ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი, Community College, Chavchavadze Avenue 8, Tbilisi.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ოფიციალური გვერდი

📌📌ბათუმის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბულგარეთის სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზეც გაშუქდა.https://fjm...
30/09/2026

📌📌ბათუმის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბულგარეთის სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზეც გაშუქდა.

https://fjmc.uni-sofia.bg/news/fzhmk-predstavi-izsledvaniyata-na-blgarskata-mediyna-sreda-na-mezhdunarodna-konferenciya-v?fbclid=IwY2xjawUqU8pleHRuA2FlbQIxMQBwZG9mAXNydGMGYXBwX2lkEDIyMjAzOTE3ODgyMDA4OTIAAR7Zh5zfcQn6ICl6lcY2k-ykWU-z0AEWY8NqsTzQlYlUCQmIqAC3kqQkbpCr7Q_aem_bQHK1IxUXLfsyW9fN6aoQQ

Факултетът по журналистика и масова комуникация на Софийския университет „Св. Климент Охридски“ беше съорганизатор на международната научна конференция „Media Stud...

‼️მიმდინარე წლის 25 – 27 სექტემბერს შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონ...
30/09/2026

‼️მიმდინარე წლის 25 – 27 სექტემბერს შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომელმაც ქართველ და სხვადასხვა ქვეყნის მედიამკვლევრებს უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის, ბულგარეთის, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლები.

‼️კონფერენციას ხელმძღვანელობდა ბსუ-ის პროფესორი ინგა შამილიშვილი, რომლის ძალისხმევითაც მომზადდა აღნიშნული ფორუმი. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საორგანიზაციო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა. კონფერენციის მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ და მულტიმედია ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა, მოწვეულმა ლექტორმა ლიანა მარქარიანმა. ფაკულტეტის სახელით კონფერენციის მონაწილეთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ელენე გელაშვილი.

‼️კონფერენციამ, რომელიც ინგლისურ და ქართულენოვან ოთხ სექციად მუშაობდა, გააერთიანა მრავალფეროვანი და აქტუალური თემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ქართულ მედიაში, მედია და პოლიტიკური კომუნიკაცია, ქართული ტრადიციული მედიის ტრანსფორმაცია და გამოწვევები, ციფრული მედია და მედიაწიგნიერება, სოციალური მედია და ვიზუალური თხრობა.

‼️საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მულტიმედია ცენტრის თანამშრომლები: მანანა შამილიშვილი, მაია ტორაძე, ნათია კუპრაშვილი, ნინო ჭალაგანიძე, თინათინ მაჭარაშვილი, ნათია სვანიძე, ნათია რაჭველიშვილი, ლიანა მარქარიანი, ელენე გელაშვილი, მაკა გოგილაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები.

📌 წარმატებული და ნაყოფიერი სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა სამეცნიერო დიალოგისა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კონფერენციამ დაადასტურა, რომ სიცოცხლისუნარიანია და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბების პოტენციალი გააჩნია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზღვარგარეთელი სტუმრები სრულ მზაობას გამოხატავდნენ მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

📌აღსანიშნავია, რომ სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა. იგი გარკვეული პერიოდულობით გამოიცემა და ასახავს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მათ მეცნიერულ შეფასებებს. 📝

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციი...
20/09/2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ქართული ჟურნალისტიკის დიდ ოჯახს გამოაკლდა პაატა ნაცვლიშვილი - პუბლიცისტი, მწერალი, პოეტი, მხატვარი და უბრალოდ, დიდი ადამიანი.

პაატა ნაცვლიშვილმა 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით, მოგვიანებით კი - 1976 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი.

1974-76 წლებში იგი მუშაობდა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ლიტმუშაკად, 1976-78 წლებში – გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტად, 1978-84 წლებში ჟურნალ „მართვეს“ ლიტმუშაკად; სხვადასხვა დროს – საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორად, „ნატვრისთვალის“, „ახალი ქართული გაზეთისა“ და ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „სხივის“ მთავარ რედაქტორად.

მშრალი ბიოგრაფიული მონაცემები ვერ ასახავს პაატა ნაცვლიშვილის შემოქმედების მკაფიო სურათს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში გაზეთის პირველი კომპიუტერული დაკაბადონება, პირველი ფერადი გაზეთის გამოცემა; მან 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა გრიგოლ რობაქიძის მანამდე უცნობი ნოველა და იმავე წელს თბილისში გამოსცა, რაც ქართული კულტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. მის სახელს უკავშირდება უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების მოძიება, შესწავლა და საქართველოში ჩამოტანა.

პაატა ნაცვლიშვილი მონაწილეობდა ტიმ სევერინის ცნობილ ექსპედიციაში – „იაზონის ნაკვალევზე“, იყო დაუცხრომელი მოგზაური, ფოტორეპორტიორი და საინტერესო მთხრობელი, მოიარა ასზე მეტი ქვეყანა როგორც მეზღვაურმა და ჟურნალისტმა, მიღებული შთაბეჭდილებები კი რამდენიმე წიგნის სახით გაუზიარა ქართველ მკითხველს. მისი სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში.

1993 წელს დააარსა „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ წიგნების გამოცემით არ შემოიფარგლებოდა, იგი ხშირად თავად იყო ავტორი, შემდგენელი, რედაქტორი და დიზაინერი.

ის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქართული ფილატელიის სფეროში – მას ეკუთვნის დაახლოებით 50 ქართული საფოსტო მარკის დიზაინი, მათ შორის, აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის დიზაინი.

1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. იგი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც იყო და ოლიმპიზმისა და სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პაატა ნაცვლიშვილის პედაგოგიურ საქმიანობასაც. იგი, როგორც მეცნიერებათა დოქტორი, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა ჟურნალისტებს გადასცემდა და ჟურნალისტთა ახალი თაობების პროფესიულ აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდა.

პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოებული იყო საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით, იყო „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.

როგორც თსუ-ის ჟურნალისტიკის სკოლის კურსდამთავრებულს, განსაკუთრებული პატივისცემით ვემშვიდობებით მრავალმხრივი და უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელმაც თავისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი სიტყვის, ჟურნალისტიკისა და ქართული კულტურის სამსახურს მიუძღვნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება თანადგომას უცხადებს პაატა ნაცვლიშვილის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც ეს სახელი ძვირფასია.

📍 ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების პირველი დაცვა ...
16/07/2026

📍 ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების პირველი დაცვა 👩🏻‍🎓👨🏼‍🎓
#თსუ
#თსუჟურნალისტიკადამასობრივიკომუნიკაცია

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის დასკვნითი დღე განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. აქტუალურ, ორიგინალურ და რთულ თემებთან შ...
11/07/2026

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის დასკვნითი დღე განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. აქტუალურ, ორიგინალურ და რთულ თემებთან შეჭიდებულმა სტუდენტებმა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს კომისიის წევრებისა და რეცენზენტებისგან.

ამ დღეს არც სიურპრიზის გარეშე ჩაუვლია. ხელოვნურ ინტელექტზე ჩატარებული გამორჩეული კვლევის ავტორმა ალექსანდრა ვახანიამ კომისიის წევრები AI- ის დახმარებით მოულოდნელ ამპლუაში წარმოადგინა.

გთავაზობთ ამ დღის ვიზუალიზებულ ქრონიკას.

#თსუ
#ჟურნალისტიკა
#საბაკალავროდაცვა

🔺ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება. 🎓🎓🎓 🔺გთავაზობთ მეორე დღი...
10/07/2026

🔺ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება. 🎓🎓🎓

🔺გთავაზობთ მეორე დღის ფოტოქრონიკას.📸

#თსუ
#ჟურნალისტიკა
#საბაკალავროდაცვა

📍დაიწყო საბაკალავრო ნაშრომების დაცვის რამდენიმედღიანი პროცესი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე. 📍დ...
09/07/2026

📍დაიწყო საბაკალავრო ნაშრომების დაცვის რამდენიმედღიანი პროცესი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე.
📍დაცვის პროცესი მიმდინარეობს საინტერესოდ, დისკუსიის რეჟიმში. წარმოგიდგენთ პირველი დღის ფოტოკოლაჟს.👩🏻‍🎓🧑‍🎓👨🏼‍🎓

#თსუ

03/07/2026

"ნათელი გზა ბნელ სამყაროში" - ასე ჰქვია
ანა ბილანიშვილის, ნუკა მახათაძისა და მარიამ პეტრიაშვილის საყურადღებო ნამუშევარს, რომელიც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა ვორკშოპის ფარგლებში მოამზადეს.

03/07/2026

"დიღმის ჭალები" თათა სულავას ნამუშევარია, რომელიც მან პროექტის "ვიაზუალური თხრობა ტელემედიაში"ფარგლებში მოამზადა. 🎬🎤

03/07/2026

"თხილის გული" - ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელიც ვორკშოპის - "ვიზუალური თხრობა ტელემედიაში" - ფარგლებში მოამზადეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა: ელენე შავგულიძემ და სოფო ჩითინაშვილმა.🎬

Address

Chavchavadze Avenue 8
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0322 25 17 36

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share