებები, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის გზები და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

Address

სამღერეთის 13
Tbilisi
0101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია:

Shortcuts

Share

Category