თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს სამართლის ფართო ცოდნის მქონე კრიტიკულად მოაზროვნე იურისტებს. სამართლის პროგრამაში სტუდენტი სწავლობს როგორია, როგორ იქმნება, იცვლება და მოქმედებს თანამედროვე ქართული სამართალი. სამართლის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია საქმიანობა ნებისმიერ პროფესიულ როლში.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სამართლის სკოლის სტუდენტები ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ სებასტიან ვან დროგენბრუკი...
21/05/2026

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სამართლის სკოლის სტუდენტები ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ სებასტიან ვან დროგენბრუკის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრის (Sébastien Van Drooghenbroeck Mock Trial Competition on the European Social Charter) გამარჯვებულები გახდნენ.

კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ალექსანდრე მიქელაძე, ვალერი სიდამონიძე, საბა სარჯველაძე.

კონკურსი შედგებოდა წერილობითი და ზეპირი რაუნდებისგან. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით გადალახა წერილობითი ეტაპი და გადავიდა ზეპირ რაუნდებში, სადაც დაუპირისპირდა საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტების გუნდებს. ზეპირი რაუნდების საწყის ეტაპზე სტუდენტებმა მოიპოვეს საუკეთესო მოსარჩელის ტიტული, ხოლო ფინალში გაიმარჯვეს საუკეთესო წერილობითი ნაშრომის ნომინაციაში და საბოლოოდ დაიკავეს პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიაში 2022 წელს გამარჯვება იტალიის University of Ferrara-ის გუნდმა მოიპოვა, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გახდა მეორე არაფრანკოფონული გამარჯვებული ამ კონკურსის ისტორიაში.

გუნდის ფინანსური მხარდამჭერი იყო Andersen in Georgia.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სამართლის სკოლის სტუდენტები ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ სებასტიან ვან დროგენბრუკის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრის (Sébastien Van Drooghenbroeck Mock Trial Competition on the European Social Charter) გამარჯვებულები გახდნენ.

კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ალექსანდრე მიქელაძე, საბა სარჯველაძე და ვალერი სიდამონიძე.

კონკურსი შედგებოდა წერილობითი და ზეპირი რაუნდებისგან. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით გადალახა წერილობითი ეტაპი და გადავიდა ზეპირ რაუნდებში, სადაც დაუპირისპირდა საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტების გუნდებს. ზეპირი რაუნდების საწყის ეტაპზე სტუდენტებმა მოიპოვეს საუკეთესო მოსარჩელის ტიტული, ხოლო ფინალში გაიმარჯვეს საუკეთესო წერილობითი ნაშრომის ნომინაციაში და საბოლოოდ დაიკავეს პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიაში 2022 წელს გამარჯვება იტალიის University of Ferrara-ის გუნდმა მოიპოვა, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გახდა მეორე არაფრანკოფონული გამარჯვებული ამ კონკურსის ისტორიაში.

გუნდის ფინანსური მხარდამჭერი იყო Andersen in Georgia.

20/05/2026

Civil Procedural Law

26/02/2026

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი XVII Warsaw x SIAC Pre-Moot გამარჯვებული გახდა 💛

შეჯიბრი ეხებოდა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის საკითხებს და ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. გუნდი დამატებით დასახელდა შეჯიბრის საუკეთესო მოპასუხედ.

უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მარიშა გვაზავა, ნატალი დოლაბერიძე, ანა ფრუიძე, ანა ღვინიანიძე და თედო ჯგუშია. გუნდის მწვრთნელები იყვნენ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ჯიქია, სალომე დიასამიძე, ლიკა თურმანაული, ნინო კარტოზია და ნიცა სირაძე.

შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: University of Helsinki, University of Cologne, Bucerius Law School, King's College London, University of Geneva, Uniwersytet SWPS.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის კონკურსში მონაწილეობის ხარჯები დააფინანსა იურიდიულმა კომპანიამ - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გიწვევთ ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურ...
19/11/2025

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გიწვევთ ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-15 ეროვნულ კონფერენციაზე.

კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 6-7 და 20-21 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თითოეულ დღეს კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე და ჩატარდება 2 სესია, ერთი სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.

კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

1. კრედიტისა და სიცოცხლის დაზღვევის ურთიერთმიმართება საკრედიტო ურთიერთობებში, თეორია და სასამართლო პრაქტიკა - ქეთევან მესხიშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/yWjF9
2. ინტერესთა კონფლიქტი არბიტრაჟში: საქართველოს სასამართლოების ლეგიტიმური კონტროლი თუ გადაჭარბებული ჩარევა? - ქეთევან მესხიშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/xkMmr
3. პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან დერივაციული სარჩელის საფუძველზე, სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი გამოწვევები - ლაშა ცერცვაძე, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/uxr9S
4. ქართული კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები არარეზიდენტებთან ურთიერთობაში: რისკები და გადაჭრის გზები - გიორგი ხანჯალიაშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/Qm7eq
5. შრომის სამართლის პრაქტიკული ასპექტები: ხელოვნური ინტელექტი სამსახურეობრივ გარემოში (1), დავის ადრეულ ეტაპზე პრევენციის და გადაწყვეტის მექანიზმები შრომის ურთიერთობებში (2) - სოფიო ჩაჩავა, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/gWnLY
6. მართლმსაჯულების ორი გზა: საარბიტრაჟო და სასამართლო განხილვის პრაქტიკული შედარება - დავით ტაბატაძე, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/LUjAZ
7. კოლექტიური შრომითი დავების სპეციფიკა და პრაქტიკული ასპექტები - ანა სამსონია, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/JdZJk

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 250 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 220 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში - 200 ლარი.

კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლისა და კონფერენციის საფასურის გადახდის შემდეგ. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 დეკემბრის 18:00 საათი.

მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2025 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. ონლაინ რეგისტრაციისთვის, იხილეთ ბმული https://shorturl.at/CDmkd

ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ მისამართზე [email protected]. თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი.

რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ: https://shorturl.at/HVD6Q

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს: [email protected]

2025 წლის 6-7 და 20-21 დეკემბერი

21/08/2025

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ნუცა ავალიშვილი სწავლას აგრძელებს გერმანიაში, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

ნუცამ მოიპოვა შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება.

მან მოწვევა მიიღო აგრეთვე გოტინგენის უნივერსიტეტიდან ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამაზე, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბუცერიუსის სამართლის სკოლაზე შეაჩერა.

21/08/2025

სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ნია ბერაძე სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Pace University-ის ნიუ-იორკის კამპუსში, Comparative Law-ს სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

ნიამ მოწვევა მიიღო აგრეთვე American University Washington College of Law, Cardozo School of Law, UNH Franklin Pierce School of Law, Syracuse University და St. John's University-დან, მაგრამ საბოლოოდ მაინც Pace University-ის პროგრამაზე შეაჩერა არჩევანი.

21/08/2025

სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ელენე კუტალაძე სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს Central European University-ში. ის ისწავლია Global Business Law and Regulation-ის სამაგისტრო პროგრამაზე.

ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება, რომელითაც დაიფარება მისი სწავლის ხარჯები.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას ტრენინგზე...
07/07/2025

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას ტრენინგზე ვალდებულებითი სამართლის აქტუალური საკითხები.

ტრენინგი ჩატარდება 2025 წლის 19-20 ივლისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მას გაუძღვება ქეთევან მესხიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.

ტრენინგის მიზანია ვალდებულებითი სამართლის ყველა იმ პრობლემური საკითხის მიმოხილვა, რომელიც უახლესი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე აქტუალურია. საკითხები შერჩეულია იმის მიხედვით, თუ რა პრაქტიკული ტენდენციებია დავებთან მიმართებით და რა გამოწვევები არსებობს თეორიული საკითხების პრაქტიკაში იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

ტრენინგი ხელს შეუწყობს, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას ვალდებულებით სამართალში, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სასამართლო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, მათ შორის, ერთგვაროვანი და განსხვავებული სასამართლო პრაქტიკების მიმოხილვას. ტრენინგის მიზანია მსმენელს გაუღრმავოს თეორიული ცოდნა, გააცნოს აქტუალური სასამართლო პრაქტიკა, მიმოიხილოს პრაქტიკული ხასიათის მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო გამოწვევები, რომლებიც, ერთი მხრივ, სასამართლო პრაქტიკის განვითარების შედეგია, და მეორე მხრივ, აზრთა სხვადასხვაობის გამო მწვავე დისკუსიის საგანია.
ტრენინგის თეორიულ-პრაქტიკული სინთეზი იძლევა შესაძლებლობას, რომ იგი გახდეს ეფექტური პრაქტიკული სახელმძღვანელო სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისათვის.

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ტრენინგის საფასურის გადახდა. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 16 ივლისი. ონლაინ რეგისტრაციისთვის, იხილეთ ბმული https://shorturl.at/NzJ8x

მიღების პირობების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად, იხილეთ ბმული https://shorturl.at/uVK6J

2025 წლის 19-20 ივლისი

01/05/2025

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესის (CEEMC) ნახევარფინალისტი გახდა. კონკურსი ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში.

უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ: სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა სარჯველაძე და ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ვიქტორ იაგუტიანი და ანა ჩხიკვაძე.

ანა ჩხიკვაძემ მოიპოვა საპატიო მომხსენებლის ჯილდო.

გუნდის მწვრთნელი იყო ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული და სამართლის სკოლის ლექტორი ქეთი ბენაშვილი.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: Ivan Franko National University (უკრაინა), Babeș-Bolyai University, Faculty of Law (რუმინეთი), Comenius University (სლოვაკეთი) და West University of Timișoara (რუმინეთი).

CEEMC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ევროპის მასშტაბით. შეჯიბრი ტარდება 1994 წლიდან.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის კონკურსში მონაწილეობის ხარჯებს ყოველწლიურად კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი აფინანსებს.

Address

კახა ბენდუქუძის კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა:

Shortcuts

Share