Charte • ჩართე

Charte • ჩართე ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად: https://charte.ge/

პროექტს „ჩართე“ ახორციელებს საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia“. ფონდის მისიაა, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.

23/09/2026

🕯️ელენეს ლეპტოპი 2020 წელს გადავეცით - დედასთან ერთად ინტერნეტით სანთლების დამზადება ისწავლა, მცირე ბიზნესი წამოიწყო და უკვე ორიგინალურ არომატებსაც ქმნის!

იმისთვის, რომ საქმე უკეთ ემართა, გრაფიკული დიზაინის, ფრონტ-ენდ დეველოპმენტისა და ფინანსების კურსები გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლეა, დედის თანადგომით მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს.

ამ დედა-შვილთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ თავიანთი ბრძოლისუნარიანობითა და მიზანდასახულობით გაგაოცონ 🙌
არასდროს დაუკარგავთ მომავლის რწმენა და იმედი.

ახლა ელენეს აქვს შანსი, რომ დამოუკიდებლად, ეტლის გარეშე, შეძლოს სიარული. თურქეთში პირველი ოპერაციისთვის მას 14 300 დოლარი სჭირდება.

დაუფინანსეთ ელენეს ოპერაცია თუნდაც 1 ლარით.

ანგარიშის ნომრები:
TBC:
BOG:
მიმღები: ელენე ნინო მაისურაძე

სკაპი აგრძელებს ჩართეს მოსწავლეების მხარდაჭერას! 🤝🚀 აგვისტოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სამეგრელოში მცხოვრებ კიდევ 4...
17/09/2026

სკაპი აგრძელებს ჩართეს მოსწავლეების მხარდაჭერას! 🤝

🚀 აგვისტოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სამეგრელოში მცხოვრებ კიდევ 4 უფროსკლასელს გადაეცა ლეპტოპი. ეს არის მათი გზა უკეთესი განათლების, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი მიზნების მიღწევისკენ. ✨

ვაგრძელებთ ზრუნვას იმაზე, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად სათანადო რესურსები ჰქონდეთ.

გაიცანით ჩვენი აგვისტოს ბენეფიციარები 👇

10/09/2026

გააზიარეთ ვიდეო და დაგვეხმარეთ მხარდამჭერი კომპანიების პოვნაში 🙏

🚗 დღეს ვიწყებთ კამპანიას, რომ „ჩართეს" ჰყავდეს საკუთარი მანქანა - პირველად 9 წლის განმავლობაში.

საკუთარი ავტომობილით შევძლებთ უფრო სწრაფად ჩავრთოთ მეტი მოსწავლე, ვიმგზავროთ უსაფრთხოდ და მივიტანით წვდომა განათლებაზე საქართველოს ყველა მაღალმთიან დასახლებაში.

თუ თავადაც გსურთ მანქანისთვის თანხის შეგროვებაში წვლილი შეიტანოთ, ერთჯერადი შემოწირულობის გაკეთება ამ ბმულიდან შეგიძლიათ:

🔗 https://charte.ge/car-info

ასევე გიტოვებთ საბანკო ანგარიშებსაც:

TBC

BOG

მიმღები: ააიპ ფონდი ექსესი (,,ჩართეს” იურიდიული დასახელება)

🚗📸 ზუგდიდისკენ გზად დაჭერილი კადრები
27/08/2026

🚗📸 ზუგდიდისკენ გზად დაჭერილი კადრები

👩‍🎓 წელსაც სიამაყით გიზიარებთ - ჩვენი მოსწავლეების ნაწილი უკვე სტუდენტი გახდა!💻🛜 გვჯერა, რომ ლეპტოპი, რომელიც სკოლის წლე...
26/08/2026

👩‍🎓 წელსაც სიამაყით გიზიარებთ - ჩვენი მოსწავლეების ნაწილი უკვე სტუდენტი გახდა!

💻🛜 გვჯერა, რომ ლეპტოპი, რომელიც სკოლის წლებში გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარა მათ, მომავალშიც ერთგულ მეგზურობას გაუწევს.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა მოსწავლეს თანაბარ პირობებში შეეძლოს განათლების მიღება, თუმცა სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის წელს შეცვლილმა წესებმა არაერთი ახალგაზრდა დატოვა სასწავლებლის მიღმა. იმედი გვაქვს, რომ ისინი მაინც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და მიაღწევენ მიზნებს განვითარებულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში. 🇬🇪 🇪🇺

⚡ შემოგვიერთდით: თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს, თუნდაც 1 ლარად: 🌟 https://charte.ge/

20/08/2026

✨ გაიცანით მურო - პროექტის ერთგული მხარდამჭერი და ჩვენი მოსწავლეების საყვარელი ტრენერი!

🫂 მურო თავადაც გალიდანაა და „ჩართეს“ ბანაკებში იქაურ ახალგაზრდებთან შეხვედრა და ურთიერთობა მისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

🖱️ შემოგვიეთდით - დაუფინანსეთ ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად: https://charte.ge/

ივნისსა და ივლისში სამეგრელოში ჩავრთეთ მოსწავლეები ✨💻 🛜 მათთან შესახვედრად ზუგდიდისკენ გავემართეთ, მოვიარეთ ცაიში, ორსან...
19/08/2026

ივნისსა და ივლისში სამეგრელოში ჩავრთეთ მოსწავლეები ✨

💻 🛜 მათთან შესახვედრად ზუგდიდისკენ გავემართეთ, მოვიარეთ ცაიში, ორსანტია, ცაცხვი, ინგირი, ნაცატუ და კორცხელი, ხობში კი ხამისკურს ვესტუმრეთ.

ამ ახალგაზრდებისთვის ლეპტოპები სრულად ჩვენი პლატფორმის ერთგული შემომწირველების მხარდაჭერით შევიძინეთ და კვლავაც მადლიერება გვინდა გამოვხატოთ თითოეული ამ ადამიანის მიმართ 🙏

⚡️ შემოგვიერთდით: თქვენც დაუფინანსეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად: https://charte.ge

14/08/2026

🏠 2017 - 23 ჩართული მოსწავლე წეროვანში
🇬🇪 2026 - 3433 ჩართული მოსწავლე მთელ საქართველოში

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! 🫂

16/07/2026

ამ ვიდეოში ვსაუბრობთ თემებზე, რომლებზეც აქამდე არ გვისაუბრია, მათ შორის იმაზე თუ რა შეგვემთხვა 2025 წელს. გაცნობთ ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს, გიყვებით თანადგომაზე, რომელიც თქვენგან - მხარდამჭერებისგან - მივიღეთ და გასული წლის შედეგებს ვაჯამებთ.

მოკალათდით და შემოგვიერთდით 🎧

💻 👀 რა ხდება ეკრანს მიღმა - როგორ გამოვიყენოთ ციფრული სივრცე ჯანსაღად და უსაფრთხოდ.ამ თემებზე სასაუბროდ გადავწყვიტეთ რუბ...
07/07/2026

💻 👀 რა ხდება ეკრანს მიღმა - როგორ გამოვიყენოთ ციფრული სივრცე ჯანსაღად და უსაფრთხოდ.

ამ თემებზე სასაუბროდ გადავწყვიტეთ რუბრიკა #ეკრანსმიღმა წამოვიწყოთ, სადაც რეგულარულად გავაზიარებთ საინტერესო კვლევებს, დაკვირვებებსა და პრაქტიკულ რჩევებს.

ჩვენს პირველ პოსტში ვპასუხობთ კითხვას: რეალურად როგორ მოქმედებს YouTube ბავშვის ტვინზე?

🧠 საყურადღებოა, რომ ბავშვის ტვინი ინფორმაციას ნელა ამუშავებს. როცა ეკრანზე კადრები ელვის სისწრაფით იცვლება, პატარები მხოლოდ ვიზუალურ სტიმულაციას იღებენ, შინაარსის გააზრებას კი ვერ ასწრებენ.

⏱ კვლევების მიხედვით, YouTube-ის პოპულარულ ვიდეოებში (მაგ: Cocomelon, Little Baby Bum) კადრი ყოველ 0.9-1.2 წამში იცვლება. შედარებისთვის, კლასიკურ საბავშვო გადაცემებში ეს დრო 7-12 წამია, რაც ბავშვს აღქმის საშუალებას აძლევს.

🛑 ბრიტანელი ექსპერტი ტვინის ადრეული განვითარების საკითხებში, პროფესორი სემ უოსი, აღნიშნავს, რომ ასეთი სწრაფი და ზედმეტი სტიმულაცია ბავშვებში სტრესულ რეაქციას იწვევს, რაც მათ აღიზიანებს და კონცენტრაციას უფანტავს.

💡 რას გვირჩევენ პედიატრები?

ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) რეკომენდაციები ასეთია:

⏳ აკონტროლეთ ეკრანის დრო ასაკის მიხედვით: 18 თვემდე ბავშვები მოერიდეთ ეკრანს (ვიდეოზარების გარდა). 18-24 თვის ასაკში უყურეთ კონტენტს მათთან ერთად. 2-5 წლამდე კი შეზღუდეთ დრო დღეში მაქსიმუმ 1 საათით. უფროსი ბავშვებისთვის ლიმიტის განსაზღვრა ინდივიდუალურად არის უმჯობესი.

🌱 აირჩიეთ „ნელი“ კონტენტი: უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდი ტემპის, ძველ ანიმაციებს ან სპეციალურ საგანმანათლებლო არხებს.

💬 უყურეთ ბავშვთან ერთად, დაუსვით კითხვები ნანახზე, რათა დაეხმაროთ ტვინს ინფორმაციის გადამუშავებაში.

📴 აუცილებლად მოარიდეთ ბავშვი სწრაფ ვიდეოებს დაძინებამდე, რათა მისმა ნერვულმა სისტემამ დამშვიდება შეძლოს.

💡https://charte.ge/.ge

Address

სანდრო ეულის 7
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Charte • ჩართე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Charte • ჩართე:

Shortcuts

Share

Category