13/06/2026
🇨🇭ცერნში ვიზიტის ფარგლებში ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ შეხვედრა გამართეს ATLAS-ის ITk ექსპერიმენტის სიმულაციის ჯგუფის ხელმძღვანელთან, შონ როსთან (Shaun Roe).
💡შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში დამუშავებული სხვადასხვა პროექტი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ITk-ის VR აპლიკაციამ, რომლის პრეზენტაციაც ვირტუალურ გარემოში გაიმართა.
📡🏙️ პრეზენტაციას თბილისიდან დისტანციურად შემოუერთდა ცენტრის თანამშრომელი გიორგი ბოხოჩაძე, რამაც შეხვედრის მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
🤝🚀 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და შეთანხმდნენ იმ პროექტებზე, რომლებსაც ცენტრი ATLAS-ის სიმულაციისთვის განახორციელებს .