თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი

თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი N 200 საბავშვო ბაგა-ბაღი
სკოლამდელი განა� დირექტორი-ინგა შონია

22/09/2026
22/09/2026

საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

22/09/2026

👩‍👧‍👦🏠 სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას აგრძელებს

🔹 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.

ℹ️ ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება. კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

მშობელთა  საყურადღებოდ! თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცი...
24/06/2026

მშობელთა საყურადღებოდ!
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

სპექტაკლი-,,ჯადოსნური  სიტყვა" . გამოშვება  2026 წ.
04/06/2026

სპექტაკლი-
,,ჯადოსნური სიტყვა" .
გამოშვება 2026 წ.

03/06/2026

მშობელთა საყურადღებოდ! საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება 8 ივნისს. საზაფხულო ბაღების სია მითითებულია ბმულზე.

25/05/2026

ჩვენი  პატარები სტუმრად ექსპერიმენტორიუმში
01/04/2026

ჩვენი პატარები სტუმრად ექსპერიმენტორიუმში

Address

მ. ლერმონტოვის ქ. #4
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995 32 293-37-09

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი:

Shortcuts

Share

Category