საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS, Education, # Giorgi Tsereteli, Tbilisi.

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS:

- წარმართავს კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით საქართველოში და მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.
- უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების, მოდულების, კურსების, სასერთიფიკატო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას
- ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და ვორშოფებს საქართველოს პედაგოგებთან საბუნებისმეტყველო საგნებში;
- ზრუნავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და დანერგვაზე;
- თანამშრომლობს სხვა, როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და რელევანტურ ორგანიზაციებთან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში;
- ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით;
- აწარმოებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ცენტრის მუშაობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS აგრძელებს მოსწავლეთა ლაბორატორიების პრ...
03/12/2025

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS აგრძელებს მოსწავლეთა ლაბორატორიების პროექტს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან ვიწვევთ მე - 6 კლასის მოსწავლეებს და მათი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, რომელებიც ჩაატარებენ კვლევით აქტივობებს ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში.
ლაბორატორიები ჩატარდება ოთხშაბათობით, 11.00 საათიდან, ხანგრძლივობა - 1,5 საათი.
კვლევითი ექსპერიმენტების თემატიკა: მეცნიერება სამზარეულოში.
მისამართი: გიორგი წერეთლის #1, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსი, მე-5 სართული, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ლაბორატორია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უნივერსიტეტში და უკან სკოლა უზრუნველყოფს.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/V44j5U5aArXCyQZz9
ლაბორატორიაში მოწვეული იქნებიან სკოლები, რომელებიც მიიღებენ დასტურს და დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვიზიტისას მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ : [email protected]

სარეგისტრაციო ფორმა

27/10/2025

On 25 September 2025, the Second International Conference Innovation in STEM Education was held in Telavi, Georgia. Science teacher Nino Abesadze conducted a workshop for 20 teachers and educators and shared her experience from the Science on Stage International Festival in Turku with the participan...

დაიცავი უნივერსიტეტი!!!ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები...
24/10/2025

დაიცავი უნივერსიტეტი!!!
ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები,
საგანმანათლებლო სფეროს გულშემატკივრები, არ ვეთანხმებით უმაღლესი განათლების რეფორმის შემოთავაზებულ კონცეფციას, ვინაიდან:

ა) იგი არ შემუშავებულა და არ განხილულა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან;

ბ) განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის შემოთავაზებული გეგმა ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პრინციპებს;

გ) წარმოდგენილი გეგმის განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს, მათ შორის მკვეთრად გააუარესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს, დრამატულად შეამცირებს უმაღლესი განათლების ადგილს და როლს საზოგადოებრივ ქსოვილში, გამოიწვევს საქართველოს იზოლირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრციდან, რაც საფრთხეს შეუქმნის მომავალი
თაობების კეთილდღეობას.

მოვითხოვთ, შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და გაიხსნას განათლების რეფორმის საკითხებზე ინკლუზიური დიალოგის პროცესი, რომელშიც წამყვან როლს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები შეასრულებენ!
https://docs.google.com/forms/d/1tO70724pupjFxd1S3e5Tfe4eHvNJPA8J982SeXkXeYs/viewform?ts=68fa34eb&edit_requested=true&fbclid=IwY2xjawNn8lhleHRuA2FlbQIxMQABHjg2hGdxe49OJluo99ILEkQseKCbaPTDOg8TVbsiZ_UQR5T_meIys3Itkp-2_aem_5tJCqSR9wRqcfDPrJamaIw

ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთა.....

ძვირფასო მასწავლებლებო,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!გვინდა გაგიზიაროთ ახალი პროექტის შ...
17/09/2025

ძვირფასო მასწავლებლებო,

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!
გვინდა გაგიზიაროთ ახალი პროექტის შესაძლებლობა გერმანიის Scince on Stage - თან ერთად: „ინჟინერია ჩვენი ცხოვრებისათვის – ინოვაციური STEM გადაწყვეტილებები“ (2026–2028). პროექტს ორგანიზებას უწევს Science on Stage გერმანია და მხარს უჭერს GEA Foundation. ეს პროექტი რეალურ ცხოვრებისეულ თემებს – როგორიცაა ენერგია, კვება, გარემო და ჯანმრთელობა – აკავშირებს ინჟინერიასთან.
პროექტის შეირჩევა და მასში მონაწილეობას მიიღებს 23 საბუნებისმეტყველო საგნების მოტივირებული მასწავლებელი. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის პედაგოგებს.
პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ერთად შექმნიან ინოვაციურ სასწავლო მასალებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ინჟინერიის პოპულარიზაციას და შთააგონებს მოსწავლეებს იფიქრონ როგორც ინჟინრებმა – მოიძიონ კრეატიული გადაწყვეტები ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევებისთვის.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2025. ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ გვერდიდან: https://www.science-on-stage.eu/application-form-engineering-our-life

ხარჯები სრულად იქნება დაფარული პროექტის მიერ: მოგზაურობა, განთავსება და კვება პროექტის ყველა შეხვედრისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
წარმატებებს გისურვებთ!

Join "Engineering for our Life", a two-year international project that brings real-world engineering into classrooms. We’re looking for 23 STEM teachers from all school types (ages 6–18) to co-create innovative teaching resources that show how engineering can improve our lives.

14/09/2025

8-12 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის „ERASMUS+“- ის საგრანტო პროექტის „PRESS“ - ს...

08/05/2025

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებთან დაკავშირებით. Science on Stage საქართველო 5 აპრილს ილიას სახ...

ჩვენი საინფორმაციო შეხვედრის შესახებ
30/04/2025

ჩვენი საინფორმაციო შეხვედრის შესახებ


Ahead of their next National Festival coming up in June, Science on Stage Georgia organised a hybrid meeting for information and exchange on these special events.

Address

# Giorgi Tsereteli
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS:

Shortcuts

Share

Category