European Language Institute

European Language Institute ქართულ-გერმანული საგანმანათლებლო პრ?

ევროპული ენების ინსტიტუტი, არის 2002 წელს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, საგანმანათლებლო დაწესებულება.

საქართველოში არსებულმა აქტუალურმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა განათლების ახალი მიდგომების და მეთოდების შექმნის საკითხი, რომელიც გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საერთაშორისო სამუშაო ბაზრის სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ყველა სფეროში.
სწორედ აქედან გამომდინარე ინსტიტუტის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე. ამ და სხვა მიზნების განსახორციელებლად ევროპული ენების ინსტიტუტი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.

ინსტიტუტის მიზანია გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი უცხოური ენებისა და განსაკუთრებით გერმანული ენის მიმართ. ასევე ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობით ახალგაზრდების შესაძლებლობება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ევროპული ენების ინსტიტუტის ფარგლებში არსებულმა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ, არაერთ ახალგაზრდას გერმანიაში განათლების მიღებისა ან პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცა.
ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ განათლებას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა და ტრენერებისგან შეიძინოთ, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროპული გამოცდილების მოზიარე და გამზიარებლები.

დასახული მიზნის მისაღწევად ინსტიტუტი ეწევა შემდეგ საქმიანობას:

- ხარისხიანი პროფესიული განათლების შეთავაზება, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის განათლების მიზნებსა და შინაარს;
- საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში პროფესიაზე ორიენტირებული განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის დაუფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებულ თანამედროვე, საერთაშორისო უნარ-ჩვევებს, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში;
- უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
- პრაქტიკებისა თუ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროპაში გამოცდილებისა და პროფესიული უნარების ამაღლებაში ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც მათ კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გაზრდის;
- ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის მიზნით, საერთო მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ევროპელი პარტნიორების თანამომაწილეობით;
- “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების” კონცეფციის შემუშავების მიზნით, ევროპელი ექსპერტების და კერძო სექტორის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში;
- “მთელი ცხოვრების მანძილზე” სწავლის პრინციპზე დაფუძნებული ფორმალური თუ ზრდასრულთა განათლების ფარგლებში, შედარებით მოკლე დროში ცალკეული მოდულების შეთავაზება კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომიჯნავე პროფესიის დაუფლების მიზნით;
- პრაქტიკული სწავლებისა და სამეწარმეო განათლების კომპონენტის გაძლიერება, კერძო სექტორისთვის საჭირო კადრების გადამზადება ევროპელი დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად;
- გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით პროფესიული კომპეტენციის და გერმანული ენის სოციალური პრესტიჟის ამაღლება, ახალგაზრდებისთვის ინტერესის გაღვივება გერმანული ენის მიმართ. ენების სწავლა-სწავლების ინტენსივირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება;
- ევრო კომისიის საერთო სარეკომნდაციო საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი ენის დონის სერტიფიკატის გაცემა;
ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება, კონტაქტების დამყარება;
- უცხო ენის სწავლისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური, კურიკულარული, დიდაქტიკური, მეთოდური პრინციპების შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა. მათ შორის უცხოური ენების, ამასთან ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, ამასთან ჩვენი პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინება;
- საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ორგანიზება და ჩატარება გერმანელი და ქართველი ექსპერტებისა და პროფესორების თანამონაწილეობით;
- მოსწავლეთა წახალისების მიზნით რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონკურსების ჩატარება საქართველოს მაშტაბით;
- მოზარდთა და ახალგაზრდა პედაგოგთა ჩართვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;
- სამეცნიერო/კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება;
- ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოცდილებების გაცვლა-გაზიარება, მათი ნაშრომების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და პუბლიკაციების გამოქვეყნება;
- უცხოური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უცხოური ენის სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა გადამზადებაში, როგორც უცხოურ ენაში ისე შესაბამის კულტურაში;
- სახელმძღვანელოების, გაზეთების, სამეცნიეროკრებულების, ბუკლეტების, პრეს-რელიზების, წიგნების დაბეჭდვა–გამოცემა, აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნა, მთარგმნელობითი საქმიანობა.

მისამართი: ევროპული ენების ინსტიტუტი
0186 თბილისი, ვაჟა ფშაველას 16
ტელ: 571 32 30 58

იმეილი: [email protected]
ვებ გვერდი: www.eli.ge

GALA Leadership Academy-ის მონაწილეებმა სწავლა აუდიტორიის ფარგლებს გარეთაც გააგრძელეს და Rutgers University-ში საინტერეს...
24/09/2026

GALA Leadership Academy-ის მონაწილეებმა სწავლა აუდიტორიის ფარგლებს გარეთაც გააგრძელეს და Rutgers University-ში საინტერესო პრაქტიკულ ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა. 🏫🎓

ჩვენი  -ს სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელები ნიუ-იორკში მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორან The History-ს ესტუმრნენ. ...
23/09/2026

ჩვენი -ს სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელები ნიუ-იორკში მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორან The History-ს ესტუმრნენ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა რესტორნის ულამაზესმა ინტერიერმა, რომელიც ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შესანიშნავად ასახავს.
მადლობა The History-ს თბილი მიღებისა და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობისთვის! ❤️🇬🇪

23/09/2026

🇬🇪🇺🇸

22/09/2026

GALA 2026 ბრუკლინის ხიდზე ნიუ-იორკში! 🇺🇸🗽✨
22/09/2026

GALA 2026 ბრუკლინის ხიდზე ნიუ-იორკში! 🇺🇸🗽✨

students ❤️❤️❤️❤️
Nino Abralava Eti Holding

22/09/2026

🇬🇪🇺🇸GALA 2026 in New York🇬🇪🇺🇸
20/09/2026

🇬🇪🇺🇸GALA 2026 in New York🇬🇪🇺🇸

29/12/2025

გაიცანით თამარ ჯოხაძე - პედაგოგი, რომელმაც უამრავი ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა❤️

‼ 🇺🇸 გსურს განავითარო ლიდერის უნარები და გაატარო ზაფხულის დღეები ამერიკის წამყვან უნივერსტეტში?👉 ეს პროგრამა შენთვისაა!‼...
07/11/2025

‼ 🇺🇸 გსურს განავითარო ლიდერის უნარები და გაატარო ზაფხულის დღეები ამერიკის წამყვან უნივერსტეტში?
👉 ეს პროგრამა შენთვისაა!
‼🇺🇸 🎓 ქართულ-ამერიკულ ლიდერთა აკადემია (GALA) გთავაზობთ საზაფხულო პროგრამას რატგერსის უნივერსტეტში (ნიუ-იორკთან, Rutgers University, New Jersey)
📲 დამატებითი ინფორმაცია:
📞 WhatsApp: +17038701802 (ა.შ.შ.)
📞 WhatsApp: +995 599 23 06 73 (საქართველო) ‬
#რატგერს #გაცვლითიპროგრამებიამერიკაში #გაცვლითიპროგრამა #საუნივერსიტეტოპროგრამაამერიკაში #საზაფხულოსკოლაამერიკაში

Address

Tbilisi
0186

Telephone

+995591323058

Alerts

Be the first to know and let us send you an email when European Language Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to European Language Institute:

Shortcuts

Share