მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები გვერდი შექმნილია დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებების გასავრცელებლად.
(2)

გვერდი შექმნილია დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და მათი ტექსტური თუ ვიდეო ამონარიდების, ასევე თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან დაკავშირებული სიახლეების გასავრცელებლად.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავად არ მოიხმარს სოციალურ ქსელს. ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მისი ქადაგებების გვერდს მართავს, იღებს პასუხისმგებლობას გვერდის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებზე.

გვერდს "მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები" ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. ამონარიდების თუ ქადაგებების კომენტარებში ადამიანები ხშირად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიედ, რამდენიმე კომენტარი პოლემიკის წყაროდ ქცეულა. სწორედ ამიტომ, გვერდის მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის კომენტარები, რომლებიც იწვევენ გარკვეულ უსიამოვნებებს გამომხმაურებლებს (კომენტატორებს) შორის, წაიშალოს.

ამ მიზეზით, გადაწყდა, რომ გვერდი მხოლოდ ინფორმაციული შინაარსის იქნება.

შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყოველი კომენტარი, რომელიც გვერდის ფორმატს გასცდება, წაიშლება.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ ყოველი მსურველისთვის შესაძლებელია მამა თეოდორესთან გასაუბრება კვირაში სამჯერ (იხილეთ ჯვართამაღლების ტაძრის გვერდზე განთავსებული გასაუბრებების განრიგი).

26/09/2026

სამყარო სიყვარულის თვალით

უფლისგან ბოძებული ჯვარი მადლიერებით უნდა ვზიდოთ.გავიხსენოთ გოლგოთაზე ჯვარცმული ორი ავაზაკის მაგალითი.ორივე ერთნაირ მდგომ...
26/09/2026

უფლისგან ბოძებული ჯვარი მადლიერებით უნდა ვზიდოთ.

გავიხსენოთ გოლგოთაზე ჯვარცმული ორი ავაზაკის მაგალითი.
ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იყო,
ორივეს ერთნაირად სტკიოდა,
ორივე კვდებოდა,
მაგრამ ერთი გმობდა ქრისტეს – მეორე კი ცოდვებს ინანიებდა და იესოში ღმერთს აღიარებდა.

ერთი დაიღუპა – მეორე ცხონდა.

გოლგოთაზე ჯვარცმული ორივე ავაზაკი სახეა ყოველი ადამიანისა.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს,
ამ ცხოვრებაში ყველანი, ავაზაკთა მსგავსად, ჯვარცმულნი ვართ,

და არჩევანი ჩვენზეა – რომელ ავაზაკს მივემსგავსებით, მარცხნივ მყოფს თუ მარჯვნივ.

ჩვენი უბედურებისა და ცოდვილობის მიზეზს საკუთარ თავში დავინახავთ,
თუ სხვაგან დავუწყებთ ძიებას,
რაც ქრისტიანისთვის მიუღებელი საქციელია.

გვერდის ამონარიდების არქივიდან
________________________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

26/09/2026
26/09/2026

სამოთხე იწყება აქ

ამონარიდი ქადაგებიდან | 24.09.2026
_____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება.არ შეიძლება, რომ თ...
26/09/2026

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება.

არ შეიძლება, რომ თითი ებრძოდეს ყურს,
თვალი ებრძოდეს ცხვირს,
თავი ებრძოდეს ღვიძლს – თუ ორგანიზმი ჯანმრთელია,

ეს ნიშნავს, რომ ისე ცხოვრობენ ეს ორგანოები და უჯრედები, რომ ერთმანეთს აცოცხლებენ,
ერთმანეთს ეხმარებიან,
ერთმანეთს კომფორტს უქმნიან, რომ ორგანიზმმა იარსებოს.

ჩვენ თუ ერთი ორგანიზმი ვართ,
ჩვენ უნდა გვქონდეს ოქროს წესი სასუფევლის მოქალაქეობის, ღმერთის ოჯახის წევრობის – ეს არის სიმშვიდე, მორჩილება, გულმოწყალება, მიმტევებლობა, ერთმანეთის უძლურების ტვირთვა,

და ყველაფერი კონცენტრირებულია სათნოებაში,
რომელსაც ჰქვია სიმდაბლე.

ამონარიდი ქადაგებიდან 26.09.2023
________________________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©

#იესოქრისტე

რადგან ჩვენ  ცოდვას ვერ ვერევით, რადგან ჩვენ ყოველთვის გვგესლავენ გველები, რომლებიც სულიერად გვკლავენ,და ჩვენსა და მარად...
25/09/2026

რადგან ჩვენ ცოდვას ვერ ვერევით,

რადგან ჩვენ ყოველთვის გვგესლავენ გველები, რომლებიც სულიერად გვკლავენ,
და ჩვენსა და მარადიულ სიცოცხლეს შორის დგებიან,

ერთადერთი გამოსავალი არის – ჯვარცმულისადმი გულისმიერი მზერა,
მუდამ მისი ყურება,

ეს არის სწორედ ის გზა ცხონებისა, რომელსაც
გვთავაზობენ წმიდა მამები ისიქაზმის სახით,

რომელიც ნიშნავს საკუთარ თავში იესო ქრისტეს
ჭვრეტას,
და მისი სახელის მოძიებას,

მუდამ ღმერთის განცდას და მეცადინეობას, აი, ამ მიმართულებით.

გვერდის ამონარიდების არიქივიდან
__________________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

25/09/2026

რას ნიშნავს რწმენის ერთობა?

ამონარიდი ქადაგებიდან | 24.09.2026
_____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

ტკივილიც და სიხარულიც ქრისტესთან, როგორც ევქარისტია, ისე უნდა მიგქონდეს, და სულს უნდა უძღვნიდე – გამოქანდაკებულს მადლიერ...
25/09/2026

ტკივილიც და სიხარულიც ქრისტესთან, როგორც ევქარისტია, ისე უნდა მიგქონდეს,
და სულს უნდა უძღვნიდე – გამოქანდაკებულს მადლიერებად.

გვერდის ამონარიდების არქივიდან
_____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

25/09/2026

რატომ ვიხსენიებთ უფლის სახელს ამაოდ?

ამონარიდი ქადაგებიდან | 24.09.2026
_____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

25/09/2026

ცოდვის „ტკბილი“ ტყვეობა და სულიერი გამოღვიძება

ამონარიდი ქადაგებიდან | 24.09.2026
_____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ©
#იესოქრისტე

Address

14 Zaza Panaskertel-Tsitsishvili Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები:

Shortcuts

Share