18/06/2026
🏆⚽ „ლიგა TSU“ ოფიციალურად დასრულდა!
მრავალი ემოციით, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრებით, გუნდური სულისკვეთებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე „ლიგა TSU“-მ კიდევ ერთხელ გააერთიანა სტუდენტები სპორტის, კონკურენციისა და გამარჯვების საერთო იდეის გარშემო. მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები, თავდადება და ბრძოლის ჟინი განსაკუთრებულად წარმოაჩინეს, რამაც თითოეული მატჩი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, გულშემატკივარსა და თითოეულ ადამიანს, ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში თავისი წვლილი შეიტანა. სწორედ თქვენ შექმენით ის განსაკუთრებული გარემო, რომელმაც „ლიგა TSU“ დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია. 💙
🏅 გამარჯვებული გუნდები და საპრიზო ადგილები:
🥇 I ადგილი — ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (1)
💰 საპრიზო თანხა — 3000 ლარი
🥈 II ადგილი — სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
💰 საპრიზო თანხა — 2000 ლარი
🥉 III ადგილი — ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (2)
💰 საპრიზო თანხა — 1000 ლარი
ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა გუნდს იმ ენერგიისთვის, თავდადებისა და ემოციებისთვის, რომლებმაც „ლიგა TSU“-ს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა. შეხვედრამდე ახალი გამოწვევებით, ახალი გამარჯვებებითა და კიდევ უფრო საინტერესო სეზონზე! 🔥🏆