24/07/2026
ჩვენი კურსდამთავრებული 🌟 ნინი გოზალიშვილი, მუშაობს პიროვნული და პროფესიული განვითარების მიმართულებით როგორც ინდივიდებთან, ისე გუნდებსა და ორგანიზაციებთან. ის ადამიანებს ეხმარება, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი, გააცნობიერონ რა აფერხებთ, აღმოაჩინონ საკუთარი რესურსები და მნიშვნელოვანი ცვლილებები რეალურ შედეგებად აქციონ. მუშაობის პროცესში ნინი აერთიანებს ქოუჩინგს, პიროვნული განვითარების სხვადასხვა მეთოდს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და თითოეულ ადამიანზე მორგებულ ინდივიდუალურ მიდგომას.
ამ ტიპის თანამშრომლობა ადამიანებს ეხმარება, უკეთ მართონ ემოციური მდგომარეობა და სტრესი, გააძლიერონ კონცენტრაცია, უფრო მკაფიოდ განსაზღვრონ სასურველი მიზნები, განავითარონ თვითმართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, უკეთ დაინახონ პირადი და პროფესიული გამოწვევები და როგორც სამუშაო, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი პიტენციალი სრულად და ეფექტურად გამოავლიონ.
ნინიმ დაასრულა Erickson Coaching International-ის პროგრამა „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ საბაზისო და პროფესიული ნაწილი და გეგმავს მიიღოს მე-2 დონის ქოუჩის ხარისხი. აქვე გვიზიარებს შთაბეჭილდბებს ზოგადად ქოუჩინგზე და კერძოდ ერიქსონისეულ მიდგომაზე:
💬„ქოუჩინგი ჩემთვის საინტერესოა იმით, რომ სხვა მრავალი მეთოდისგან განსხვავებით, ადამიანს არ სთავაზობს მზა პასუხებს. ის ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანს შეუძლია უკეთ დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, გააცნობიეროს, რა უშლის ხელს და თავად იპოვოს მისთვის ყველაზე სწორი გზა.
ქოუჩინგი ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება არსებული მდგომარეობიდან სასურველ შედეგამდე მისვლა. ეს პროცესი კი ადამიანს ეხმარება პასუხისმგებლობის, თვითშემეცნების და მოქმედების უნარის გავითარებაში.
როდესაც ადამიანის განვითარებასა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მუშაობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სტანდარტის განათლება, პროფესიული მეთოდოლოგია, მკაფიო ეთიკური ჩარჩო და ინსტრუმენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას ეყრდნობა.
ხოლო ერიქსონის არჩევა განაპირობა მისმა განსაკუთრებულმა მიდგომამ ადამიანის მიმართ. ერიქსონიანული ქოუჩინგის საფუძველია რწმენა, რომ ინდივიდი უკვე ფლობს რესურსებს, შესაძლებლობებსა და პასუხებს, რომლებიც მისი განვითარებისთვის არის საჭირო. ქოუჩის როლი არ არის იმის მითითება თუ როგორ უნდა იცხოვროს კლიენტმა, არამედ სწორი კითხვებით, ღრმა მოსმენითა და პროფესიული პროცესით დახმარება იმაში, რომ თავად დაინახოს ის, რაც აქამდე მისთვის უხილავი იყო.
სწორედ ეს არის ჩემთვის ერიქსონის მთავარი ღირებულება - ადამიანის არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობებით სავსე პიროვნებად დანახვა და ისეთი ცვლილების მხარდაჭერა, რომელიც გარედან თავსმოხვეული კი არა, სრულად გააზრებულია.”
ერიქსონ საქართველოს გუნდი წარმატებებს უსურვებს ნინის!
----
🌐 Erickson Coaching International 1980 წლიდან სთავაზობს ქოუჩინგის შესწავლის მსურველებს სასერთიფიკატო პროგრამებს. დღეს ის უკვე მსოფლიოს 6-ზე კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში ერიქსონის ქოუჩინგის წარმომადგენლობა 2015 წელს დაარსდა.
🔗პროგრამის ახალი ნაკადი იწყება 2026 წლის 10 ოქტომბერს
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 451 155 | 577 55 90 00
#ქოუჩინგი #პიროვნული #განვითარება #საერთაშორისო #სერტიფიცირება