კოლეჯი "სპექტრი''

კოლეჯი "სპექტრი'' მიიღე პროფესიული განათლება, დასაქმდი და გახდი წარმატებული!

კოლეჯის „სპექტრი“ განვითარების ისტორია

თბილისის კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად.

პროფესიული განათლების მიზანია, მოსახლეობის მითხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა; კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად; საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაცია.

პროფესიული განათლებით ინტერესდებიან, როგორც სტუდენტები ასევე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალეს მსოფლმხედველობა და ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

2007 წლიდან კოლეჯის განვითარების სტრატეგიამაც ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გახდა სასწავლებლის პრიორიტეტი.

„სპექტრის“ სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს და განსაზღვრავს სწორი მენეჯმენტი, კვალიფიციური სასწავლო პროგრამები და პედაგოგები მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ახალი სტანდარტები, რაც დააჩქარებს საქართველოს პროფესიული სწავლების ინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც გულისხმობს ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას დასავლეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებთან.

უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა, რომელთა უმრავლესობა ახლახანს დაინერგა, მაგრამ უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის. ასევე წარმატებით განხორციელდა ნორვეგიის საგანმანათლებლო პროგრამა: „განათლება დემოკრატიისათვის.“ ვფიქრობთ, მომავალშიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, კოლეჯი არაერთ საინტერესო პროგრამას განახორციელებს როგორც სასწავლო, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით. „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას, რაც ნიშნავს, სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კვალიფიციური მუშახელის მომზადებას. ჩვენი სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან: კალატოზის, მებათქაშის, მეფილე–მომპირკეთებელის, რკინაბეტონის კონსტრუქციათა მწარმოებელის, თაბაშირმუყაოს სპეციალისტის, მღებავის, შემდურებლის, ელექტრიკოსის, დურგლის, გზების მშენებლობის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ხის მხატვრული დამუშავების, არქიტექტურული დეტალების მძერწავის, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის, მარკშაიდერიის ტექნიკოსის, ტოპოგრაფისტის, ელექტრული და ციფრული ტექნიკის შემკეთებლის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის, ავტომობილის ზეინკალისა და ძრავის შემკეთებლის პროფესიებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგიების, პოლიგრაფისტის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკრუენტუნარიანი და მოტივირებული, დაგეგმოს თავისი მომავალი.

24/09/2026

#კერამიკა
პედაგოგები: გიგლა მუმლაძე და თინათინ კახიძე

"სპექტრის"და სკოლაპანსიონ IB MTIEBI /IB მთიების სტუდენტი გიორგი ბურდილაძე ,WorldSkills Shanghai 2026 -ის მსოფლიო ფორუმზე...
23/09/2026

"სპექტრის"და სკოლაპანსიონ IB MTIEBI /IB მთიების სტუდენტი გიორგი ბურდილაძე ,WorldSkills Shanghai 2026 -ის მსოფლიო ფორუმზე.
ეს არის გიორგისთვის მნიშვნელივანი საერთაშორისო გამოცდილება და შესაძლებლობა , წარმოაჩინოს ცოდნა და პროფესიული უნარები.
ვუსურვებთ გიორგის წარმატებას, თავდაჯერებას და საუკეთესო შედეგს!
ვულშემატკივრობთ და გვჯერა , რომ ღირსეულად წარადგენ საქართვსლოს და "სპექტრს"!
წარმატებები გიორგი! გვეამაყები.

22/09/2026

მომზადება გადამზადების სახელმწიფო სასერთიფიკატო პროგრამა ''კედლისა და იატაკის მოპირკეთების''ჯგუფი.
პედაგოგები:ხვიჩა ბედიანიძე და სერგო დარბიაშვილი
#სპექტრისაუკეთესოა
www.spectri.ge

21/09/2026

კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების ჯგუფი.
პედაგოგი:ნინო მაღლაკელიძე
#სპეტრისაუკეთესოა

👥 დღეიდან დაიწყო რეგისტრაცია 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის📣 დაეუფლე შრომის ბაზარზე მოთხოვნად   11 პროფესიას კოლეჯ „ს...
21/09/2026

👥 დღეიდან დაიწყო რეგისტრაცია 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის

📣 დაეუფლე შრომის ბაზარზე მოთხოვნად 11 პროფესიას კოლეჯ „სპექტრში“

ონლაინ_რეგისტრაცია vet.ge-ზე
🇬🇪 სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

🔔 ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
👉 იხილეთ რეგისტრაციის ბმული:
https://vet.ge

📞 +995 598630969 +995 557989229

⌚️სატელეფონო კონსულტაცია შესაძლებელია კვირის დღეებში 10:00-18:00 საათებში

18/09/2026

#შენიცხოვრებისახალიეტაპიაქიწყება

18/09/2026
17/09/2026

კერამიკოსების ჯგუფი
პედაგოგები:გიგლა მუმლაძე და თინათინ კახიძე

კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების ჯგუფში სალექციო საათი მიმდინარეობს.ლექციის ფარგლებში სტუდსნტები ეცნობიან სფეროს მნ...
17/09/2026

კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების ჯგუფში სალექციო საათი მიმდინარეობს.ლექციის ფარგლებში სტუდსნტები ეცნობიან სფეროს მნიშვნელივან საკითხებს.
პედაგოგი: ნინო მაღლაკელიძე

Address

ბ. ჭიჭინაძის ქუჩა N10
Tbilisi
0168

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი "სპექტრი'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი "სპექტრი'':

Shortcuts

Share