TSU ფოლკლორისტიკის კათედრა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • TSU ფოლკლორისტიკის კათედრა

TSU ფოლკლორისტიკის კათედრა Department of Folklore Studies at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Humanities

დადეგ, წყალო, და მიამბე,სად ვინ რა დაგაბარაო?ვინა მოვიდა შენთანა,ხელ-პირი დაიბანაო?ხომ არ ატირდა ბრალადა,ცრემლები გადმოჰ...
21/09/2026

დადეგ, წყალო, და მიამბე,
სად ვინ რა დაგაბარაო?
ვინა მოვიდა შენთანა,
ხელ-პირი დაიბანაო?
ხომ არ ატირდა ბრალადა,
ცრემლები გადმოჰყარაო?
ომში წასულსა ძმასთანა
დამან რა დაგაბარაო?

ხალხური პოეზიიდან

გამოქვეყნებულია "დედა ენაში", 1907 წ.

ვარშავის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო ნარკვევების კრებული "ზღაპარი და სივრცე". ხალხური ზღაპრის სივრცობრივ ასპექტებზე...
11/09/2026

ვარშავის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო ნარკვევების კრებული "ზღაპარი და სივრცე". ხალხური ზღაპრის სივრცობრივ ასპექტებზე ფოკუსირებული სამეცნიერო შრომები მოიცავს გერმანული, ინგლისური, ფინური, ფრანგული, ქართული, იაპონური, ნორვეგიული, ავსტრიული, სლოვაკური, ჩეხური და პოლონური ფოლკლორის საკითხებს. კრებულში დაიბეჭდა ელენე გოგიაშვილის სტატია "ქალთა ქვეყანა ქართულ ხალხურ ზღაპრებში შედარებითი პერსპექტივიდან" ("Das Motiv des Frauenreichs in georgischen Volksmärchen. Eine vergleichende Perspektive").
გამოცემათა სერია ეკუთვნის ვარშავის უნივერსიტეტში 2019 წელს დაარსებულ ზღაპარმცოდნეობის ინტერდისციპლინური შესწავლის სამეცნიერო საზოგადოებას, რომლის წევრებიც არიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, აშშ და სხვ.), მათ შორის თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის ასოც. პროფ. ელენე გოგიაშვილიც. გამოცემის მიზანია ფოლკლორისტიკის ისტორიისა და თანამედროვეობის აქტუალური პრობლემების ირგვლივ შექმნილ ნაშრომთა თავმოყრა (შედარებითი ზღაპარმცოდნეობა, ლიტერატურული და ხალხური ზღაპრის ურთიერთმიმართება, საბავშვო და მოზარდთა ლიტერატურაში ზღაპრული თემების დამუშავება, ზღაპრის შემკრებლები, მეზღაპრეები და მათი ლიტერატურული საქმიანობა და სხვა საკითხები).

This volume is published by the Folk- and Fairy-Tale Studies Interdisciplinary Research Group (Bajkoznawczy Zespół Badawczy – IBZB / Interdisziplinärer Märchenkundlicher Forschungskreis – IMF), established in 2019 at the Institute of German Studies, University of Warsaw. Membership of the Team includes researchers from Germany, Austria, Switzerland, the United States, Poland and Georgia (Elene Gogiashvili). Its main purpose is to conduct research in the following fields: folk tales and the related genres of folk literature, literary fairy tales, the past and present of fairy-tale studies, fairy-tale motifs in literature, comparative fairy-tale studies, portrayals and functions of fairy tales in children’s and young adults’ fiction, reception of fairy tales, collectors of fairy tales, fabulists and their literary profiles.

რა ცუდი ზნე გᲭირᲗ, ყორნებო,ტირილ არ იციᲗ მკვდარზედა,ᲨაიმოსებიᲗ Შავადა, ᲗეᲗრს არ ᲩაიცომᲗ ტანზედა,ვაᲟკაცს გულს ამაარიდებᲗ,...
29/08/2026

რა ცუდი ზნე გᲭირᲗ, ყორნებო,
ტირილ არ იციᲗ მკვდარზედა,
ᲨაიმოსებიᲗ Შავადა,
ᲗეᲗრს არ ᲩაიცომᲗ ტანზედა,
ვაᲟკაცს გულს ამაარიდებᲗ,
ᲩამაირიგებᲗ ჯარზედა,
რაც უნდა კაი ყმა მოკვდეს,
ცრემლ არ მოგივაᲗ Თვალზედა,
დაიᲗხიფებიᲗ სისხლიᲗა,
ილტოზე წახვალᲗ წყალზედა.

ხალხური პოეზიიდან

სურაᲗზე: ზიგფრიდის სიკვდილი, მხატვარი ჰ. ჰენდრიხსი

28/08/2026

Ჩემ საყვარლის მომყვანელო Ძედ, მარიამ ქალო,
სახიᲗ ოქროს სასანᲗლეო, ლამპარ-განუმქრალო,
ზმირინ-გუნდრუკᲗ საკმეველო, საყნოსელად ალო,
ქალწულᲗ გვირგვინᲗ სამკაულო, Თავ-ჯიᲦოანᲗ ალო,
უსასყიდლო მარგალიტო, Ძვირ ფასისა Თვალო,
ანᲗრაკ-ალმას-საფირონო, იაგუნდო-ლალო,
ცხოვრების წყლის იაᲗუᲦო, ოქროვ, არა რვალო,
მასვი წყალი და მაპკურე, ცოცხალ-მკვდარი ვალო.
ზეცად გესავ, ერᲗო ᲦმერᲗო, ქვეყნად ერᲗ უფალო,
ყოვლად წმინდავ ᲦვᲗის-მᲨობელო, დიდო დედოფალო...

დავიᲗ გურამიᲨვილი
(1705-1792)

ნეტავი ყორნად მაქცია კავკასიონის მᲗისაო,ან ᲨურᲗხი ვიყო მსტვინავი რიᲟრაᲟზე Ჭიუხისაო,ან ვიყო ჯიხვი ბებერი,ციცაბო კლდეებისა...
27/08/2026

ნეტავი ყორნად მაქცია კავკასიონის მᲗისაო,
ან ᲨურᲗხი ვიყო მსტვინავი რიᲟრაᲟზე Ჭიუხისაო,
ან ვიყო ჯიხვი ბებერი,
ციცაბო კლდეებისაო,
ან ვიყო ხარი ირემი უᲦრანი ტყეებისაო.

ხალხური პოეზიიდან

ინფორმაცია საერᲗაᲨორისო კონფერენციის Შესახებ ახალგაზრდა მეცნიერᲗაᲗვის
26/08/2026

ინფორმაცია საერᲗაᲨორისო კონფერენციის Შესახებ ახალგაზრდა მეცნიერᲗაᲗვის

აბსტრაქტის გადმოგზავნის ვადაა 31 აგვისტო, 2026 . გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია). თეზისების ატვირ....

ამირან, დევი Შაიბნენ,მიწას გაჰქონდა გრიალი,ამირანმა დევი დასცა,ადგილი Შახვდა ქვიანი,დასცა და მხარი მოსტეხა,დააწყებინა Ღრ...
26/08/2026

ამირან, დევი Შაიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა,
ადგილი Შახვდა ქვიანი,
დასცა და მხარი მოსტეხა,
დააწყებინა Ღრიალი.

ამირანიანი

ფოტოზე: ლაᲨᲗხვერის Თარინგზელის (მᲗავარანგელოზის) ეკლესიის გარე მოხატულობა. ამირანი ამარცხებს დევს.

იმ დᲦეს მომასწრო ნეტავი, Ჩემი სამᲨობლო ზეობდეს,Თქვენამცა გაგმარჯვებოდეᲗ, მტერი ვეᲦარა მტერობდეს,ქვეყანა ᲨემოგნატროდეᲗ,Თა...
23/08/2026

იმ დᲦეს მომასწრო ნეტავი,
Ჩემი სამᲨობლო ზეობდეს,
Თქვენამცა გაგმარჯვებოდეᲗ,
მტერი ვეᲦარა მტერობდეს,
ქვეყანა ᲨემოგნატროდეᲗ,
Თავზე გვირგვინი გᲨვენოდეს
და საᲨა სულხანიᲨვილი
მრავალᲟამიერს მᲦეროდეს;
მე, ფᲨაველიცა იქ ვიყო,
ასე გენახოᲗ მენ ოდეს,
ლექსობას არ ვაᲗავებდე,
სმენაცა არ მოგწყენოდეს.

მიხა ხელაᲨვილი
(1900-1924)

ვერცა-რა დარდმა დამაკლო,ვერც უნუგეშოდ ყოფნამა,ამაოდ განვლო მრავალმააღდგომამა და შობამა,ყველამ იპოვა საზღვარი - ტირილმა, ...
22/08/2026

ვერცა-რა დარდმა დამაკლო,
ვერც უნუგეშოდ ყოფნამა,
ამაოდ განვლო მრავალმა
აღდგომამა და შობამა,
ყველამ იპოვა საზღვარი -
ტირილმა, თამაშობამა,
სიყმე დავტოვე უკანა,
მიწია ჭარმაგობამა,
ვერ იმოქმედა ჩემზედა
სხვათა წყევლამ და გმობამა,
ვერ დაადუნა მუხლები
შურთხებზე ნადირობამა,
ისევ ისა ვარ ფშაველი,
ისევ მკლავი მაქვ, ძმობამა!
ქვეყნად ყველაფერს გაუძლო
ჩემმა გულმა და გრძნობამა,
მცნება ვერ შემაცვლევინა
გვალვამ და წყალდიდობამა,
დამბადა ხელმეორედა
სიყვარულმა და ნდობამა,
უკვდავად გადამაქცია
ჩემი სამშობლოს ტრფობამა.
დროთა სვლამ იცის თავისი,
რქით მიწა ჩხვეროს ჯონგამა!

იოსებ ბაიაშვილი (1908-1983)
ხალხური მელექსე

ფოტოზე: უცნობი საფლავის ქვა თეძმის ხეობაში

Address

13 Ilia Chavchavadze Avenue. თსუ VIII კორპუსი
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU ფოლკლორისტიკის კათედრა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to TSU ფოლკლორისტიკის კათედრა:

Shortcuts

Share