24/08/2024
გახდი ISIE-ს წევრი, შეავსე ფორმა 2 სექტემბრამდე
✅ https://forms.gle/TCgxis6jd9uFfSmB9
ℹ️ რას ნიშნავს აიესაის წევრობა?
✅ ISIE-ს წევრობა არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან. აიესაის გამოცდილება არ არის სტატიკური, ანუ “წევრობა წევრობისთვის”. აქ წევრის გამოცდილება ეტაპების მიხედვით იცვლება და გათვლილია მოკლე დროში მაქსიმალურად მეტი გამოწვევების გადალახვაზე.
1-ელი ეტაპი: ახალგაზრდა ღებულობს საჭირო განათლებას, ცოდნას თუ როგორ გამოიყენოს თავისი უნარები, პოტენციალი და რესურსები სხვადასხვა საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების შესაქმნელად.
მე-2 ეტაპი: ის ერთვება სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაში, საკუთარი ინტერესების მიხედვით.
მე-3 ეტაპი: როცა უკვე აქვს ორგანიზაციაში ყოფნის საკმარისი გამოცდილება თავად უძღვება პროექტებს ან იჩენს ინიციატივას და ქმნის ახალ პროექტს, რომლის მენეჯერიც თავად არის.
მე-4 ეტაპი: მას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ორგანიზაციის მმართველ ორგანოში მოხვედრაზე, პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც დემოკრატიულად არჩევნების წესით იმარჯვებს.
მე-5 ეტაპი: ის მართავს მთლიანად ორგანიზაციას 1 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ.
მე-6 ეტაპი: ის ტოვებს ორგანიზაციას და უერთდება ISIE-ს ასობით აღზრდილთა ქსელს, რომლებიც ქმნიან საჭირო ცვლილებას ჩვენს საზოგადოებაში.
ხშირად დასმული კითხვები
ℹ️ რას მივიღებ გაწევრიანებით?
თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან გამოცდილებას, რეალური პროექტების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებით. ISIE-ს გარემო არ არის სიმულაციური და ყოველი აქტივობა მხოლოდ რეალურ გამოწვევებზე დაყრდნობით იქმნება.
ℹ️ ვის შეუძლია გახდეს წევრი?
ნებისმიერი აქტიური სტატუსი მქონე სტუდენტს ან 26 წლამდე კურსდამთავრებულს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას Intermediate – B2 დონეზე.
როგორ ხდება წევრების შერჩევა?
წევრების შერჩევა ხდება რამოდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე:
> ინგლისური ენა (B2)
> ეფექტური კომუნიკაციის უნარი
> გულწფრელი მოტივაცია
> ლიდერული უნარ-ჩვევები
გახდი ISIE-ს წევრი, შეავსე ფორმა 2 სექტემბრამდე
https://forms.gle/TCgxis6jd9uFfSmB9