NK • სკოლა-ლიცეუმი

NK • სკოლა-ლიცეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NK • სკოლა-ლიცეუმი, Elementary School, მ. კოსტავას ქუჩა #37, Tbilisi.

🎉 ახალი სასწავლო წელი სკოლა-ლიცეუმ NK-ში განსაკუთრებული ემოციებით, საზეიმო განწყობითა და დიდი მოლოდინებით დაიწყო.მოსწავლ...
15/09/2026

🎉 ახალი სასწავლო წელი სკოლა-ლიცეუმ NK-ში განსაკუთრებული ემოციებით, საზეიმო განწყობითა და დიდი მოლოდინებით დაიწყო.

მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ლიცეუმის დირექტორმა ნუგზარ ყენიამ, აკადემიურმა დირექტორმა ნატო პაპიაშვილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კურსდამთავრებულებმა და წმ. ბარბარეს ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა.

✨ განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო გარემოში სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

🎈 პატარების პირველი სასკოლო ნაბიჯები კიდევ უფრო ხალისიანი და დაუვიწყარი გახადეს ზღაპრულმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა, რომლებმაც ბავშვებს უამრავი ღიმილი და დადებითი ემოცია აჩუქეს.

🌟 სკოლა-ლიცეუმი NK თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს უსურვებს ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!📚

დიდი სიამაყით ვულოცავთ სკოლა-ლიცეუმ NK-ის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ საუკეთესო შედეგებსა და სტ...
25/08/2026

დიდი სიამაყით ვულოცავთ სკოლა-ლიცეუმ NK-ის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ საუკეთესო შედეგებსა და სტუდენტობას! ❤️

მათ აჩვენეს ბრწყინვალე შედეგები და იმ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ გზას, რომლებიც თავად აირჩიეს.📚🌟

ვუსურვებთ თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს და კიდევ ბევრ გამარჯვებას!

გვეამაყებით! წინ ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და დიდი მწვერვალებია! 💫


#კურსდამთავრებულები
#სტუდენტობა

რეკორდული შედეგები და ახალი მწვერვალები! 🎓✨📣სიამაყით გაცნობებთ, რომ სკოლა-ლიცეუმ NK-ის აბიტურკურსის მოსწავლეებმა ერთიან ...
06/08/2026

რეკორდული შედეგები და ახალი მწვერვალები! 🎓✨

📣სიამაყით გაცნობებთ, რომ სკოლა-ლიცეუმ NK-ის აბიტურკურსის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შედეგზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგია და სწორი მიდგომები ყოველთვის უდიდესი წარმატების საწინდარია.

📚ასეთი მაღალი შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები ხარისხიან განათლებასთან ერთად იმ მხარდაჭერასაც იღებენ, რომელიც მათ მიზნების მიღწევაში ეხმარება.

🎉 ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს! გვეამაყება თითოეული მათგანი და გვჯერა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ასეთივე ბრწყინვალე წარმატებები ელოდებათ!🌟

👏 უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მასწავლებლებს მათი პროფესიონალიზმის, ენერგიისა და თითოეულ მოსწავლეში ჩადებული ამაგისთვის. მათ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ წარმატება ხარისხიანი სწავლების, სწორი სტრატეგიისა და დაუღალავი შრომის შედეგია.❤️

💫გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და გამარჯვებებია!


#ეროვნულიგამოცდები
#აბიტურკურსი

📣 სკოლა-ლიცეუმი "NK" აცხადებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასებში 2026-2027 სასწავლო წლისათვის. 🏠 რატომ უნდა აირჩიოთ  "NK"...
30/07/2026

📣 სკოლა-ლიცეუმი "NK" აცხადებს მოსწავლეთა მიღებას
I-XII კლასებში 2026-2027 სასწავლო წლისათვის.

🏠 რატომ უნდა აირჩიოთ "NK"?

💫️მაღალი დონის საერთაშორისო სასწავლო პროგრამები;

🇬🇪🇬🇧ჩვენი მოსწავლეები ინგლისურ ენასა და მათემატიკას შეისწავლიან ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამით და "Macmillan Education"-ის სახელმძღვანელოებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებზე TOEFL Family Assessment მიაღწიონ სასურველ შედეგს.

🇩🇪გერმანული ენის შესწავლა მე-2 კლასიდან;

🖥 პროგრამირებისა და ქოდინგის კომპლექსური პრინციპების შესწავლა საერთაშორისო-საგანმანათლებლო პლატფორმით "CodeMonkey";

📚ექსკლუზიური საგნები ჩვენს სკოლაში:

🙋‍♀️🙋სწავლა თამაშით და მხიარული საკლასო აქტივობები, სააზროვნო უნარების განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა. ეს "მხიარული ლოგიკაა", საგანი, რომელსაც ჩვენი ბავშვები ხალისით შეისწავლიან.

👩‍🎓👨‍🎓დავეხმაროთ ჩვენს პატარებს საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაში. ამ მიზანს ემსახურება "ქცევის ეტიკეტის" შესწავლა.

💫️გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთის სასწავლებლებთან;

🏡უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და სწავლისათვის იდეალური გარემო;

🎨💃 სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი წრეები;

🟠სწავლის წლიური ღირებულება კვების გარეშე შეადგენს 5600 ლარს;

👩‍❤️‍👨ფასში შედის გახანგრძლივებული სწავლება I - VI კლასების ჩათვლით;

👫️ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემოყვანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები.

🟠გისურვებთ წარმატებებს!!!

📪 მ. კოსტავას ქუჩა #37
🌐 www.schoolnk.ge

📞+(995) 595 55 88 12;
📞+(995) 591 32 32 54;

02/07/2026

ჩვენი ნიჭიერი მოსწავლე და ფორტეპიანოს ვირტუოზი - სესილი სივსივაძე 🎹🌟💖

30/06/2026

💫ზოგჯერ ნიჭი იმდენად გამორჩეულია, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

სკოლა-ლიცეუმ NK-ის მე-8 კლასის მოსწავლე სესილი სივსივაძე კიდევ ერთხელ გვაოცებს თავისი ფენომენალური მუსიკალური შესაძლებლობებით🎹🌟

საოცარი ვირტუოზულობითა და ღრმა ემოციით შესრულებული მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ურთულესი ნაწარმოებები - ფერენც ლისტის, სერგეი პროკოფიევის (3 საფორტეპიანო კონცერტი) და რევაზ ლაღიძის მუსიკა

✨მისი თითოეული შესრულება შრომის, ნიჭისა და ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარულის შთამბეჭდავი გამოხატულებაა

✨ვულოცავთ სესილის ამ წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მრავალ ბრწყინვალე სცენასა და გამარჯვებას ❤️🌺

📚სკოლამდელი განათლება 🔶გსურთ, თქვენი შვილი სასკოლო პროგრამას მომზადებული, თავდაჯერებული და ბედნიერი შეხვდეს? ✨სკოლა-ლიცე...
21/06/2026

📚სკოლამდელი განათლება

🔶გსურთ, თქვენი შვილი სასკოლო პროგრამას მომზადებული, თავდაჯერებული და ბედნიერი შეხვდეს?

✨სკოლა-ლიცეუმი NK აცხადებს აღსაზრდელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო მზაობის პროგრამაზე (ფრესქული).

🔶 NK გთავაზობთ ბავშვებისთვის სასკოლო უნარ-ჩვევების განვითარებას თბილ, უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და ოჯახურ გარემოში.

🔸 პროგრამა ითვალისწინებს:

▪️ სამყაროს შეცნობას
▪️ კომუნიკაციას (მოსმენა, მეტყველება)
▪️ პიროვნულ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას
▪️ მათემატიკურ აზროვნებას
▪️ ინგლისური ენის სახალისო კურსს
▪️ სახვით და გამოყენებით ხელოვნებას
▪️ ფიზიკურ განვითარებას
▪️ ორჯერად კვებას

💳 პროგრამის სრული კურსის ღირებულებაა - 5000 ლარი (თვეში 500 ლარი)

🔸 კვების ღირებულება - 150 ლარი თვეში (სურვილისამებრ)

🟢 რეგისტრაცია მიმდინარეობს

📍 მისამართი: მ. კოსტავას ქ. N37
📞 +(995) 32 292 36 86
📞 +(995) 595 55 88 12
📞 +(995) 591 32 32 54

📚✨ „ზღაპარიყო, ზღაპარიყო...“ - და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნე...
10/06/2026

📚✨ „ზღაპარიყო, ზღაპარიყო...“ - და ეს ზღაპარი ჩვენს სკოლაში გაცოცხლდა, სადაც მთავარი გმირები ჩვენი საოცარი პატარები იყვნენ ✨

🎉ზეიმი სკოლა-ლიცეუმ NK-ში განსაკუთრებული სითბოთი, ფერებითა და ბავშვური ხალისით აღინიშნა🎈

🎭თეატრალიზებული როლური თამაშები
👑ფერადი კოსტიუმები
💃🎶მხიარული ცეკვები და სიმღერები

🎉 ჩვენმა პატარებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს მასწავლებლებსა და მშობლებს

⭐️მათმა ნიჭიერებამ და გულწრფელმა ემოციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეული მათგანი გამორჩეული ვარსკვლავია

💖მადლობა ჩვენს პატარებსა და მათ მასწავლებლებს ასეთი დაუვიწყარი დღისთვის

ღონისძიების ხელმძღვანელები:
ხათუნა ბედუკაძე 🌹
ხატია ფრიდონაშვილი🌹

👫საზაფხულო სკოლა ☀️იჩქარეთ! 10 ივნისამდე მინიმუმ ერთთვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში გთავაზობთ სააქციო ფასს!🏡 თუ ვერ ახერ...
05/06/2026

👫საზაფხულო სკოლა ☀️

იჩქარეთ! 10 ივნისამდე მინიმუმ ერთთვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში გთავაზობთ სააქციო ფასს!

🏡 თუ ვერ ახერხებთ ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანას ან მისთვის სანდო მეთვალყურის მოძებნას,
ვერის პარკში მდებარე სკოლა-ლიცეუმი NK გთავაზობთ საინტერესო და მრავალფეროვან საზაფხულო პროგრამას.
🎓 პროგრამა მოიცავს:
🔸შემეცნებით და გასართობ აქტივობებს;
🔸სპორტულ ღონისძიებებს;
🔸ორჯერად კვებას;
🔸მიზნობრივ ექსკურსიებს დედაქალაქის მასშტაბით;
🔸საბავშვო ენციკლოპედიის, მხატვრული ლიტერატურისა და მედიაწიგნების მოკლე კურსს;
🔸მეტყველების კულტურის განვითარებას;
🔸ინგლისურისა და მათემატიკის სახალისო გაკვეთილებს.
👩‍🏫 ბავშვებთან იმუშავებენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები.
🗓 პერიოდი: 16 ივნისი – ივლისის ბოლო
⏰ დრო: 09:00 – 18:00
💳 ღირებულება: 200 ლარი (ერთი კვირა)

სააქციო ფასი მოქმედებს ერთთვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში და შეადგენს 600 ლარს.

🟢რეგისტრაცია მიმდინარეობს
📍 მისამართი: მ. კოსტავას ქ. #37
📞 +(995) 32 292 36 86
📞 +(995) 595 55 88 12
📞 +(995) 591 32 32 54

🎉 კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება!🎉🔸აღსანიშნავია, რომ სკოლა-ლიცეუმ NK-ის მოსწავლეები ყოველწლიურა...
02/06/2026

🎉 კიდევ ერთი გამარჯვება და უმაღლესი საერთაშორისო აღიარება!🎉

🔸აღსანიშნავია, რომ სკოლა-ლიცეუმ NK-ის მოსწავლეები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაცია ETS-ის მიერ ორგანიზებულ TOEFL Junior-ის გამოცდაზე და აღწევენ უმაღლეს შედეგებს. ეს კონკრეტული მიღწევაც ამ წარმატებების გაგრძელებაა და არის უტყუარი დასტური იმისა, თუ რა სიმაღლეების მიღწევა შეუძლია ნიჭს, სწორ მიმართულებასა და ხარისხიან განათლებას.

✨️დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამჯერადაც, ჩვენმა მოსწავლეებმა - ალექსანდრა კანაშვილმა (VII კლასი) და გიორგი მურვანიძემ (VIII კლასი), აღნიშნულ საერთაშორისო გამოცდაზე უმაღლესი, ფენომენალური შედეგი აჩვენეს და ოქროს (GOLD) სერტიფიკატი მოიპოვეს🥇

📚მათი შედეგები ამ გამოცდის აბსოლუტური მაქსიმუმია და
​მათ ასაკში ინგლისური ენის სრულყოფილ ფლობას ნიშნავს.

🌏ეს ოფიციალური დოკუმენტი აღიარებულია ნებისმიერ ქვეყანაში და ალექსანდრასა და გიორგის პირდაპირ უხსნის კარს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამებისკენ.

🌟​ჩვენი მოსწავლეების „ოქროს სერტიფიკატი“ არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი აკადემიური გუნდის მიერ შერჩეული სწავლების მეთოდოლოგია უმაღლესი ხარისხისაა და მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს.

🎉​ვულოცავთ ალექსანდრას და გიორგის ამ დიდ გამარჯვებას!
გვჯერა, რომ ეს აღიარება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც ისინი მსოფლიო მასშტაბით გაივლიან. 💫

Address

მ. კოსტავას ქუჩა #37
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322923686

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NK • სკოლა-ლიცეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to NK • სკოლა-ლიცეუმი:

Shortcuts

Share