Tbilisi Public School # 98

Tbilisi Public School # 98 Tbilisi Public School # 98

13/12/2013
13/12/2013

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თაეტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით სპექტაკლების ჩვენება გაიმართა. პატარა მსახიობებმა „პატარა უფლისწული“ და „საშობაო სიმღერა“ წარმოადგინეს.
წარმოდგენები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარების პროგრამისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერილუსის“ ერთობლივი სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულს მიეძღვნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების შესაძლებლობების გამოვლენას, მათი თვითშფასების ამაღლებას.
სპექტაკლზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა და შეეფასებინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების ადამიანურ რესურსებს, მათ მდიდარ ფანტაზიას და გარდასახვის უნარს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდების თვითრეალიზაციას, თანატოლებთან დამეგობრებას, მათ სოციალიზაციასა და ინტეგრაციას.

Address

მარტყოფის ქუჩა #9
Tbilisi
0103

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Public School # 98 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category