02/04/2017
დენალი vs მაკ-კინლი
ათწლოვანი დავის შემდეგ ჩრდილოეთი ამერიკის უამღლესი მწვერვალის, მაკ-კინლის, სახელი შეიცვალა თავისი თავდაპირველი ადგილობრივი ალასკური სახელით - “დენალი”. 20,237ფუტი(6,168მ) სიმაღლის მწვერვალს სახელი პირველად, 1896 წელს, ოქროს მეშახტემ დაარქვა, რომელმაც შეიტყო, რომ ვილიამ მაკ-კინლი იყო ნომინირებული ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ალასკაში თავისი სამდღიანი ვიზიტის დროს, ხაზი გაუსვას კლიმატის ცვლილების მნიშვნელობას და ცვლილებები გამოაცხადა, მაგრამ კონგრესის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯონ ბონერმა, დაგმო ეს ქმედება. ახალი სახელი, დენალი, ითარგმნება, როგორც მაღალი, დიადი და ფართოდ არის გამოყენებული ადგილობრივების მიერ. "ჩვენი დიდი პატივისცემით ამ ადგილის მიმართ, ოფიციალურად ვარქმევთ მას "დენალს", რადგან ვაღიარებთ ადგილობრივების ტრადიციებსა და, ასევე, ალასკის მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას" - თქვა აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა ცვლილების გამოცხადების დროს. განცხადებაში ისიც კი იყო ნათქვამი, რომ მაკ-კინლის ალასკაში ფეხი არასდროს დაუდგამს. ალასკაში დიდი ხანი ცდილობდნენ, რომ “მაკ-კინლი” სახელი "დენალით" შეეცვალათ, თუმცა შეცვლის მცდელობები ფედერალურ დონეზე ბლოკირებული იყო ოჰაიოს, ვილიამ მაკ-კინლის მშობლიური შტატის, მიერ. პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს სახელის ცვლილება მისტერ ბონერთან, რომელიც წარადგენს ოჰაიოს მერვე მოწვევის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საარჩევნო უბანს. მან თქვა, რომ ის ღრმად იმედგაცრუებულია. "არსებობს მიზეზი, თუ რატომ ერქვა პრეზიდენტი მაკ-კინლის სახელი ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს 100 წელზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან ეს არის მისი დიადი მემკვიდრეობის აღთქმა," - თქვა მისტერ ბონერმა. ოჰაიოს სხვა რესპუბლიკელმა სენატორმა, რობ პორტმანმა, დაჟინებით სთხოვა პრეზიდენტ ობამას მოეძებნა სხვა გზა, რომ შემოენახა მაკ-კინლის სახელი ნაკრძალში, სადაც მწვერვალი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ალასკის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლიზა მურკოვსკიმ, რომელიც ცვლილებაში იღებდა მონაწილეობას, "დათვითა" რომ მოხარული იყო იმით, რომ მთას დენალი დაერქვა. მაკ-კინლი იყო აშშ-ს ოცდამეხუთე პრეზიდენტი. ის მოკლეს მისი მეორე ვადის ადრეულ პერიოდში, 1901 წელს.