ქ.თბილისის N24 საჯარო ბაგა-ბაღი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქ.თბილისის N24 საჯარო ბაგა-ბაღი

ქ.თბილისის N24 საჯარო ბაგა-ბაღი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქ.თბილისის N24 საჯარო ბაგა-ბაღი, Education Website, აკ. წერეთლის 110, Tbilisi.

24/06/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

23/06/2026

დღეს ჩვენი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ ბაგა- ბაღის ახლომდებარე საჯარო სკოლას.
ბავშვებმა დაათვალიერეს სკოლა, გაეცნენ სასწავლო გარემოს, საკლასო ოთახებს. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებში.
დღემ მხიარულ, მეგობრულ და თბილ გარემოში ჩაიარა.ღიმილი სიხარული და ემოციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის გარემოსთან წინასწარ გაცნობა.
ვუსურვებთ თითოეულ მათგანს წარმატებით სიხარულითა და ახალი აღმოჩენებით სავსე სასკოლო გზას და ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას.❤️🙏🏻

12/06/2026

5-6 წლიანთა ჯგუფი ,,კონკია’’
აღმზრდელი: ნ. ჯაფარიძე, დ. კვინტრაძე
თანაშემწე: მ .ცინდელიანი,
მ. თურვანდიშვილი

პატარა ნაბიჯებით დაწყებული დიდი მოგზაურობა - საბავშვო ბაღიდან ცოდნისა და წარმატების სამყაროსკენ…❤️

09/06/2026

🎈🤍

5-6 წლიანთა ჯგუფი,,ცეროდენა’’აღმზრდელი: თ. გუგულაშვილი, ზ. ფუთურიძე თანააწმწე: ა. არევაძესპეციალური ასისტენტი: ხ. მექვაბ...
09/06/2026

5-6 წლიანთა ჯგუფი,,ცეროდენა’’
აღმზრდელი: თ. გუგულაშვილი, ზ. ფუთურიძე
თანააწმწე: ა. არევაძე
სპეციალური ასისტენტი: ხ. მექვაბიძე, ნ. ელბაქიძე

,,გზა სკოლისაკენ’’

03/06/2026
31/05/2026

3-4 წლიანთა ჯგუფი
აღმზრდელი: ლ.ხვედელიძე, ნ.ჩაკვეტაძე
თანაშემწე: ხ.ფოცხვერაშვილი,ფ.ზაქაიძე

2-3 წლიანთა ჯგუფი აღმზრდელი: ე.ზურაშვილი,თ.ზაქარაიათანაშემწე:ნ.ხიზამბარელი
29/05/2026

2-3 წლიანთა ჯგუფი
აღმზრდელი: ე.ზურაშვილი,თ.ზაქარაია
თანაშემწე:ნ.ხიზამბარელი

Address

აკ. წერეთლის 110
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.თბილისის N24 საჯარო ბაგა-ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share