22/09/2017
"ქროლვა-Apocalypsis".[ეპიზოდი "დაბანაკება"]
[Hi-Tech,Adobe Photoshop,size:1600X1800px.,res.:300px/inch]
K.G.'s Graphic
2017
Welcome to Graphic Art! From time to time, the back in a past is so beautiful!.. P.S. This page is new and over time it will fill up his visual content. P.P.S.
This page is created for people who understand well what is true Graphic Art, and also for them,who interested to feel what it is. Thanks to active and competent members of Graphic Art,
who will care to the visual and intellectual content of page with attention and love. Good Luck!
22/09/2017
"ქროლვა-Apocalypsis".[ეპიზოდი "დაბანაკება"]
[Hi-Tech,Adobe Photoshop,size:1600X1800px.,res.:300px/inch]
K.G.'s Graphic
2017
21/06/2017
ანონსი!.. :)
GOGEBASHVILI.ttf
[Restored By K.G.'s Graphic]
26/12/2016
"ქროლვა-Apocalypsis",Poster
[Hi-Tech,Adobe Photoshop,size:1200X1800px.,res.:300px/inch]
K.G.'s Graphic
04/12/2016
K.G.'s Graphic
04/07/2016
Welcome!
Facebook-ის სამხატვრო გვერდი ''Graphic Art'' ანახლებს თავის ფუნქციონირებას და მასში გახსნილ ალბომებთან:''კომპოზიციური გრაფიკა'',''ემბლემები'',''ორიგინალი შრიფტები'' და ''პლაკატები'',გაიხსნა კიდევ ახალი - "კომპიუტერული გრაფიკა".
მეგობრებო,თქვენ შეგიძლიათ მოიწონოთ ეს ჯგუფი და გაერთიანდეთ მასში. კოლეგებს შეეძლებათ ატვირთონ მათთვის სასურველი,მსოფლიოში ცნობილი გრაფიკული ნამუშევრები,ასევე ნამუშევრები თავიანთი შემოქმედებიდანაც.თხოვნაა ნამუშევრები ჩაამატოთ შესაბამის ფოტოალბომებში.
ფორუმიც,რასაკვირველია,ღიაა ხელოვნების ნებისმიერ თემაზე დიაკლოგებისა და დისკუსიებისათვის.
Graphic Art
24/01/2016
Albert King.[Poster]
K.G.'s Graphic
10/12/2015
Copmosition
[Hi-Tech,Adobe Photoshop,size:2000X3200px.,
res.:300px/inch]
K.G.'s Graphic
25/11/2015
ქალბატონებო და ბატონებო,ძვირფასო კოლეგებო!
მოგეხსენებათ,ჩვენს დროში,ქართულ შრიფტზე მომუშავე პროფესიონალ გრაფიკოსთა კოლეგიალურ წრეებში,ასევე ქართულ დამწერლობათა მკვლევარებს შორის არა და არ წყდება პოლემიკა ქართულ დამწერლობათა კლასიფიკაციის თაობაზე როგორც პირად შეხვედრებში,ასევე ინტერნეტითაც.ინტერნეტ-სივრცეში ამ დროისათვის მრავალნაირი და მეტ-ნაკლებად დასაბუთებული მოსაზრებები გამოითქვა და დაგროვდა სხვადასხვა თემატიკის პოსტებში ამ თემაზე ხან სპონტანურად საუბრის გაგრძელებით,ხან პირად მიმოწერებშიც,ამიტომ,საჭიროდ და დროულად ჩავთვალე თქვენთვის წარმომედგინა ზუსტად ის გრაფა,რომელიც ქართული დამწერლობების თანამედროვე რეალობას ასახავს.
როგორც ვიცით და,აქ არავინ დაობს,ისტორიულად ძირითადი სამი დამწერლობა გაგვაჩნია: ასომთავრული,ნუსხა-ხუცური და მხედრული. მათგან თითოეულს იმდენად დიდი გზა აქვს გავლილი მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე,რომ ისინი არა თუ სამ დამწერლობას,არამედ ჩვენს სამნაირ ანბანსაც წარმოადგენენ. ობიექტურობისათვის აქვე დავურთავ,ზოგი ჩვენი პატივცემული მოღვაწე კოლეგა იმასაც აღნიშნავს,რომ "ქართველებს გვაქვს ერთი ანბანი და ეს არის აქსიომა!".ეს აზრი,რა თქმა უნდა,გარკვეულ რეზონს არ არის მოკლებული,რამდენადაც ასომთავრული ანბანის საფუძველზე საუკუნეთა განმავლობაში განვითარდა და უშუალოდ მისგან ჩამოყალიბდა ნუსხა-ხუცური,ხოლო ნუსხა-ხუცურისგან კი ანალოგიურად - მხედრული;თუმცა მათ შორის მკვეთრი და ზუსტი ქრონოლოგიური საზღვრები არ არსებულა,მაგრამ ყოველ ამ მათგანს შორის ძირითადი ეპოქალური მანძილი და ვიზუალური სხვაობაც იმდენად დიდია,რომ მაინც,საუნივერსიტეტო აკადემიურ სწავლებაში მიჩნეულია და ტრადიციულად პუბლიცირდება,როგორც სამი ანბანი,რაღა თქმა უნდა,რომ აქედან შესაბამისად სამი ჩვენი ძირითადი დამწერლობაც თავისი უდავო მიმდევრობით სახეზეა.
ახლა წავიწიოთ წინ ამის შემდგომ:
ჩვენს დამწერლობათა კლასიფიკაციაში განსაკუთრებულად აქტუალური და,მე ვიტყოდი,გარდამტეხი მომენტი დაიჭირა ისტორიულად შემონახულმა ფაქტმა,როდესაც მე-18 საუკუნის ქართველმა მოღვაწემ,ნიკოლოზ ტფილელმა კიდევ ერთი დამწერლობა შეგვმატა!.. ზუსტი დაცვით დავეყრდნობი ისტორიულად უდავო ციტატას,რომელიც ბევრგან გაჟღერდა და მკვლევართა წრეებში არაერთგზის იქნა პუბლიცირებული: [მხედრულ ანბანში მთავრულის შემუშავების ცდები, როგორც აკად. ივ.ჯავახიშვილს აქვს აღნიშნული, იწყება მე-18 ს. დამდეგიდან. ნიკოლოზ ტფილელი 1728 წ. წერდა: „მხედრული ასომთავრული ძველთაგან არ ყოფილარს, აწ მე გავაკეთე”, „ჩემი მოგონილია”.] აქედან,როგორც ვხედავთ,ირკვევა,რომ 1728 წელს,ნიკოლოზ ტფილელს,შეუქმნია არა "მხედრულის მთავრული",როგორც პროფესიულ ფორუმებში ბევრი ჩვენი კოლეგა წერს,არამედ,ზუსტად მისივე სიტყვებით - "მხედრული ასომთავრული",რა სახელწოდებითაც ეს დამწერლობა უცვლელად დავაფიქსირე ჩემს მიერ წარმოდგენილ გრაფაში. მე მინდა ყოველი თქვენთაგანი კიდევ ერთხელ კარგად ჩაუღრმავდეს სწორედ ამ მომენტს - კონკრეტულად რა სახის დამწერლობა შეგვიქმნა ნიკოლოზ ტფილელმა? აპრიორი ვხედავთ,რომ მას ახალი ანბანი,როგორც ასეთი,არანაირად არ შეუქმნია,რამდენადაც მან უცვლელად აიღო ყოველი ლიტერა მხედრულიდან და შეუცვალა საბაზისო ხაზების მიმართ განთავსებადობა: კერძოდ,ყოველი წინადადების საწყისი და ასევე წინადადებების შიგნით არსებული ყოველი კერძო სახელის საწყისი ლიტერა დაწერა ბეჭდურში,გადიდებულად,მსხვილი შტრიხით,რათა წინადადებათა საწყისი სიტყვები,ასევე კერძო სახელები მკითხველისათვის უფრო ადვილად აღქმადი გაეხადა მსგავსად უკვე არსებული მრავალი ევროპული დამწერლობების წესისა.რაღად უნდა ლაპარაკი იმას,რომ მისმა ამ ნოვატორულმა დამწერლობამ დიდხანს ვერ გასტანა და საბოლოოდ ვერც მოიკიდა ფეხი,იმდენად უცხო იყო ეს წესი მრავალ საუკუნეთა მანძილზე დაფუძნებული ყოველი ჩვენი ძირითადი დამწერლობისათვის. განსაკუთრებულად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,რომ ამავე დროს,მისი (კიდევ ვიმეორებ,როგორც თვითონვე გვიწერს)"მხედრული ასომთავრული" - ორსახოვანია! გარდა ამ ხსენებული სატექსტო თავისებურებისა მას სასათაურედ უკვე გამოჰყავს იგივე მხედრული ლიტერები ორ პარალელურ ხაზში განთავსებით,რომელიც შეგვიძლია უკვე განვიხილოთ,როგორც თანამედროვე მთავრული დამწერლობა. აქვე დავძენ,რომ გვერდების საწყისი მთავრული დიდი ზომის ლიტერები თავისი ძვირფასი მხატვრული გაფორმებით ჩვენ უფრო ადრინდელი ეპოქის ქართულ წიგნებშიც მოგვეძიება და ზუსტად ისინი მიმაჩნია მართებულად,რომ ჩაითვალოს მთავრული დამწერლობის ( - ერთსიტყვოვნად ასეთის!..) პირველ წინაპრად და არასგზით არ უნდა მიეწეროს ის მე-18 საუკუნის მოღვაწის ერთპიროვნულ იდეას. რა საკვირველია,აქვე ჩემს პატივისცემას ვადასტურებ ამ ისტორიული პიროვნების მიმართ,მაგრამ ახლა ჩვენსავე თავს დავუსვათ სადღეისო შეკითხვა - რომელ ერთ მათგანს ვუწოდოთ მის მიერ შექმნილი მხედრული ასომთავრული (თუ გნებავთ,როგორც კოლეგიალურ ფორუმებში ჯერ კიდევ ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე - "მხედრულის მთავრული"),მის სატექსტო გადაწყვეტას ოთხხაზოვან აგებაში განთავსებულს თუ სასათაურო გადაწყვეტას,ორხაზოვანი აგებით განთავსებულს??? რაღა თქმა უნდა რომ - სატექსტო გადაწყვეტას! აქ თანამედროვე კლასიფიციური თვალთახედვით როგორ შეიძლება ლაპარაკი მის ერთ დამწერლობაზე?!. აშკარაა,რომ ეს ვერანაირად ვერ გამოდის.სწორედ ამიტომაც საყოველთაოდ უნდა იქნას მიჩნეული,ბატონებო და ქალბატონებო,რომ ჩვენი თანამედროვე,სასათაურო მთავრული (მთავრული - ერთსიტყვოვნად როგორც ასეთი!..) უკვე დიდი ხანია არსებობს და სავსებით კანონზომიერია,უფრო მეტიც,აუცილებელია,ის ცალკე განვიხილოთ,როგორც ისეთივე მხედრულისგან წარმოებული დამწერლობა,როგორიც ხსენებული მხედრული ასომთავრული,მითუმეტეს,რომ დღესდღეობით პრაქტიკულად გამოყენებადი გვაქვს ორი!.. - მხედრული, და მთავრული!.. ამდენად,როგორც ესოდენ სადღეისოდ საჭირო და წამყვანი,როგორც ასევე უძველესთა უძველესი წიგნების დიდი თავსართი ლიტერების მემკვიდრე,ის იკავებს მეოთხე ადგილს მესამე ადგილზე მყოფი მხედრულისავე გვერდში.
დღესდღეობით მას შემდეგ მოდის მხედრული ასომთავრული,ხოლო ექვსეულს კრავს მცირე მთავრული,რომელიც ასევე დიდი ხანია,გაგვაჩნია და ისიც,ასევე მხედრულიდან არის წარმოებული.მას,როგორც დამწერლობას,ასევე გააჩნია შრიფტის საბაზისო ხაზებზე აბსოლუტურად თვითმყოფადი განთავსებადობა.ვიზუალურადაც ხედავთ,რომ მისი იგნორი და სხვა დამწერლობებში მისი შეყვანა ვერაფრით ვერ მოხერხდება. სხვა საქმეა ე.წ. "პატარა მთავრული",რომელსაც დაბალი ლიტერები შედარებით უფრო დაწეული აქვს საწყისი ლიტერების ნახევარ სიმაღლემდე,მაგრამ წყობა და საბაზისო ხაზების მიმართ განთავსებადობა აბსოლუტურად იგივე აქვს რაც მცირე მთავრულს,ზუსტად ამიტომ ის ცალკე დამწერლობად ვერ წარმოგვიდგება,არამედ შეიძლება მიჩნეულ იქნას მცირე მთავრული დამწერლობის შიდა განშტოებად,მის ნაირსახეობად. (თუ ასეთ ანალოგებს გავეკიდებით,შევქმნიდი სრულიად ახალ ტექსტს,სადაც მცირე სატექსტო მთავრულ ლიტერებს სიმაღლე საწყისი დიდი ლიტერების სიმაღლის ზუსტ განშუალედებაში ექნებოდათ და დავარქმევდი,ვთქვათ,"შუა მთავრულს",სხვათაშორის მშვენიერი ვიზუალიც ექნებოდა,მაგრამ ამით ვერ გავხდებოდი ახალი დამწერლობის ავტორი - ხომ სწორია? (მცირე მთავრულის კიდევ ერთ ნაირსახეობას შევქმნიდი მხოლოდ,რადგან ძირითადი პრინციპი მაინც იგივე ექნებოდა). ასე რომ,ძვირფასო კოლეგებო,(მომიტევოს გრძელსიტყვაობა,რადგან საქმის სერიოზულობა ამას მართლაც ითხოვდა!..) თქვენს წინაშე წარმოდგენილი გრაფა არის ზუსტი შესაბამისობა ქართულ დამწერლობაში სადღეისოდ არსებული რეალობისა,სადაც სამი ისტორიულად ძირითადი (ევოლუცირებული!..) და სამი მხედრული ანბანისგან მომდინარე (წარმოებული!..) დამწერლობა სადღეისოდ ქმნის ჩვენს დამწერლობათა ექვსეულს,რომელთაგან თითოეულს თავის მხრივ უამრავი სტილისტიკური ნაირფეროვნება გააჩნია სხვადასხვა შრიფტების სახით,რის საფუძველზეც ამ ექვსეულიდან ყოველი მათგანი არის სწორედ დამწერლობა და არა სტილი!.. ბოლოს კი,დავძენ,რომ წინამდებარე განხილვა თავის დებულებით,სხვადასხვა ასპექტის დეტალიზაციით და სხვადასხვა საუბრებში არაერთხელ იქნა მოწონებული,მხარდაჭერილი და უდავოდ მიჩნეული ჩვენი საშრიფტო გრაფიკის არაერთ გამოცდილ მოვაწეთა მიერ,რაც ამ ჯერზე ვიზუალური სახითაც წარმოვადგინე.
ყველასადმი დიდი პატივისცემით,კახაბერ გულისაშვილი.
05/11/2015
[Digital Matte Painting,Adobe Photoshop,size:2000X3600px.,res.:300px/inch]
K.G.'s Graphic